Digest Logo

17 ივლისიდან მთვარის კვანძები ნიშნებს იცვლის - რა ცვლილებებს მოუტანს ეს ქალწულებს, ლომებსა და მერწყულებს?

1785244223
მთვარის კვანძები

17 ივლისიდან მთვარის კვანძები ნიშნებს იცვლის - რა ცვლილებებს მოუტანს ეს ქალწულებს, ლომებსა და მერწყულებს?

მთვარის კვანძები არის წერტილები, სადაც მთვარის ორბიტა ეკლიპტიკის სიბრტყეს კვეთს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკური ციური სხეულები არ არიან, ასტროლოგიაში მათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებათ და ხშირად „კარმულ ღერძსაც“ უწოდებენ. სწორედ ეს ღერძი გვიჩვენებს, რა გამოცდილება გვაქვს დაგროვებული და რომელი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი განვითარება.

✨ სამხრეთის (დაღმავალი) კვანძი უკავშირდება წარსულს, უკვე ნაცნობ გამოცდილებასა და იმ თვისებებს, რომლებიც ბუნებრივად გამოგვდის. ეს არის კომფორტის ზონა, სადაც დაბრუნება ყოველთვის მარტივია, თუმცა განვითარებისთვის ზოგჯერ მისი გადალახვა გვჭირდება.

✨ ჩრდილოეთის (აღმავალი) კვანძი კი მიუთითებს იმ სფეროზე, სადაც ახალი გამოცდილება, ზრდა და შესაძლებლობები გველოდება. ეს გზა ხშირად უცნობი და გარკვეულწილად გამოწვევებით სავსეა, მაგრამ სწორედ აქ ხდება პიროვნული და სულიერი განვითარება. როდესაც მთვარის კვანძები ნიშნებს იცვლიან, იცვლება ის თემებიც, რომლებზეც კოლექტიური და ინდივიდუალური ყურადღება გადადის. მოგეხსენებათ, რომ 2025 წლის იანვრიდან მთვარის კვანძების ღერძები ქალწული თევზების ნიშნებიდან, მერწყული - ლომის ღერძზე გადადის. ეს ცვლილება მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს განსაკუთრებით ქალწულის, ლომისა და მერწყულის ნიშნებზე, ასევე კოლექტიურ აზროვნებაზე.

ბევრი ქალწულისთვის ბოლო წელიწად-ნახევარი შესაძლოა უფრო დატვირთული და პასუხისმგებლობებით სავსე ყოფილიყო. ამ პერიოდში სწორედ ქალწულის ნიშანთან დაკავშირებული თემები (ჯანმრთელობა, სამსახური, თვითგანვითარება და სრულყოფილებისკენ სწრაფვა) იყო მთავარი. ბევრისთვის ეს პერიოდი ჯანმრთელობასთან, სამსახურთან, პასუხისმგებლობებთან, დანაკარგებთან და მუდმივ თვითკრიტიკასთან იყო დაკავშირებული. 27 ივლისს, როდესაც სამხრეთის კვანძი დატოვებს თქვენს ნიშანს, ნელ-ნელა გათავისუფლდებით ზეწოლისგან რომელიც ამ პერიოდს თან ახლდა.

🦁 როგორც ზემოთ ვახსენე, სამხრეთის კვანძი ლომის ნიშანში გადაინაცვლებს, რაც მათთვის ახალი გამოცდილებებისა და მნიშვნელოვანი გაკვეთილების პერიოდს ნიშნავს. ლომი ბუნებით ლიდერია, კრეატიული, შემოქმედებითი. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. თუმცა, მომდევნო პერიოდში შესაძლოა უფრო ხშირად აღმოჩნდეს ისეთ სიტუაციებში, რომლებიც საკუთარი ლიდერული თვისებებისა და შინაგანი თავდაჯერებულობის გადაფასების შესაძლებლობას მისცემს მათ. ლომებო თქვენი მთავარი ამოცანაა გააცნობიეროთ, რომ ნამდვილი ძალა არ საჭიროებს მუდმივ დადასტურებას.

ამავე დროს ჩრდილოეთის კვანძი მერწყულის ნიშანში გადადის, რაც ამ ნიშნის ენერგიას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. მერწყული ინოვაციების, გუნდურობისა და თავისუფლების სიმბოლოა, მისი ენერგია უკავშირდება მომავალს, სიახლეებს, თავისუფალ აზროვნებასა და ახალი გზების აღმოჩენას, ამიტომ ჩვენშიც ეს თვისებები წამოიწევს წინა პლანზე. მერწყული იდეების გენერატორია, შესაბამისად ამ ნიშნის ბევრი წარმომადგენელი შეძლებს ინოვაციური იდეების და გეგმების განხორციელებას.

🌍 ეს ცვლილება თითოეულ ჩვენგანს ეხება ამიტომ სასურველია, გავითვალისწინოთ მომდევნო პერიოდის მთავარი გზავნილები:

✔️ აღარ გადადოთ იდეების რეალიზება;

✔️ დაიწყეთ ის საქმე, რომელსაც დიდი ხანია გეგმავთ;

✔️ თეორია რეალურ ქმედებად აქციეთ;

✔️ იფიქრეთ არა მხოლოდ პირად წარმატებაზე, არამედ იმაზე, როგორ შეგიძლიათ სასარგებლო იყოთ სხვებისთვისაც.

მთვარის კვანძების ახალ ღერძზე გადანაცვლება გვახსენებს, რომ ცხოვრებაში ყოველთვის დგება მომენტი, როდესაც უნდა გავთავისუფლდეთ ძველი ჩვევებისგან, ჩვეული სცენარებისგან და განვითარების ახალი გზა ავირჩიოთ.

ზოგისთვის ეს ნიშნავს წარსულის ტვირთისგან გათავისუფლებას, ზოგისთვის - ეგოს გაკვეთილების გავლას, ხოლო სხვებისთვის - მომავლისკენ პირველი რეალური ნაბიჯის გადადგმას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!...“ - 29 ივლისის სავსემთვარეობა მერწყულში: გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი

„ამ დროს შეიძლება მეგონოს, რომ ქრისტე მიყვარს, მაგრამ მძულს სინამდვილეში...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება

🎥 „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - თამო ვაშალომიძის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება