Digest Logo

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1720038303
4 იანვარი ჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

გირჩევთ ამბიციები მოთოკოთ, თორემ შედეგის ნაცვლად, პრობლემებს მიიღებთ. მშვენიერი დღეა შინაგანი პოტენციალის გამოსავლენად. გადაღლის გამო მოსალოდნელია ქრონიკული დაავადების გამწვავება. დაივიწყეთ სიჯიუტე და ნერვიულობა, რასაც ცუდი შედეგები მოჰყვება. ამ დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მალე იპოვით შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ.

კურო

თქვენს წამოწყებებს დიდი მომავალი აქვს. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ურთიერთობებსაც ეხება. ამ დღეს საყვარელ ადამიანს ახალი, ძალიან მიმზიდველი მხრიდან დაინახავთ. ეცადეთ რომანტიკული განწყობა რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ და უსაზღვრო ბედნიერების განცდა დიდხანს გაგყვებათ. ინტიმურ ურთიერთობებში გირჩევთ ვნებები მოთოკოთ.

ტყუპები

გირჩევთ დრო და სასიცოცხლო ენერგია უსარგებლოდ არ დახარჯოთ. ამ კვირაში ყველა ჩანაფიქრს განახორციელებთ, განსაკუთრებით იმას, რომელიც მოგზაურობას და ბიზნესს ეხება. ეცადეთ გარშემო მყოფთა კრიტიკულ კომენტარებს ყურადღება არ მიაქციოთ და ასეთი კომენტარების გაკეთებას თავადაც მოერიდოთ. დროა, გუნდური თამაშის წესები ისწავლოთ, რადგან შექმნილი ვითარება თქვენგან გუნდურ თამაშს მოითხოვს.

კირჩხიბი

ამ დღეს უამრავი საქმე გაქვთ გასაკეთებელი. გირჩევთ სიმტკიცე გამოიჩინოთ და უარი თქვათ ყველაფერზე, რაც გამძიმებთ და კმაყოფილებას არ მოაქვს. წარმატების მისაღწევად გირჩევთ გავლენიან მეგობრებს მხარდაჭერისთვის მიმართოთ - ისინი უარს არ გეტყვიან. თუ მოგზაურობას გეგმავთ, დღეს ამისთვის საუკეთესო დროა. მოგზაურობისას შეიძლება ახალი იდეა გეწვიოთ, რომელსაც მოგვიანებით განახორციელებთ.

ლომი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ - შეძენილი ცოდნა და უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები მოაგვაროთ - როდესაც საქმე ფულს ეხება, თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს.

ქალწული

საკმაოდ დაძაბული დღეა. გირჩევთ ცვლილებებისთვის მოემზადოთ და ცვალებად გარემოებებთან შეგუება ისწავლოთ. ფინანსური მდგომარეობის უმნიშვნელო გაუმჯობესება გელით. თუ ვინმე თქვენი ყურადღების მიპყრობას დაჟინებით ცდილობს, ფხიზლად უნდა იყოთ - სავარაუდოდ, ის თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ.

სასწორი

დამღლელი დღეა. ურთიერთობების შესანარჩუნებლად დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. თავი შეიკავეთ დაპირებების მიცემისგან, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. სანამ გადაღლა ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ, გირჩევთ ხელმძღვანელობას დაელაპარაკოთ და პასუხისმგებლობის ნაწილი კოლეგებს გაუნაწილოთ.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/4-ivlisis-astrologiuri-prognozi-4255

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „მახსოვს, დილის 6 საათზე ავდექი, ვიცვამდი და მივდიოდი სამსახურში, რომელიც არ მქონდა, მეგონა, რომ რესტორანში უნდა მემღერა“ - ინდირა ჯგერნაია დეპრესიაზე

🎥 „სიმსივნემ დეპრესია დამამარცხებინა!“ - რას ამბობს ხატია ქირია

🎥 რა არის დეპრესიის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზები? - ფსიქოთერაპევტის განმარტება