
საკონსულტაციო სააგენტოს „მატრიცა 888“, რომელსაც ასტროლოგი და ექსტრასენსი მართავს, ფეისბუკ გვერდზე ახალი პოსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ, რომ ფული მხოლოდ ქაღალდის კუპიურა ან საბანკო ანგარიშზე არსებული რიცხვები არ არის.
სტატუსში ვკითხულობთ, რომ თუ გვინდა ფული ჩვენს ცხოვრებაში რეგულარულად მოდიოდეს, საჭიროა ჯერ შინაგანად დავამყაროთ მასთან ჰარმონია:
„ფიქრობ, რომ ფული მხოლოდ ქაღალდის კუპიურა ან საბანკო ანგარიშზე არსებული რიცხვებია?! არა, ძვირფასო!
ის წარმოადგენს მოძრაობაში მყოფ ენერგეტიკულ ნაკადს, რომელიც ზუსტად პასუხობს ჩვენს შინაგან მდგომარეობას, აზროვნებას, რწმენებსა და დამოკიდებულებებს.
ამიტომ თუ გვინდა, რომ ფული ჩვენს ცხოვრებაში რეგულარულად მოდიოდეს, საჭიროა ჯერ შინაგანად დავამყაროთ მასთან ჰარმონია.
მნიშვნელოვანია, რომ ფულის მნიშვნელობა გავიაზროთ არა როგორც მხოლოდ ხარჯვის საშუალება, არამედ როგორც რესურსი, რომელიც ჩვენს პირად თავისუფლებას, უსაფრთხოებას და განვითარებას ემსახურება.
თუ ჩვენ მას მადლიერებითა და პატივისცემით მივუდგებით, ფინანსური კეთილდღეობა უფრო სტაბილურად შემოვა ჩვენს ცხოვრებაში.
ხშირად ადამიანები ფულს ან ზედმეტად აფეტიშებენ, ან „ხელის ჭუჭყად” მიიჩნევენ. ორივე შემთხვევაში, ეს მცდარი მიდგომაა, რომელიც ენერგეტიკული ბალანსის დარღვევას იწვევს.
ფულის ენერგეტიკული სიხშირის ასამაღლებლად მნიშვნელოვანია ყოველდღიური აზროვნების ჰიგიენა; ყურადღება მივაქციოთ, როგორ ვსაუბრობთ ფულზე, რა ემოცია ჩნდება ხარჯვის ან მიღებისას.
მადლიერების პრაქტიკა ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია: ყოველი შემოსული თანხის დროს გულში მადლობა გადავუხადოთ, და ყოველი გადახდისას ვიგრძნოთ, რომ კი არ ვკარგავთ მას, არამედ სხვა საჭიროებაში ვცვლით.
ფულის მოზიდვა ერთია, მისი შენარჩუნება და სწორი გამოყენება კი მეორე. ბევრი ადამიანი ბევრს შოულობს, მაგრამ უბარაქოდ ეხარჯება და მისგან სიამოვნებას ვერ იღებს. ეს ხშირად ხდება მაშინ, როცა ფული მოპოვებულია „არასწორი“ გზით, ანუ ენერგეტიკულად ჩვენთან შეუთავსებელი მეთოდით, ჩვენი ღირებულებების საწინააღმდეგოდ. ასეთ დროს ფული თითქოს ხელიდან გვისხლტება, რადგან მისი ენერგია არ ერწყმის ჩვენს ენერგეტიკას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შემოსავალი იყოს ჩვენი შინაგანი ღირებულებებისა და ინტერესების შესაბამისი.
არსებობს რწმენები და ტრადიციები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა:
ზოგი კულტურაში მიიჩნევენ, რომ ფულს უნდა ჰქონდეს „საკუთარი სახლი“- ქისა, ყუთი ან უბრალოდ კუთხე, სადაც ის მოწესრიგებულად ინახება. მოუწესრიგებელი ან დაზიანებული საფულე პირველი მტერია შენი ფინანსების!
საქართველოში ძველად თვლიდნენ, რომ მიღებული თანხა არ უნდა დახარჯო იმავე დღეს; მინიმუმ ერთი ღამე უნდა დაყოვნდეს საფულეში (ან შენს საბანკო ანგარიშზე), რომ მისი ენერგია გამრავლდეს.
ჩემო ძვირფასებო, ფულის ენერგიასთან ჰარმონიული ურთიერთობა მოითხოვს, რომ მისდამი ვიყოთ მადლიერი, მოწესრიგებული და პასუხისმგებლობიანი.
როცა ჩვენ მასთან ურთიერთობას სუფთა განზრახვითა და გულწრფელი მოპყრობით ვაშენებთ, ის არა მხოლოდ შემოვა, არამედ დარჩება და გამრავლდება, თან ისე, რომ ჩვენს ცხოვრებაში არა სტრესს, არამედ ნამდვილი კეთილდღეობის შეგრძნებას მოიტანს“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „საუკეთესო რამ, რაც ჯანსაღი ღვიძლისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ არის...“ - არუნ ხათრის რეკომენდაციები!