Digest Logo

„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი, მოგზაურობა, მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის დაწყება“ - 17 თებერვლის პროგნოზი თამო შავლიაშვილისგან

1771263192
თამო შავლიაშვილ

ფენ-შუის სპეციალისტი თამო შავლიაშვილი სოციალურ ქსელში 17 თებერვლის პროგნოზს გვიზიარებს.

მისი თქმით, დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, სწავლისთვის, ახალი პროექტების დაწყებისთვის:

„17 თებერვლის პროგნოზი:

წყლის ძაღლის დღე 壬戌

დღის ინდიკატორი: წარმატება, თვის და წლის ცვლილება.

ყველაზე პოზიტიური დღეა. შესაფერისია ნებისმიერი საქმისთვის, საიდანაც დადებით შედეგს ელოდებით.

ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები, ქორწილი, მოგზაურობა, მკურნალობის, სწავლის, მშენებლობის დაწყება, ბიზნესის გახსნა, დოკუმენტების ხელმოწერა, სარემონტო სამუშაოები, მუშაობის, ან ახალი პროექტის დაწყება, სამუშაოს ძებნა, ინვესტირება.

არახელსაყრელია იურიდიული საქმეები, ძველი ნაგებობების დემონტაჟი.

წლის საცავის ვარსკვლავი - ძვირად ღირებული შენაძენისთვის შესაფერისი დღეა. მაგალითად უძრავი ქონების შეძენისთვის.

ზეციური ბედნიერების ვარსკვლავი - ურთიერთობის დალაგებისთვის შესაფერისი დღეა.

კონფლიქტი აქვს დრაკონს.

დღის მმართველია მარსი.

ჰარმონიული ფერები: წითელი, მარჯნისფერი, ხაკი.

ჰარმონიული ქვები: მარჯანი, ლალი, წითელი იაშმა, კარნელიანი“, - წერს თამო შავლიაშვილი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

მზის დაბნელება და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?

„უსაყვარლესი დედა-შვილი“ - მარიამ ელიეშვილისა და პატარა საბას ახალი ფოტო სოცქსელიდან

„ყურადღება! 🔥 ყველაზე არაპროგნოზირებადი და ენერგიულად დაძაბული დღეებია“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი დაბნელებების კორიდორზე