Digest Logo

7 ოქტომბერს ვერძის ნიშანში სუპერმთვარეა - რა გავლენას მოახდენს ის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

1759474599
სუპერმთვარე

2025 წლის 7 ოქტომბერს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენაა. ვერძის ნიშანში სავსე მთვარე გველოდება, რომელსაც ვიზუალურად ბევრად დიდი და კაშკაშა ელფერი ექნება. ამის გამო მას სუპერმთვარეს უწოდებენ.

სინამდვილეში, განსხვავება არც ისე დიდია: სუპერმთვარეობის დროს დიამეტრი დაახლოებით 14%-ით იზრდება, ხოლო სიკაშკაშე - 30%-მდე. თუმცა, ტიპურ სავსე მთვარეებთან შედარებით, ეფექტი ნამდვილად შესამჩნევია: ღამის ცა ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიურად ანათებს.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, ამ დღეს შემოდგომის აპათიასთან საბრძოლველად საკმარისი ენერგია გექნებათ. ასევე, შესანიშნავი პერიოდია სწავლასა და სამსახურთან დაკავშირებული საქმეების შესრულებისთვის. კარგი დროა იმისათვის, რომ მეგობრებს შეხვდეთ, საკუთარი ემოციები გააზიაროთ და დადებითი განწყობა შეიქმნათ.

მიუხედავად იმისა, რომ მომატებული ენერგია დაგეხმარებათ, გადაუჭრელი ამოცანები და დარჩენილი საქმეები საბოლოოდ შეასრულოთ, დიდი რისკია, რომ ეს ენერგია ბევრისთვის გადაჭარბებული გახდეს. მეტიც, ბევრი ადამიანი ენერგიასთან ერთად, ემოციების მოზღვავებას იგრძნობს, რამაც შესაძლოა, კონფლიქტების რისკი შექმნას.

სავსე მთვარე აღიქმება, როგორც ენერგეტიკული ციკლის პიკი, მომენტი, როდესაც დაგროვილი გრძნობები და ემოციები სრულად გამოვლინდება. ბევრისთვის ეს შესაძლოა, სასარგებლო იყოს, ზოგიერთი ადამიანისათვის კი აგრესიის გამოვლენის, იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებისა და ემოციური არასტაბილურობის ეტაპი აღმოჩნდეს.

რა შეიძლება გავაკეთოთ 2025 წლის 7 ოქტომბრის სავსემთვარეობის დროს?

7 ოქტომბრის სავსე მთვარე ვერძის ნიშანშია. ვერძი ცეცხლის ნიშანია და ის სიმბოლურად მოქმედებას, იმპულსს, მონდომებას, აქტიურობასა და თავისუფლებას განასახიერებს.

აღნიშნული სავსე მთვარის ენერგია ცვლილებებს ხელს უწყობთ, ადამიანებს გამბედაობისკენ მოუწოდებს და უბიძგებს, რომ ძველი საზღვრები დაარღვიონ და სიახლეებზე იფიქრონ.

ამავდროულად, კონფლიქტების გამწვავების რისკი იზრდება. მომატებული ემოციის ფონზე, შესაძლოა, სიტყვებისა და ქმედებების გაკონტროლება გაგვიჭირდეს, არასწორად აღვიქვათ სხვების ფრაზები, მანიპულაციის მსხვერპლი გავხდეთ და ასე შემდეგ.

განსაკუთრებით მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. თუ მოულოდნელად სამსახურს დატოვებთ ან ურთიერთობაზე იტყვით უარს, შესაძლოა შემდგომ ეტაპებზე ეს გადაწყვეტილება თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს. ამიტომაც, ყურადღებით იყავით.

7 ოქტომბრის სუპერმთვარე განსაკუთრებით ემოციური ვერძის, სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისათვის იქნება. მათთვის ეს შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს, როდესაც შინაგან დაძაბულობა გამოვლინდება და ამაზე მუშაობა მოგიწევთ. საკუთარ გრძნობებს ყურადღება უნდა მიაქციოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კონფლიქტურ სიტუაციას მაქსიმალურად მოერიდოთ და არც რადიკალური გადაწყვეტილება მიიღოთ. ნუ დაგეგმავთ დიდ შესყიდვებს, მნიშვნელოვან გარიგებებს.

ვერძის ნიშანში სავსე მთვარე გამოავლენს ყველაფერს, რაც დაგროვდა. ეს შეიძლება, ბრაზს, უკმაყოფილებას, ვნებასა და ცვლილების სურვილს მოიცავდეს. ვერძის ენერგია ახლის შესწავლისა და თვითგანვითარების სურვილსაც ააქტიურებს.

როგორ იმოქმედებს 2025 წლის 7 ოქტომბრის სავსე მთვარე ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელზე?

ვერძისთვის, სასწორისა და კირჩხიბისთვის ეს რთული პერიოდი იქნება. ყველაფერი, რაც სულის სიღრმეში იმალება, სრულად გამოვლინდება. მომატებულ ემოციურობას იგრძნობთ და შესაძლოა, დაგროვილი წყენის, ბრაზის, იმედგაცრუების შედეგების შეკავება ვეღარ შეძლოთ. მნიშვნელოვანია, რომ იმპულსურად არ იმოქმედოთ. სიტყვებთან ფრთხილად იყავით. შესაძლოა, საყვარელ ადამიანებს განსაკუთრებით აწყენინოთ.

კუროს, თევზებისა და თხის რქის ნიშნის წარმომადგენლები ქაოსსა და აჩქარებას უნდა მოერიდონ. თქვენს რუტინას მიჰყევით და გააკეთეთ ის, რაც თავად მოგწონთ. თვითგანვითარებისთვის შესანიშნავი დროა. თუ დიდი ხანია, რაიმეს შეცვლა, გარდაქმნა გსურთ და ვერ ახერხებთ, სავსე მთვარის ენერგია რეალური ნაბიჯების შესახებ დაგაფიქრებთ.

ტყუპები, ლომები და მორიელები მომატებულ ემოციურობას იგრძნობენ. შესანიშნავი დღეა იმისათვის, რომ დრო თვითშემეცნებასა და შემოქმედებითობას დაუთმოთ. ეს დღე შესაძლოა, პირადი ურთიერთობების კუთხით გამოწვევად გადაიქცეს. ამიტომ, ემოციებს ნუ აჰყვებით და იმპულსურ გადაწყვეტილებებსაც ნუ მიიღებთ. წადით კინოში, დაათვალიერეთ გამოფენა, წაიკითხეთ წიგნი და დრო მშვიდად გაატარეთ.

მერწყულს, მშვილდოსანსა და ქალწულს სოციალიზაცია დასჭირდება. თქვენთვის ეს არის საუბრის, კომუნიკაციისა და ახალი კავშირების პოვნის დრო. თუმცა, ემოციები ჩვეულებრივზე უფრო ინტენსიური გახდება. ამიტომ, კარგად დაფიქრდით, რას იტყვით და როგორ გამოხატავთ. კარგი დროა მოლაპარაკებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ არ გადააჭარბოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ღირს სამყაროს შეცნობა და ცოდნასთან ზიარება, ჩვენი ცხოვრება ხომ იმის გარკვევაა, რომელია მართალი?“ - რას წერს გია მურღულია

„ჭეშმარიტად ბრძენი ხარ მაშინ, როცა ცხოვრებაში ბევრჯერ დაეცემი და არც ერთხელ არ დაგმობ ღმერთს...“ - გიორგი ლობჯანიძე

მარიამ შარმანაშვილმა და კარლო პონტიმ სამოქალაქო ქორწინება ჟენევაში მოაწყვეს - ფოტოები ცერემონიიდან

წყარო: www.beaumonde.ge