
ასტროლოგებმა 2025 წლის შემოდგომას უკვე „კოსმოსური საჩუქრების სეზონი“ უწოდეს. მომდევნო თვეები ბევრ ჩვენგანს არაერთ სიახლეს უმზადებს. ზოდიაქოს ამ 4 ნიშნის წარმომადგენლებს კი განსაკუთრებით ხელსაყრელი პერიოდი ექნებათ:
სასწორი: დროა, თქვენი დიპლომატიისა და მოთმინების შედეგი ნახოთ
სასწორებისათვის 2025 წლის შემოდგომა ნამდვილად განსაკუთრებული პერიოდი იქნება. ვენერა, მათი მთავარი მფარველი პლანეტა, ყველაზე ძლიერ პოზიციაშია, რაც არაერთ ცვლილებას მოგიტანთ. განსაკუთრებით ეს ურთიერთობების სფეროს ეხება. რომანტიკული ურთიერთობებით დაწყებული, პარტნიორული შეთანხმებებით დამთავრებული - შემოდგომა ახალ ჰორიზონტებს გაგიხსნით და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ოცნებები აისრულოთ.
წარმატებული პერიოდი გელით სამსახურში, იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება, რაც განვითარების შანსს მოგცემთ.
ასტროლოგების მთავარი რჩევაა, რომ ცვლილებებს არ შეუშინდეთ, არ თქვათ უარი ახალ შეთავაზებაზე, ახალი ადამიანების გაცნობაზე. წინ ნამდვილად საინტერესო ეტაპები გელოდებათ.
თხის რქა: გრძელი მოგზაურობის, მცდელობების ლოგიკური შედეგი
სატურნი, თქვენი მმართველი პლანეტა, მნიშვნელოვან ციკლს ასრულებს. 2025 წლის შემოდგომა თქვენთვის არის დრო, როდესაც ოცნება კონკრეტულ მიღწევად გადაიქცევა და ლოგიკურ ჯილდოს მიიღებთ იმ საქმისა და მცდელობებისთვის, რომლებსაც დიდი ხანია, ახორციელებთ.
ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაიზრდება. გექნებათ შანსი, დამატებითი საქმე აღმოაჩინოთ, რაც ასევე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. 2025 წლის შემოდგომა სტატუსის ცვლილებას, სამსახურში დაწინაურებასა და თავდაჯერებულობის გაზრდას გპირდებათ.
ამავე პერიოდში შეგიძლიათ, არსებული გამოცდილება გამოიყენოთ და სამომავლო გეგმები სწორად ჩამოაყალიბოთ.
მორიელი: ფერფლიდან აღმდგარი ფენიქსი
2025 წლის შემოდგომაზე მორიელები ლეგენდარულ ფენიქსს დაემსგავსებიან და საკუთარ შესაძლებლობებს აჯობებენ. ზოდიაქოს ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს ექნება განცდა, თითქოს, თავიდან იბადება, უფრო ძლიერი და შეუპოვარი. თქვენი მმართველი პლანეტა, პლუტონი, ძლიერ ტრანსფორმაციას ააქტიურებს, რაც ცხოვრების ყველა სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.
ფინანსური თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობები გელოდებათ. ფსიქოლოგიურად, ეს ძველი ტრავმებისა და კომპლექსებისგან განთავისუფლების დრო იქნება. ბევრი მორიელი თვითგანვითარების სურვილს იგრძნობს. ასევე, ბევრი თქვენგანი საკუთარ თავში ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენს.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, ურთიერთობებში ნამდვილი რევოლუციაა მოსალოდნელი. მთავარია, საკუთარ თავთან გულწრფელი იყოთ და ცვლილებების არ შეგეშინდეთ.
თევზები: როდესაც ოცნებები რეალობად გადაიქცევა
თევზებისთვის 2025 წლის შემოდგომა იქნება დრო, როდესაც შინაგანი სურვილები და რეალობა საოცრად დაემთხვევა ერთმანეთს. თქვენი მმართველი პლანეტა, ნეპტუნი, შთაგონებას მოგცემთ, რომ ოცნებები რეალობად გადაიქცეს. მომდევნო თვეების განმავლობაში, გექნებათ შესაბამისი მოტივაცია, რომ ყველაზე ამბიციური გეგმებიც კი განახორციელოთ, მიიღოთ მკაფიო გადაწყვეტილებები და ზუსტად განსაზღვროთ, რისი გაკეთება გსურთ.
წარმატების ფორმულა მარტივია. საკუთარ სურვილებს, ინტუიციას ენდეთ, სწორად შეაფასეთ მოვლენები და გადადგით ნაბიჯები მიზნებისკენ.
2025 წლის შემოდგომა ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის პერიოდია. ამიტომ, დაიწყეთ იმის გაკეთება, რაზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მეცნიერებმა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა თევზი დაასახელეს
⭕„ყველაფერი მასში იწყება, ის არის ანი და ჰოე...“ - რას ამბობს დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
⭕ „წმინდა მარიამი მართლაც გამორჩეული იყო სისპეტაკით...“ - გიორგი ლობჯანიძე
წყარო: www.beaumonde.ge