Digest Logo

„ეს არის დღე, როცა ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის“ - თაკო მელიქიშვილი 11 დეკემბრის ენერგიებზე

1765449313
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 11 დეკემბრის ენერგიებზე საუბრობს:

„11 დეკემბრის ენერგია:

დღეს სუნთქავს თავისუფლების, ცვლილებების და ახალი გამოცდილების ვიბრაცია.

სტრუქტურის შემდეგ (4) მოდის გათავისუფლება, მოძრაობა, ცნობისმოყვარეობა.

ეს არის დღე, როცა ერთი გადაწყვეტილება ყველაფერს ცვლის.

რა გააკეთო:

• შეცვალე დღის ჩვეულებრივი სქემა — გზა, მიდგომა, არჩევანი
• სცადე რამე ახალი, რაც სხეულს და სურვილებს ასხივებს
• გადაადგილდი — თუნდაც გონებაში
• დაუშვი საღი თავგადასავალი

რისგან შეიკავო თავი:

• ფრაზისგან „როგორც ყოველთვის“
• ცვლილებების შიშისგან
• არაცნობიერი იმპულსური ნაბიჯებისგან
• საკუთარი თავისუფლების ჩახშობისგან

დღის ფოკუსი:

რა მინდა, რომ შეიცვალოს?
სად ვგრძნობ შინაგან შეკავებას?
რომელ გზაზე ვხსნი ჩემს თავისუფლებას?

პრაქტიკა — „სუნთქვა ცვლილებებისთვის“
ღრმა ჩასუნთქვა — შემოვა ახალი.
ამოსუნთქვა — ტოვებ ძველს.

გაიმეორე 3-ჯერ და თქვი:

„ღია ვარ. თავისუფალი ვარ. მივყვები ჩემს ნაკადს“.

ხუთშაბათის ენერგია:

დღეს განსაკუთრებით წარმატებული, ვინც დაიბადა:

3, 12, 21, 30 — თქვენი ფერი: ყვითელი
4, 13, 22, 31 — თქვენი ფერები: მწვანე, ლურჯი, ნაცრისფერი

დღის განწყობა:

• მე ვენდობი ცვლილებებს.
• ჩემი თავისუფლება — ჩემი ძალაა.
• ვირჩევ იმას, რაც მაზიარებს სიცოცხლეს“, - წერს თაკო მელიქიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„წარსულში უფრო მეტად აფასებდნენ აღზრდას... ამას სერიოზულად არ ვუდგებით არც ოჯახში, არც სკოლაში“ - რას ამბობს შალვა ამონაშვილი

„თუ არ გცალია, რატომ გააჩენინე ქალს ბავშვი? თუ იგი უმამოდ უნდა გაზრდილიყო რატომ აკეთებდი? მამა უნდა იყოს ცელქი!“ - შალვა ამონაშვილის ინტერვიუ

🎥 „ეგეთი უვარგისი ხარ, რომ ერთი ვიღაც ვერ იშოვე შენს გვერდზე? ან რა არის ეს, შვილი არ უნდა გყავდეს?“ - თამარ გაგოშიძე უშვილო და გაუთხოვარი ქალების სტიგმაზე