Digest Logo

ახალი ეტაპი ურთიერთობებში, ფინანსური წარმატება და სასიამოვნო სიახლეები - როგორი იქნება 16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

1771252193
	ჰოროსკოპი

16-22 თებერვლის კვირა ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს არაერთ სიახლესა და საინტერესო ცვლილებას ჰპირდება.

კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს ვრცლად ქვემოთ გაგიზიარებთ:

ვერძი

ამ კვირაში ახალ გზას იწყებთ და ის შესამჩნევად განსხვავდება წინასგან. შესაძლოა, თქვენი გარეგნობა და ყოველდღიური რუტინაც კი შეიცვალოს. პასუხისმგებლობები გაიზრდება, მაგრამ მათთან ერთად, სხვების პატივისცემასა და აღიარებასაც დაიმსახურებთ. დაგაფასებენ არა სიტყვების, არამედ მზადყოფნის გამო, რომ ბოლომდე მიიყვანოთ საქმეები. მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ საკუთარ თავს. ახლა გაქვთ შესანიშნავი შესაძლებლობა, თქვენს სურვილებსა და გეგმებში საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ და ოცნებების ასასრულებლად პირველი ნაბიჯები გადადგათ.

კურო

ეს კვირა გიბიძგებთ, რომ თქვენი სივრცე დაალაგოთ - პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. შეიძლება, გაგიჩნდეთ სურვილი, გათავისუფლდეთ სახლში არსებული არეულობისგან, მოიშოროთ არასაჭირო ნივთები და, ამასთან ერთად, მოძველებული ჩვევები, ურთიერთობები და ვალდებულებები. ეს ნამდვილად მოგიტანთ შვებას. თითქოს, ზედმეტი ტვირთისგან თავისუფლდებით. შინაგანი ჰარმონიის შეგრძნება გექნებათ, რაც მოგცემთ შესაძლებლობას, სიახლეებზე იფიქროთ და გარემო გააუმჯობესოთ.

ტყუპები

თქვენი მეგობრობისა და საახლობლო წრის განსხვავებულად აღქმას დაიწყებთ. ზოგიერთი ურთიერთობა აღარ მოგეჩვენებათ ისეთი შინაარსიანი, როგორც ადრე იყო. ამის ნაცვლად, გაგიჩნდებათ სურვილი, უფრო სერიოზული და შინაარსიანი კავშირები დაამყაროთ. ეს კვირა კარგი დროა სამომავლო მიზნების განსაზღვრისა და იმ ადამიანებთან კომუნიკაციის შეფასებისთვის, ვისთან ერთადაც დიდ დროს ატარებთ. ასევე, გექნებათ შესაძლებლობა, არსებული მიღწევებით ისიამოვნოთ, თქვენი შრომის შედეგი დაინახოთ და სამომავლო წარმატებები დაგეგმოთ.

კირჩხიბი

ეს კვირა თქვენს მიღწევებს გამოკვეთს. სამსახურში, სახლში, პირად თუ საქმიან ურთიერთობებში მნიშვნელოვან პროგრესს იგრძნობთ და ეს პროგრესი სწორედ თქვენი შრომის შედეგია. შედეგი ნამდვილად გაგახარებთ და მოგცემთ მოტივაციას, რომ წინსვლა განაგრძოთ. ნათლად დაინახავთ, რა მიმართულებით ჯობს მუშაობის გაგრძელება და რაზე უნდა თქვათ საბოლოოდ უარი.

ლომი

მიმდინარე კვირა ახალი ცოდნის მიღებისა და ჰორიზონტის გაფართოების შესაძლებლობას მოგცემთ. შესაძლოა, მიუბრუნდეთ იმ პროექტს, საქმეს, რომელიც ერთ დროს დაიწყეთ, მაგრამ შემდეგ გვერდზე გადადეთ. ან დაიწყოთ იმ კურსის გავლა, რომელზედაც დიდი ხანია, ფიქრობთ. ყოველი ახალი წამოწყება და ინიციატივა, რომლებიც განვითარებისკენაა მიმართული, განსაკუთრებით წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ეს კვირა თქვენს ყოველდღიურობაში მეტ სიცხადეს შემოიტანს და გაჩვენებთ, რას უნდა დაუთმოთ მეტი დრო.

ქალწული

ფინანსური და ქონებრივი საკითხები წინა პლანზე გადმოვა. ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თავს. არის საკითხები, რომლებიც თქვენი მხრიდან დიდი ხანია, მოქმედებას ითხოვს და ახლა ვეღარ გადადებთ. ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ მოაწესრიგოთ ყველაფერი, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, იზრუნოთ ფინანსური ვალდებულებების დაფარვაზე და მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

სასწორი

თუ ურთიერთობებში რაიმე ხარვეზი არსებობდა, შესაძლოა, ეს ბზარი მიმდინარე კვირაში კიდევ მეტად გაღრმავდეს. მნიშვნელოვანია, იყოთ გულწრფელი და ამ ურთიერთობებში საკუთარი როლი გააცნობიეროთ. გარდა ამისა, მიმდინარე კვირა კარგ შესაძლებლობას გაძლევთ იმისათვის, რომ ახალი პასუხისმგებლობები აიღოთ, დაიწყოთ საინტერესო თანამშრომლობა და წარმატებებს მიაღწიოთ.

მორიელი

მიმდინარე კვირის განმავლობაში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ უამრავ საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ, ყველაფერი მოაგვაროთ და მოაწესრიგოთ. თუმცა, აუცილებელია, რომ დრო დასვენებასა და განტვირთვასაც დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასახული მიზნების შესრულება გაგიჭირდებათ და ემოციური ,,გადაწვის” ზღვარზე აღმოჩნდებით.

მშვილდოსანი

ეს კვირა გაძლევთ შესაძლებლობას, მიუბრუნდეთ ძველ პროექტებს და უფრო სერიოზულად მოეკიდოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულებას. გარდა ამისა, მიმდინარე კვირა მოგცემთ შესაძლებლობას, გახდეთ უფრო შემოქმედებითი, საკითხები არასტანდარტული გზით გადაჭრათ, იფიქროთ სიახლეებზე და დაწინაურდეთ. იყავით საკუთარ თავთან გულწრფელი. მიმდინარე დღეები მოგცემთ შანსს, განვლილი ეტაპები გადააფასოთ და საინტერესო დასკვნებიც გამოიტანოთ.

თხის რქა

სახლი, ოჯახი და პირადი მხარდაჭერა ცენტრალურ თემებად იქცევა. საყვარელი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერა, გამხნევება სტაბილურობის შეგრძნებას მოგიტანთ და მოგცემთ შესაძლებლობას, რომ საქმიან ურთიერთობებშიც წარმატებას მიაღწიოთ. ეს კვირა ოჯახთან, სახლთან დაკავშირებული თემების მოწესრიგებისა და პრიორიტეტების განსაზღვრისთვის შესანიშნავი პერიოდია.

მერწყული

მერწყულებს მიმდინარე კვირის განმავლობაში სიახლეებისა და ცვლილებების განხორციელების განსაკუთრებული სურვილი ექნებათ. შესაძლოა, ძველ ნივთებს, ურთიერთობებს, ვალდებულებებს განსხვავებული თვალით შეხედოთ. ფოკუსირდით ფაქტებსა და რეალობაზე, ნუ შეგეშინდებათ საკუთარი იდეების თამამად გამოხატვის და არ თქვა უარი განვითარების შესაძლებლობაზე.

თევზები

თითქოს, მხრებიდან ტვირთი მოგეხსნათ... ეს კვირა ენერგიით, ოპტიმიზმითა და მოტივაციით აგავსებთ და მოგცემთ შესაძლებლობას, საბოლოოდ გადადგათ ნაბიჯები იმ ცვლილებებისკენ, რომლებიც აქამდე გაშინებდათ. კარგი დროა ფინანსური სტაბილურობის შექმნისა და ახალი გეგმების ჩამოყალიბებისთვის.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რატომ აირჩია მიხეილ ცაგარელმა ასტროლოგია და რატომ არ ჰყავს მას მოსწავლეები?

„დაბნელება ყოველთვის ერთ დღეში არ იწყება, წინ უძღვის სუნთქვა - მსუბუქი, ღრმა, თითქმის შეუმჩნეველი“ - ლამზირა ხაჭაპურიძე

🎥 „არამარტო ქაოსი, არამედ სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი... მასონური ჯგუფები, მასმედია, საბანკო სისტემა ყველაფერი მათია“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

წყარო: www.beaumonde.ge