მინეროლოგი, ეზოტერიკოსი თამუნა იოსელიანი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც მერწყულის ნიშანზე 5 მითს ასახელებს:
„5 მითი მერწყულზე:
1. მერწყული - მუდმივი საოცრება
მერწყული ცხოვრობს საკუთარ სამყაროში, უცნაური და დამოუკიდებელია, არ ეწყობა სხვის წესებს. ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს , მაგრამ სინამდვილეში ისინი უბრალოდ დისტანცირებულნი არიან მოსაწყენი ადამიანებისგან, რომლებიც ცდილობენ მათ შეცვლას.
2. დისტანციურობა და ერთგულება
მერწყულები თავიდან შეიძლება უცხოდ ან მკაცრად მოგეჩვენოთ . თუმცა, თუ ერთხელ თავის წრეში მიგიღეს, ეს ერთგულება სამუდამოა. ნუ მოელით მათგან ყოველდღიურ ზარებს მათ ზრუნვა თავისებური იციან .
3. ბუნტისთავი შინაგანად
მერწყულები არ თამაშობენ სხვისი წესებით . ისინი შესაძლოა სპეციალურად ურევენ სიტუაციას, რათა მერე გაიგონ, ვინ დაიმსახურა მათი ნდობა და ვინ - არა.
4. მუდმივი მოძრაობა
მერწყულები არ არიან ერთნაირები. მათ უყვართ ახალი გამოწვევები. ცვლილებები და მოძრაობა, რათა არ ჩაიფლონ რუტინაში. თუ რამე მათთვის აღარ არის საინტერესო, ეს მათთვის დასრულებულ ისტორიად ითვლება.
5. თავისუფლების სიყვარული მერწყულებს არ უყვართ შეზღუდული ურთიერთობები. მათ მოსწონთ თავისუფალი სიყვარული - წესები მათ არ უყვართ. თუ მერწყულმა არჩევანი თქვენზე გააკეთა, ეს გადაწყვეტილება უცვლელია“, - წერს თამუნა იოსელიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მზის დაბნელება და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?
⭕„უსაყვარლესი დედა-შვილი“ - მარიამ ელიეშვილისა და პატარა საბას ახალი ფოტო სოცქსელიდან