Digest Logo

9 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

1770584058
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? 

ვერძი

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოთ. გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან, ყველაზე მყარ ურთიერთობებსაც კი გამოცდა ელის. გირჩევთ, მოვლენების დრამატიზებას ნუ მოახდენთ და სასიამოვნო ამბებზე იფიქრეთ.

დღეს კარგი დღეა სახელმწიფო უწყებებში ვიზიტის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და შემოქმედებითი წინსვლისთვის. შესაძლოა, გარემოებათა იღბლიანმა თანხვედრამ მოულოდნელი სიურპრიზები მოგიტანოთ. თქვენი ფინანსური ინტუიცია მწვერვალზეა – შეგიძლიათ თამამი ნაბიჯები გადადგათ. ჯანმრთელობის მხრივ მოსალოდნელია მცირე სისუსტე, რაც ბოლოდროინდელი სტრესისა და გადაღლის ბრალია.

კურო

მალე თქვენს ცხოვრებაში რომანტიკა და სიყვარული შემოიჭრება, თუმცა მზად უნდა იყოთ, რომ მას კამათი და ურთიერთობების გარკვევა მოჰყვება. ამ დღეს შანსი გექნებათ, გარკვეული პრობლემა ნათესაური კავშირების დახმარებით მოაგვაროთ, ოღონდ დაფიქრდით, ხომ არ შელახავს ეს თქვენს რეპუტაციას.

თუ სამსახურში ერთფეროვნებამ დაგღალათ, შეგიძლიათ შემოქმედებითი ენერგია ძველ გატაცებებში დახარჯოთ. მოულოდნელი შემოსავალი ფინანსურ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. ეცადეთ სიზმარი დაიმახსოვროთ – ქვეცნობიერმა შესაძლოა მნიშვნელოვანი მინიშნებები მოგცეთ. გაღვიძებისთანავე ჩაინიშნეთ აზრები, ეს სიტუაციის უკეთ დანახვაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თუ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა გაფუჭდა, ახლა მის გამოსწორებას ვერ შეძლებთ. ოჯახის წევრები სასიამოვნო ამბებით გაგახარებენ, ფინანსური მდგომარეობა კი საგრძნობლად გაუმჯობესდება.

ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. დღეს იმას, რაც ადრე მიუღწეველი გეგონათ, ადვილად მიიღებთ. ფინანსურად იღბლიანი პერიოდია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ფული ფანტოთ! მალე ბევრი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, რომელიც სასურველია, გარეგნობაზე ზრუნვას დაუთმოთ – ჩაეწერეთ ფიტნესზე ან, უბრალოდ, დილაობით სირბილი დაიწყეთ.

კირჩხიბი

დღეისთვის დაგეგმილი პაემანი შესაძლოა ისე არ დასრულდეს, როგორც ელოდით – არ არის გამორიცხული, რომ საყვარელმა ადამიანმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიწყოთ. კარგი იქნება, თუ სახლის საქმეებში დახმარებაზე შეთანხმდებით, რაც ურთიერთგაგების ატმოსფეროს შექმნის.

ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა შეთავაზებულ საქმეს ხელი გაბედულად მოჰკიდოთ. თუ ბოლო დროს ფინანსურ სიმცირეს განიცდით, დღეს შეიძლება მდგომარეობის შესაცვლელად თავში ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ. გახსოვდეთ, რომ ყველა დაავადება ნერვებისგან მოდის. ნუ ინერვიულებთ წვრილმანებზე და ამით ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ და ურთიერთობებსაც.

ლომი

თუ სასიყვარულო საქმეებში წარმატება გსურთ, ცოტაოდენი თავდაჯერება გჭირდებათ! დაკომპლექსებული არ ხართ, მაგრამ მეტი გახსნილობა გჭირდებათ. შესაძლოა, თქვენამდე შურიანი ადამიანების მიერ გავრცელებულმა ჭორებმა მოაღწიოს – არ ინერვიულოთ, ახლობლები თქვენს მხარეს არიან და თქვენით ამაყობენ! პარტნიორთან უფრო რბილი და დამთმობი უნდა იყოთ.

სამუშაო საკითხების მოსაგვარებლად ხელსაყრელი დღეა – ამ დღეს „მთების გადადგმა“ შეგიძლიათ! გირჩევთ საჭირო ადამიანს საჩუქარი მიართვათ, ოღონდ ისე, რომ ქრთამად არ ჩაგითვალონ. ეცადეთ, უსიამოვნო საკითხებზე არ იფიქროთ, რადგან ცუდი განწყობა პირდაპირ თქვენს პანკრეასზე აისახება.

კითხვის გასაგრძელებლად გადადით ბმულზე: https://funtime.ge/ka/news/dgis-horoskopi/9-tebervlis-astrologiuri-prognozi-5379

ასევე დაგაინტერესებთ:

რატომ გზავნის სამყარო ჩვენს ცხოვრებაში „ცუდ“ ადამიანებს?  „დააკვირდით ემოციის აფეთქებას საკუთარ თავში და მიეცით საშუალება გაიფანტოს“

„17 თებერვლიდან გარდაქმნების, ცვლილებების და გამოღვიძების ახალი ციკლი იწყება“ - ქეთი ოდიშელის ასტროლოგიური პროგნოზი

ტოპ 3 ზოდიაქოს ნიშანი, რომელთა ცხოვრებაც თებერვალში კარდინალურად შეიცვლება - სოფია ბზეკალავას პროგნოზი