Digest Logo

„აანთეთ სანთელი, ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ფურცელზე ის, რაც გსურთ განახორციელოთ ამ წელს...“ - რა გველოდება 17 თებერვალს? 

1771253312
ასტროლოგიაასტროლოგია

2026 წლის 17 თებერვალს, 16:03 საათზე, მოხდება წლის პირველი მზის რგოლური (Annular) დაბნელება, რომელსაც ასტროლოგები „ცეცხლოვან რგოლად“ მოიხსენიებენ. დაბნელება ხდება მერწყულის 28-ე გრადუსზე - ნიშანში, რომელიც ასოცირდება თავისუფლებასთან, ინოვაციებთან, მეგობრობასთან და მომავლის ხედვასთან. 

რა გველოდება 17 თებერვალს? - აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული ასტროლოგი საუბრობს და საზოგადოებას საკუთარ ასტროლოგიურ პროგნოზს აცნობს:

„რა გველოდება 17 თებერვალს? 

17 თებერვალს გველოდება ახალმთვარეობა მერწყულში, მზის დაბნელება მერწყული-ლომის ღერძზე, იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი, ანუ აღმოსავლური ახალი წელი დგება და ამავე დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი, რომელიც 3 მარტს (ქალწულში სავსემთვარეობის დროს) დაიხურება. მივყვეთ მოვლენებს თანმიმდევრობით:

დაბნელებების დერეფანმა არ შეგაშინოთ ეს არის ორკვირიანი პერიოდი, თუმცა, ზოგიერთი მის გავლენას დაბნელებებამდე რამდენიმე დღით ადრეც კი გრძნობს. უნდა გადახედოთ წარსულს და მოიცილოთ ყველაფერი უსარგებლო, რათა მომავალში ახალი ენერგია, სიახლე შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. ცვლილებები იქნება, მოულოდნელობებიც. უნდა გამოავლინოთ სერიოზულობა, პასუხისმგებლობა და არ დაკარგოთ გონიერება, ადამიანურობა. ამ ორ კვიარიან პერიოდში არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას. უმჯობესია, დააკვირდით ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში, რა ცვლილებებს გიგზავნით სამყარო. ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს, მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. სიმართლის დამტკიცების გამო, მართალი რომც იყოთ, მოერიდეთ კონფლიქტებს.

დაბნელებების პერიოდშივე გველოდება რეტროგრადული მერკურის პერიოდი. ვიცი, გაგიხარდათ და ელოდით . 26 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით არ გირჩევთ ახალი საქმეების დაწყებას, გაჯეტების შეძენას, ფრთხილად მგზავრობისას, საჭესთან, თუ აუცილებელი არაა, ნუ გააფორმებთ ხელშეკრულებებს, საბუთებისა და დოკუმენტების შედგენისას მაქსიმალური სიფრთხილე და დაკვირვება გამოავლინეთ. აი, რაღაცის გადაკეთება კი კარგია. არავის არაფერი დაჰპირდეთ. შეიძლება გადაიდოს შეხვედრა, გაჭირდეს ვაჭრობა, გამოწერილი ნივთის მიღება.
 
17 თებერვალს, 16:13-ზე ახალმთვარეობა გველოდება. მზის დაბნელებას ჩვენ ვერ დავინახავთ, მაგრამ ვიგრძნობთ და გისურვებთ, საუკეთესო ამბებით, მოვლენებით იგრძნოთ. ახალმთვარეობამდე 1 საათით ადრე აანთეთ სანთელი და მადლობა გადაუხადეთ სამყაროს ყველაფრისთვის, რაც იყო თქვენს ცხოვრებაში. ახალმთვარეობიდან ერთი საათის განმავლობაში ჩამოწერეთ ფურცელზე ის, რაც გსურთ განახორციელოთ ამ წელს. შეადგინეთ სამოქმედო გეგმა, სადაც ყველა საკითხი დეტალურად გექნებათ გაწერილი; ფურცელი შეინახეთ 6 თვის განმავლობაში ლომში სავსემთვარეობის შემდეგ კი დაწვით და ფერფლი ქარს გაატანეთ. ახალი საქმეების დაწყებას გირჩევთ 22 მარტიდან.

ახალმთვარეობაზე მზე და მთვარე მერწყულში იქნებიან. მერწყული არის სიახლეები, მეგობრულობა, რევოლუცია, არასტანდარტული შეხედულებები. ორივე მნათობი დაძაბულ ასპექტშია მერწყულის მმართველ ურანთან. იქნება მოულოდნელობები, მკვეთრი ქმედებები და ნერვიულობა. გირჩევთ, იყოთ გააზრებული და მშვიდი. დაძაბული ასპექტი მალე გაივლის და წამიერი იმპულსისი გამო ნუ დაუშვებთ ისეთ შეცდომას, რაც მოგვიანებით რთულად გამოსასწორებელი გაგიხდებათ.

ახალმთავარეობის შემდეგ მზე გადავა თევზების ნიშანში, ძვირფასებო, წინასწარ გილოცავთ, მზის თქვენს ნიშანში გადმოსვლას, მოემზადეთ, ახლა თქვენი დროა, ახალი საქმეები კი თქვენს ნიშანში ახალმთვარეობის შემდეგ დაიწყეთ. ახალმთვარეობა თევზებში კი გველოდება 19 მარტს, 05:23-ზე.

17 თებერვალს გველოდება აღმოსავლური ახალი წელი. ამ დღეს იწყება ცეცხლოვანი ცხენის წელი. ჩინელებმა ასე გადაწყვიტეს, რომ ახალი წელი ზამთრის მზებუდობიდან მეორე ახალმთვარეობაზე დგება, დღესასწაული მოძრავია, გამოითვლება და ამიტომ ყოველ წელს სხვადასხვა დროს ხვდება. სხვათა შორის, ჩინეთში ახალ წელს გაზაფხულის დღესასწაულს ეძახიან. ცხენის წელი 12 წელიწადში ერთხელ დგება, ხოლო ცეცხლოვანი ცხენის - 60 წელში ერთხელ. კარგი იქნება, თუ ამ დღეს პატარა რიტუალს ჩაატარებთ: ახალი წლის დადგომამდე გირჩევთ, სახლი დაალაგოთ სველი წესით, გადაყაროთ ყველა დაზიანებულ, ძველი ნივთი. სახლი განათებული გქონდეთ, მორთეთ ცეცხლოვან ფერებში, წითელში. არ დაგავიწყდეთ ცხენის ფიგურის დადება გამოსაჩენ ადგილას. შემოუწყვეთ ცხენს მისი საყვარელი სასუსნავი (ქერი, შაქარი, შვრია). კარგი იქნება, თუ შინ გექნებათ ხვავის, ბარაქისა და ნაყოფიერების აღმნიშვნელი სიმბოლური ხილი და ბოსტნეული. მოამზადეთ საყვარელი დესერტი ან კერძი, რომლითაც ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდებით; ჩამოურიგეთ სიმბოლური საჩუქრები. ამ დღესვე შეგიძლიათ დაიწყოთ ფულის მოგროვება, თუ მოსახერხებელია, ცხენის ფიგურასთან დადეთ ფიალა (წითელი კონვერტი, ქილა, ყულაბა), რომელშიც ფულს მოაგროვებთ და რაც მთავარია, აუცილებლად ჩამოწერეთ წლის სამომავლო მიზანი, გეგმა.

ვისზე იმოქმედებს დაბნელებების დერეფანი ყველაზე მეტად?

რა თქმა უნდა მათზე, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 14 თებერვლიდან 6 მარტის პერიოდში. თქვენ გელოდებათ ცვლილებები, იმ სფეროებში, სადაც ხვდება დაბნელებების დერეფანი. უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც შეგიცვლით ცხოვრებას უკეთესობისკენ.

აგრეთვე იმოქმედებს მათზეც, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 18-24 აგვისტოს პერიოდში. აკონტროლეთ ემოციები და მშვიდად შეხვდით ცვლილებებს.

თუ დაბადების დღე 16-22 მაისის და 17-23 ნოემბრის შუალედში გაქვთ, მომავლისთვის ვეღარ გადადებთ საქმეებს, შეხვედრებს, უნდა იმოქმედოთ, რომ გაიუმჯობესოთ ცხოვრება.

წარმატება, სირთულეების იოლად გადალახვა და მოულოდნელი სასიხარულო ცვლილებები გელოდებათ, თუ დაბადების დღეს აღნიშნავთ 15-25 აპრილს, 16-22 ივნისს, 18-24 ოქტომბერს და 17-23 დეკემბერს.

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ, მხოლოდ სასიკეთო ამბები მოგიტანოთ მზის დაბნელებამ და მშვიდად გაიარეთ დაბნელებების დერეფანი“, - წერს ასტროლოგი. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები - როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

🎥 რატომ აირჩია მიხეილ ცაგარელმა ასტროლოგია და რატომ არ ჰყავს მას მოსწავლეები?

„დაბნელება ყოველთვის ერთ დღეში არ იწყება, წინ უძღვის სუნთქვა - მსუბუქი, ღრმა, თითქმის შეუმჩნეველი“ - ლამზირა ხაჭაპურიძე