Digest Logo

„შოკის მომგვრელი ინფორმაცია გამოაშკარავდება!“ - ასტროლოგი რამაზ გიგაური თვის ბოლომდე მოსალოდნელი კრიზისის შესახებ

1750661862
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, თვის ბოლომდე ცის კაბადონზე მიმდინარე პლანეტარული ცვლილებების ასტროპროგნოზს გვიზიარებს.

გიგაურის განმარტებით, მერკურის გადასვლა ლომის ნიშანში ნიშნავს ხმამაღალ განცხადებებს, პიარსა და გიგანტურ „შოუებს“ პოლიტიკურ სცენაზე. 23-24 ივნისის დაძაბულობა და იუპიტერის „მტრული“ ასპექტები მიუთითებენ დიდ სკანდალებსა და მოულოდნელ გამოძიებებზე. „ღმერთის თითის“ იშვიათი ასტროლოგიური კონფიგურაცია კი ახალ ეტაპს გვისახავს, სადაც შოკის მომგვრელი ინფორმაცია გამოაშკარავდება!

„მიმდინარე კვირა წინა ერთკვირიანი დაძაბული პერიოდის გარკვეულწილად დამშვიდებას და კრიზისიდან ეტაპობრივად გამოსვლას „გვპირდება“. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ბევრმა ადამიანმა გამოსავალი ახალმთვარეობამდე, ანუ 25 ივნისამდე ფიზიკურად ვერ დაინახოს.

ამ კვირაშიც გრძელდება იუპიტერის ორმაგი კვადრატი სატურნთან და ნეპტუნთან (ილუზია, ტყუილი, უსაფუძვლო ოპტიმიზმი, იმედგაცრუება), თუმცა მას „დაარბილებს“ მარსის დადებითი ასპექტი, რომელიც ქალწულიდან ნიშნიდან კონსტრუქციულ და რაციონალურ გადაწყვეტილებებზე მიანიშნებს.

23 და 24 ივნისი დაძაბულ დღეებად რჩება, თუმცა კირჩხიბის ახალმთვარეობა (25 ივნისს) მიანიშნებს ახალ ერთთვიან საინტერესო პერიოდზე, რომელიც ახალი ტენდენციების განვითარებას მოიტანს. ეს ახალმთვარეობა მიანიშნებს ახალი ციკლის დაწყებაზე, რომელიც უკავშირდება ეროვნული თვითშეგნების გააქტიურებას, გენეტიკური თუ კულტურული ფესვების ძიებას.

ამ დროს ადამიანი თუ სოციუმი სვამს მსგავს კითხვებს:

* „მე რას წარმოვადგენ, როგორც ოჯახის რიგითი წევრი?“
* „ვინ უნდა დავიცვა, ვისზე უნდა ვიზრუნო?“
* „რას ვგრძნობთ ჩვენ, როგორც საზოგადოება?“
* „ვინ ვართ ჩვენ, როგორც ერი?“

ამ კვირაში ნარჩუნდება (დაიშლება 29 ივნისს) ძალიან საინტერესო კონფიგურაცია „იოდი“, რომელსაც სხვანაირად „ღმერთის თითს“ (Finger of God), ზოგჯერ კი „ბედისწერის თითს“ (Finger of Fate) უწოდებენ.

ამ კონფიგურაციას მარსი, იუპიტერი და პლუტონი ქმნიან, ეს მიანიშნებს გლობალურ საკითხებთან დამოკიდებულებაში ძალიან მნიშვნელოვან და გარდამტეხ პერიოდზე, ასე ვთქვათ, „შემოტრიალების“ წერტილზე.

ამ დროს დაძაბულობა და წინააღმდეგობა (პლუტონის ორი კვიკონსი) ქმნის ახალ შესაძლებლობას და პროგრესს (მარსი - იუპიტერის სექსტილი).

26 ივნისიდან ნიშანს შეიცვლის მერკური, რომელიც კირჩხიბიდან ლომში გადავა. თუ მერკური კირჩხიბში იძლეოდა ფრთხილ, ინტუიციური და ემოციურად დაფარულ კომუნიკაციას, მისი ლომში გადასვლა მოიტანს უფრო მეტ თვითგამოხატვას და თეატრალურობას.

საინფორმაციო ველი (მერკური) გადავა „შოუს რეჟიმში“ (ლომი), გააქტიურდება პიარი და რეკლამის საკითხები.

ადამიანებში ყურადღების მიქცევა პრიორიტეტი გახდება.

ასე რომ, დიდი ალბათობით ვიხილავთ ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს, რომელიც ისე იქნება შეფუთული, რომ უფრო დიდი ზომის, უფრო მასშტაბური გამოჩნდეს. თუმცა არსებობს ამ „შეფუთული“ და „გარეკლამებული“ თემების „ამოყირავების“ ალბათობაც, რომელიც მოსალოდნელია ინფორმაციის გაჟონვასთან ან საიდუმლოს გამოაშკარებასთან იყოს კავშირში“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შესაძლოა რთული არჩევანის გაკეთება მოგიწიოთ...ურთიერთობებში ეძებეთ კომპრომისი“ - 23 ივნისის ასტროპროგნოზი თაკო მელიქიშვილისგან

⭕„დიდებულია ხალხი, რომელიც ასეთ ჰარმონიას ქმნის...“ - გია მურღულია პროექტ „ხალხურზე“

⭕ „ლოცვასა და სურვილებს განსაკუთრებული ძალა ექნება – ითხოვეთ რაციონალურად და მოგეცემათ კიდეც“ - 25 ივნისის ახალმთვარეობა, გიორგი ლობჯანიძის ასტროპროგნოზი