Digest Logo

🎥 „ადამიანები, რომლებიც გატყუებდნენ, ენერგოვამპირები იყვნენ და გავლენას ახდენენ, უნდა განერიდოთ...“ - რას ამბობენ პლანეტები და როგორი აგვისტო გველოდება? - ანზორ ოდიშარიას ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1722008880
ანზოზრ ოდიშარია

ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში დილა მშვიდობისა საქართველო აგვისტოს ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა და დეტალურად განმარტა ის, თუ რა მოელით  ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს აღნიშნულ თვეში.

ცეცხლის ნიშნები

ვერძი

ვერძებისთვის აგვისტოს პერიოდი არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, რადგან მათ ელოდებათ პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით გადახალისება. ოჯახი იქნება თუ მეგობრები, უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად, რომ მათმა იმპულსებმა  არ მოიტანოს ნეგატივი.

ლომი

ლომების პერიოდია აგვისტო, ასე რომ მათი ენერგიები ივსება. 8 რიცხვიდან 29 რიცხვამდე ითვლება, რომ ფინანსური კეთილდღეობის გაძლიერებული შანსი აქვთ ლომებს და მათ ვისაც, ლომები ჰყავთ ოჯახში. ამ პერიოდში ისინი იწყებენ სწორი მიმართულებისა და გზის დანახვას.

მშვილდოსანი

ცოტა თავშეკავება გჭირდებათ. ეს თვე დატვირთული იქნება ალკოჰოლის კუთხით. შესაძლოა თავი იჩინოს ისეთმა ნიუანსებმა, რაც თქვენს გონებას უქმნის საფრთხეს. ყველაფერი ნებადართულია, უბრალოდ არ უნდა მოხდეს ტოქსიკური ნივთიერებების შეტანა ორგანიზმში. ეს არ ეხება საკვებს.ცურვა თუ კარგად არ იცით ღრმა წყალში არ შეხვიდეთ. შეიკავეთ თავი ექსტრემისგან.

მიწის ნიშნები

კურო

ახლა განსაკუთრებით ოჯახურ სივრცეებში გაქვთ წარმატება. შენაძენები შეიძლება უკვე გააკეთეთ. მაქსიმალური დაკვირვება გჭირდებათ ახლობლებზე. თუ აგვისტოს სწორად გამოიყენებთ მოახერხებთ იყოთ ბევრად უკეთ.

ქალწული

წარმატებული პერიოდი გაქვთ. ყველაზე საინტერესო პერიოდია. იზრდება კონფლიქტურობის დოზა, თავი შეიკავეთ ტოქსიკური ადამიანებისგან. დიპლომატია სიმშვიდე და წარმატება თქვენთან მოვა. შესაძლოა მიიღოთ საუკეთესო სამსახურებრივი შეთავაზებები.

თხის რქა

გაქვთ პერიოდი როდესაც ყველაზე მეტად გჭირდებათ ენერგიების აღდგენა. კარგი იქნება მედიტაცია, ლოცვები, მეტი ურთიერთობა წყალთან.  მაქსიმალურად უნდა დაიყვანოთ ნეგატიური ენერგია.

წყლის ნიშნები

მორიელი

საინტერესო და კარგი პერიოდი გაქვთ. ითვლება რომ ეს პერიოდი თქვენთვის არის მთავარი ენერგიებისა და რესურსების დაბრუნების პერიოდი. წარმატების ენერგია მოდის თქვენთან და გემატებათ სიკეთე. მთავარია გარემომ იზრუნოს თქვენზე. როცა ისვენებთ არ უნდა შეგიშალონ ხელი სხვებმა, რომ წყობიდან არ გამოვიდნენ. თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია 8 აგვისტო. თუ რაიმეს ჩაიფიქრებთ აუცილებლად აგისრულდებათ. 15 აგვისტოს კი ნეგატიური ენერგიები უნდა გაუშვათ. მტრებისგან უნდა გათავისუფლდეთ.

თევზები

მთელი წელი რთული გქონდათ, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს პერიოდი სრულდება და წარმატებები თქვენთან ასევე იჩენს თავს.

კირჩხიხბი

თევზების მსგავსი პერიოდი ელით კირჩხიბებსაც. წარმატების და სიკეთის ენერგია თქვენთან ნარჩუნდება. ვისაც პარტნიორული და სასიყვარულო ურთიერთობის გაგრძელება გინდათ ეს დრო საუკეთესოა. სამყარო გამოგიგზავნით ისეთ მეორე ნახევარს რომელიც შესაძლოა საბედისწეროც კი იყოს.

ჰაერის ნიშნები

მერწყული

ძლიერი პლანეტის გავლენის ქვეშ ხართ და საოცარ ენერგიებს გამოიმუშავებთ. როგორც საშიშად ისე სასიკეთოდ. აქამდე თბილი რბილი მერწყული შესაძლოა აგრესიულად გადაიქცეს. მათთან ურთიერთობას უნდა მოუფრთხილდეთ. გჭირდებათ ბალანსი და მეტი პოზიტივი. 

სასწორი

სასწორებს ჯანმრთელობის პერიოდი და სუსტი ენერგეტიკა ჰქონდათ, მაგრამ ახლა მეტწილად ბალანსდებით. ადამიანები, რომლებიც გატყუებდნენ დ ენერგოვამპირები იყვნენ და გავლენას ახდენენ უნდა განერიდოთ. ადამიანებს და მეგობრებს შეუძლიათ ნეგატივი მოგიტანონ. კარგი დრო არის წარმატების მისაღწევად. ოქტომბრიდან ის სიკეთეები მოვა, რომელსაც ახლა დათესავთ. ასევე ოქტომბერში გამოჩნდება კონტაქტები, რომელიც თქვენს პროფესიულ კუთხეს გააუმჯობესებს.

ტყუპები

ზაფხული თქვენი თვეა. განსაკუთრებული სიკეთე გელოდებათ. არ უნდა იჩქაროთ და დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ნუ მოკლავ გველხოკერას, მით უმეტეს, თუ გველების გეშინია“ - რა სარგებლობა მოაქვს გველხოკერას?

„ასეთია ჩემი ზღაპრის გმირის ნაჩუქარი პირველი საოცრება, დიდი სიყვარულის სხივი „მამას ჟიფარი“ - ნათია ბანძელაძის ემოციური წერილი შვილს

„კვალი არ აგვრევია, ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და ამიტომ წამოვედით ტყით“ - გიორგი გვიჩიანის პირველი კომენტარი