„ასტროლოგია და ფენ-შუი სხვადასხვა კულტურიდან მოდის, თუმცა საერთო მიზანი აქვთ: ადამიანის ბედისა და გარემოს ჰარმონიზაცია. რამდენად იკვეთება მათი პრინციპები და რატომ იზრდება ინტერესი ამ ორი პრაქტიკის შერწყმის მიმართ?“, - აღნიშნულის შესახებ პოდკასტში „ცის სარკე“ ქვეყნის მთავარმა ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა.
გარდა ამისა, მან საჯაროდ გაამჟღავნა ის მიზეზი, რის გამოც მოსწავლეები არ ჰყავს:
- როგორ მუშაობს ასტროლოგია და ფენ-შუი ერთად?
ამ თემაზე პირველად 2003 წელს ვიფიქრე. ყველა ეს სფერო ძალიან კარგია, მნიშვნელოვანი და ღრმაა, მაგრამ რატომ საბოლოოდ ასტროლოგია? ასტროლოგმა აუცილებლად უნდა იცოდეს ფენ-შუიც, ნუმეროლოგიის პრინციპები, მინეროლოგიის პრინციპები და ასტროლოგია სწორედ ამიტომ ავირჩიე, რომ აქ შედის ყველაფერი.
ასტროლოგია გვაძლევს უზარმაზარ ინფორმაციას, მაგალითად, რასთან იყო დაკავშირებული წინა ინკარნაცია. როდის შეიძლება ადამიანს ახალი, საინტერესო კარმული აღმავლობის პერსპექტივა და ბევრი ისეთი დეტალია, რომელიც უნივერსალურია.
მიმაჩნია, რომ ასტროლოგიამ დიდი ცვლილებები შეიტანა არამარტო ჩემს ცხოვრებაში, არამედ ოჯახები გადავარჩინეთ. ბევრ ადამიანს აბსოლუტურად შევაცვლევინეთ მსოფლმხედველობა, აზრი და მათ შორის, ასტროლოგია გვეუბნება რომელი რელიგიური, კულტურული ტრადიციაა იმ ადამიანისთვის საჭირო.
აღმოსავლური ასტროლოგია პირდაპირ კავშირშია ფენ-შუის სისტემასთან. პრინციპები საერთოა. ამიტომ ვთვლი, რომ ფენ-შუი არის ასტროლოგიის შემადგენელი ნაწილი, აუცილებელი.
ვთვლი, რომ ასტროლოგია ძალიან სახიფათო იარაღია. შეგიძლია კაცი უპრობლემოდ მოკლა, თუ არ ფლობ. უნდა იყო დიპლომატიც, ფსიქოლოგიც.
ასტროლოგმა ბევრი რამ უნდა იცოდეს, ზოგადი ეზოტერიკა, რას ეფუძნება კოსმოსური კანონები. აქ შედის ვარჯიშების სისტემა როგორიცაა იოგა, ციგუნი...
შემდეგ ორატორული ნიჭი. საინტერესოდ უნდა შეძლო ადამიანთან საუბარი. უნდა იგრძნო ტემპი.
ასევე რიტორიკაა მნიშვნელოვანი. გადმოცემის უნარი + ხმის ტემბრი. შენი ხმა ყურს არ უნდა აღიზიანებდეს.
საქმე ისაა, რომ ხალხს ამის სწავლა არ უნდა, მათ მხოლოდ ასტროლოგიის სწავლა უნდათ და ფულის კეთება - ამიტომ არ მყავს მოსწავლე“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 გვისმენენ თუ არ გვისმენენ? - რას ამბობს ციფრული მარკეტერი, ირაკლი ქართველიშვილი