29 ივლისს ცაზე სავსემთვარეობა გამოჩნდება - ფაზა, რომელიც მთვარის ციკლის ყველაზე კაშკაშა მომენტად მიიჩნევა. ასტრონომიული მოვლენა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო ცის დაკვირვების მოყვარულებს შესაძლებლობას მისცემს, მთვარე მთელი ღამის განმავლობაში განსაკუთრებული სიკაშკაშით იხილონ.
აღნიშნულ საკითხზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე გვიზიარებს:
„29 ივლისს, თბილისის დროით 18:35 საათზე გვექნება სავსემთვარეობა მერწყულის 6°29’ გრადუსზე! თუ რა სახის ტენდენციები წამოვა წინა ხაზზე ამაზე დღევანდელ პოსტში გიამბობთ:
მერწყული - ჰაერის სტიქია, ფიქსირებული ფენის წარმომადგენელია, რომელიც გამოხატავს კოლექტიურ იდენტობას, საზოგადოებრივ ჯგუფებს, მეგობრებს, საერთო მიზნებს, მომავლის პროექტებს და ა.შ.
მისი მთავარი იარაღია სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ!
განსხვავებით ლომისგან, რომელიც ემოციურად და გულით ხედავს მოვლენებს, მერწყული ცდილობს, რომ სხვადასხვა გარემოს ობიექტურად, ზედმეტი ემოციის გარეშე შეხედოს.
აღნიშნული სავსემთვარეობის სიმბოლური შესატყვისია „A child born of an eggshell“- „კვერცხის ნაჭუჭისგან დაბადებული ბავშვი“.
ეს სავსემთვარეობა იქნება მოსამზადებელი პერიოდი იმ მზე-მთვარის დაბნელების პერიოდისგან, რომლებიც გველოდება აგვისტოს თვეში.
29 ივლისიდან 12 აგვისტომდე მეტად ტრანსფორმაციული პერიოდია, რასაც მთვარისა და პლუტონის შეერთება უძღვის წინ.
ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ძველი ეტაპი დასრულდება და დაიწყება ახალი.
სავსემთვარეობა კულმინაციაა, ხოლო პლუტონი ტრანსფორმაცია, ამიტომ ამ პერიოდში დასრულდება ის, რაც აღარ მუშაობს და შეიქმნება ახალი, რამე თუ ტრიგონი ურანზე საამისოდ იდეალური ხელშეწყობაა.
ეს იქნება მოულოდნელი ცვლილებებისა და შანსების გამოჩენის დრო, როცა ბევრი თქვენგანი იხეირებს კიდეც, ხოლო ერთ იდეას მეორე ჩაანაცვლებს.
გაძლიერდება ემოციები და ქვეცნობიერი სამყარო მეტად გადაიტვირთება, შესაბამისად ეცადეთ, რომ ცხელ გულზე არ მიიღოთ გადაწყვეტილებები და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.
კარგი დროა კოლექტიური მუშაობისა და ახალი პარტნიორების მოზიდვისთვის!
ეცადეთ, ძირეულ რეფორმებს მიჰყოთ ხელი, ოღონდ უმტკივნეულოდ, ისე რომ კოლეგებთან და სხვა მეგობრებთან არ შეხვიდეთ კონფრონტაციაში!“, - წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „შეუდარებელი გოგო ხარ...“ - თამო ვაშალომიძის მოგზაურობა მონაკოში გრძელდება
⭕აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - „გელოდებათ რომანტიკული ნაცნობობა მეგობრების დახმარებით“