Digest Logo

„აანთე ცეცხლი! დღეს შენ გაქვს ჯადოსნური ჯოხი“ - 23 თებერვლის ტაროლოგიური პროგნოზი

1771840154
 ტაროლოგიური პროგნოზი

ეზოტერიკოსი, ნუმეროლოგი, ტაროლოგი, რომელიც „ფეისბუკზე“ Abagael Bagi-ის სახელით არის დარეგისტრირებული სოციალურ ქსელში 23 თებერვლის ტაროლოგიურ პროგნოზს გვიზიარებს: 

„23 თებერვალი: „კვერთხების ტუზი“ - ახალი ენერგია და სტარტი

ზოგადი დღის ფონი: ორშაბათი იწყება ცეცხლოვანი ენერგიით! „კვერთხების ტუზი“ არის საუკეთესო ბარათი ნებისმიერი წამოწყებისთვის. გაქვთ იდეა? დაიწყეთ დღეს! გაქვთ სურვილი? აიხდინეთ დღეს! ეს არის მოტივაციის, ვნების და პოტენციალის დღე.

მნიშვნელოვანი საკითხები: ნუ გადადებთ ხვალისთვის იმას, რისი დაწყებაც დღეს შეგიძლიათ. ახალი პროექტი, ახალი სამსახური, ახალი ჰობი - ყველაფერი წარმატებული იქნება. ენდეთ პირველადი იმპულსს, ის ყველაზე სწორია.

ურთიერთობები: ვნების აფეთქება. ურთიერთობებში შემოდის სიახლე და სექსუალური ენერგია. შესაძლოა დაიწყოს თავბრუდამხვევი რომანი ან არსებულ ურთიერთობაში გაჩნდეს ახალი ნაპერწკალი.

ფინანსები: ახალი შემოსავლის წყაროს გამოჩენა. იდეა, რომელიც დღეს მოგივათ თავში, მომავალში დიდ ფულს მოგიტანთ. გარისკეთ გონივრულად.

ჯანმრთელობა: ენერგიის მოზღვავება. კარგია სპორტი, სექსი და აქტიური ცხოვრების წესი. მამაკაცური ენერგია ძლიერდება.

აანთე ცეცხლი! დღეს შენ გაქვს ჯადოსნური ჯოხი სურვილების ასასრულებლად“,  - წერს ეზოტერიკოსი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„არავითარი ჭორები და ზედმეტი საუბრები“ - თაკო მელიქიშვილი 23 თებერვლის ენერგიებზე

🎥 „26 თებერვლიდან მერკური წარსულში გვაბრუნებს, არ დაიწყოთ ახალი საქმეები!“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისგან

⭕„მოწყენილობა სასჯელი არაა - ის პორტალია“ - რატომ გვაშინებს სიცარიელე და რა ხდება სინამდვილეში, რას წერს მეტაფიზიკოსი?