ორ ახალგაზრდა გოგიტა გვიჩიანი და გიორგი ფარჯიანი, რომლებიც 5 დღის წინ გაუჩინარდნენ და 2 დღე ეძებდნენ, ცოცხლები იპოვეს.
ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
გიორგი გვიჩიანმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი უკვე გააკეთა:
„ძალიან მარტივად ქედით ვაპირებდით გადმოსვლას, დათვი შეგხვდა და გადავიფიქრეთ და წამოვყევით ტყეს, ვიარეთ ფეხით 5 დღე.
ტელეფონი ორივეს დაგვიჯდა. ჩვეულებრივი კემპინგი იყო, თავგადასავლებით. არ ვნერვიულობთ, არაფერი განსაკუთრებული. არც შიშის მომენტი, არა რა ხეზე ავდიოდით, კარავში ვიძინებდით. კვალი არ აგვრევია, უბრალოდ გადავიფიქრეთ ქედით გადმოსვლა.
ჩვენი ფეხით ჩამოვედით, პირველივე ოჯახს ვკითხე მაღაზია და მითხრეს, თქვენ გეძებენ სავარაუდოდო“, - ამბობს გიორგი გვიჩიანი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕სვანეთში დაკარგული ახალგაზრდები იპოვეს - ისინი ცოცხლები არიან