Digest Logo

მზის დაბნელება და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია - რას უნდა ელოდნენ ზოდიაქოს ნიშნები?

1771261419
დაბნელებადაბნელება

2026 წლის 17 თებერვალს, 16:03 საათზე, მოხდება წლის პირველი მზის რგოლური (Annular) დაბნელება, რომელსაც ასტროლოგები „ცეცხლოვან რგოლად“ მოიხსენიებენ. დაბნელება ხდება მერწყულის 28-ე გრადუსზე - ნიშანში, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ინოვაციებთან, მეგობრობასთან და მომავლის ხედვასთან.

რა გველოდება 17 თებერვალს? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ეზოტერიკოსი, მინეროლოგი თამუნა იოსელიანი წერს:

„🌞🌑1️⃣7️⃣ თებერვალი 2️⃣0️⃣2️⃣6️⃣🐎 «ცეცხლოვანი რგოლი»: მზის დაბნელება და ენერგეტიკული ტრანსფორმაცია❕️

17 თებერვალს მოხდება მზის წრიული დაბნელება, ცნობილი როგორც «ცეცხლოვანი რგოლი», რომელიც ემთხვევა ჩინური ახალი წლის დასაწყისს და რამადანის წმინდა თვის დაწყებას. ეს იშვიათი კომბინაცია ქმნის ძლიერ ენერგეტიკულ ფონს, რომელიც ხელს უწყობს ახალი ციკლების დაწყებას, სულიერ გაწმენდასა და პირად ტრანსფორმაციას.

მზის დაბნელება წელიწადის პირველი დაბნელება იქნება, ამიტომ ახალმა ენერგიებმა შესაძლოა სრულიად ახალი მოვლენების ხაზი გახსნას, განსაკუთრებით ♒️მერწყულის ენერგეტიკულ სივრცეში.

დრო და ადგილმდებარეობა❕️

🌞 დაწყება: 13:58 (საქართველოს დროით), დრეიკის სრუტე დასრულება: 18:29, ინდოეთის ოკეანის სამხრეთი ზონა 🎎ჩინური ახალი წელი🧧: 🔥🐎ცეცხლოვანი ცხენის წელი, პეკინის დროით პირველი მთვარის თვის პირველი დღე რამადანი: 18 თებერვალი, მზის ჩასვლისთანავე საუკეთესო დაკვირვების ადგილი 🎐 სამხრეთ პოლუსის მიმდებარე პოლარული ზონები, ამიტომ მეცნიერები ხუმრობით მას „პინგვინების დაბნელებასაც“ უწოდებენ.

მცირე რაოდენობით ადამიანები ასტრონომიულ სანახაობას უშუალოდ ანტარქტიდის ბაზებიდან იხილავენ, ხოლო ინტერნეტის ეპოქაში ნებისმიერი ადამიანი რამდენიმე წუთში ნახავს საუკეთესო კადრებს. რატომ განსაკუთრებული ❕️ ტიპი: წრიული🌑 მთვარე მზის წინ გაივლის, მაგრამ სრულად ვერ დაფარავს მას (აპოგეაშია) ცაზე გამოჩნდება მბზინავი «ცეცხლოვანი რგოლი» მაქსიმალური ფაზა: 16:13 (საქ. დროით) მზის დაფარვა: 96,3% კულმინაცია: 2 წთ 19 წმ.

🔴ზოდიაქოს ნიშნებისთვის: ენერგეტიკული ტრანსფორმაცია🔥🌑

♈️ვერძი ელოდეთ მეგობრების წრის განახლებას და თანამოაზრეების სიაში ცვლილებებს. შესაძლოა იპოვოთ „საკუთარი ჯგუფი“, ან დაემშვიდობოთ ძველ მეგობარს სხვადასხვა მიზეზით.

დაბნელება ასევე გაიძულებთ უფრო აქტიურად გამოჩნდეთ საზოგადოებაში, ამიტომ მოგიწევთ უფრო ხშირად გასვლა ან სოციალური ქსელების გააქტიურება.

♉️კურო «ცეცხლოვანი რგოლი» განაახლებს თქვენს კარიერულ გზას. შეიძლება გაჩნდეს მოულოდნელი შემოთავაზებები ან საქმიანობის ძირეული ცვლილება. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი სამუშაო ფორმატი შეიცვლება და მნიშვნელოვანია სამუშაოსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა.

♊️ტყუპი როგორც ყოველთვის, თავგადასავლები და ინტერესები მიგიზიდავთ. ამჯერად კი, შესაძლოა ყველაზე თამამი ოცნებები რეალობად იქცეს , იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამთ. მოემზადეთ აქტიური ქმედებებისთვის შემდეგი 18 თვის განმავლობაში.

♋️კირჩხიბი თებერვლის მზის დაბნელება მოიტანს ძლიერ ტრანსფორმაციას. უმეტესად ფინანსური საკითხები თქვენს ყურადღებას დაიპყრობს, მაგრამ ისინი დაკავშირებულია შინაგანი ძალის და ბალანსის შექმნასთან. მოგიწევთ ბიუჯეტის გადახედვა და მიდგომების ცვლილება ფულთან მიმართებაში , მაგალითად, სწავლა სხვადასხვა სახის დახმარების მიღებისა და მხარდაჭერის თხოვნის.

♌️ლომი გელოდებათ საკუთარი როლის გაანალიზება ურთიერთობებში , როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი. ვინ გყავთ პარტნიორი და რას გსურთ კომუნიკაციაში? როდესაც მოაგვარებთ ბალანსს «ჩვენ» და «მე»-ს შორის, ყველა მომენტი თავის ადგილზე დადგება.

♍️ქალწული გაგიჩნდებათ სურვილი ყველაფერი სრულყოფილად დაადგინოთ, მაგრამ არა საკუთარ ცხოვრებაში, არამედ სხვების ცხოვრებაში. მიმდინარე დაბნელება გაიძულებთ თქვენი დღის რეჟიმის, სამუშაო ფორმატის გადახედვას და საკუთარ ჯანმრთელობაზე ყურადღების გამახვილებას. გახსოვდეთ: როდესაც თქვენ კმაყოფილი ხართ, კარგად გრძნობენ თავს გარშემომყოფებიც.

♎️სასწორი მოწყენილი ჯდომა მოგბეზრდათ , ამ დაბნელების ვიბრაციებში გაგახსენდებათ თქვენი ბუნებრივი შემოქმედებითი უნარები. მოიშორეთ ეჭვები და მიეცით ტალანტებს გამოვლენისთვის უფლება: დროა თავი აჩვენოთ! უბრალოდ აკეთეთ ის, რაც გიზიდავთ და სიამოვნებას მოგანიჭებთ - თქვენ შეგიძლიათ❗️

♏️მორიელი მიმდინარე «დაბნელებების ვექტორი» არის ერთგვარი საწყისი წერტილი თქვენი „დიდი ოცნების“ რეალიზაციისთვის. დააკვირდით ნიშნებს - სწორი გზა მალე გამოჩნდება,კარიც გაიღება,მთავარია სწორი გასაღები იპოვოთ, გაიაზრეთ თქვენი პირადი ღირებულებები, ოჯახური უთანხმოებები მოაგვარეთ და შინაგანად დააფიქსირეთ საკუთარი ბერკეტები.

♐️მშვილდოსანი ამჯერად „იღბლიანი“ თავგადასავლები თქვენ ხართ. ერთი იმ რამდენიმე ზოდიაქოს წარმომადგენელთაგან, ვისაც შეუძლია გარისკვა, უახლოესი შემოთავაზების მიღება ან შემოქმედებით პროექტში ჩართვა. წარმატების მისაღებად აქტიურად გამოიყენეთ „ნეთვორკინგი“ და ხშირად გამოჩნდით საზოგადოებაში , თქვენ კარგად შეგიძლიათ საჯაროდ წარდგენა!

♑️თხის რქა ამ დაბნელებაში უხვადაა უჩვეულო ურანის გავლენა თქვენზე, ამიტომ შეგიძლიათ „სისტემის გატეხა“. არა, არ არის საჭირო სამუშაოსგან თავის შეკავება, მაგრამ საკუთარი შრომით მიღებული რესურსების ინვესტირება საკუთარ განვითარებაში 100% ღირს. ეს იქნება ძალიან ეფექტური ინვესტიცია.

♒️მერწყული გინდათ ეს, თუ არა, უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში მოგიწევთ ნიღბების მოხსნა: დროა, დანარჩენი როლები უკვე დაკავებულია, მხოლოდ თქვენი დარჩა. სამყარო გპირდებათ სიუჟეტის ძლიერ გამოცვლას, რათა დაიწყოთ ცხოვრება საკუთარი წესებით და იმ ცხოვრებით, რაზედაც ოცნებობდით. დაუჯერეთ საკუთარ თავს, ყველაფერი საუკეთესოდ გამოგივათ.

♓️თევზები დიდი სტარტები საჭიროებს შინაგან ძალას და სწრაფ ქმედებებს, 2026 წელი არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობების წელი. მაგრამ, როგორც ჩანს, დაგროვებულია მრავალი ემოციური და ფსიქიკური დატვირთვა, რომლის მოშორება სწორედ ახლაა საჭირო. პროცესების დასრულება და წარსულის გაშვება არის ნამდვილი განკურნება. დაიწყეთ საკუთარი ცხოვრების გაწმენდა, და ახალი ენერგია თავისთავად დაგიპყრობთ.

⚠️მთავარი რჩევა დაელოდეთ მოვლენების განვითარებას, არ იჩქაროთ დასკვნები❗️

იყავით მზად არაპროგნოზირებადი ცვლილებებისთვის (ურანი აქტიურად მოქმედებს).

ჩართეთ აქტიურობა, დასახეთ მიზნები, მაგრამ ნუ უგულებელყოფთ გეგმებს

დაბნელება ყოველთვის ხდება ჩვენი ზრდისთვის“, - წერს თამუნა იოსელიანი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

„უსაყვარლესი დედა-შვილი“ - მარიამ ელიეშვილისა და პატარა საბას ახალი ფოტო სოცქსელიდან

„ყურადღება! 🔥 ყველაზე არაპროგნოზირებადი და ენერგიულად დაძაბული დღეებია“ - რას წერს თაკო მელიქიშვილი დაბნელებების კორიდორზე

მოხარშული ვაშლი, ნიორი და სტაფილო - 7 პროდუქტი საკვების ჯანსაღი მონელებისთვის