Digest Logo

„აიღეთ ერთი წითელი სანთელი, სამი ერთნაირი მონეტა და ერთი დაფნის ფოთოლი“ - ცეცხლოვანი პრაქტიკა ფულის მოძრაობისთვის

1788875817
ცეცხლოვანი პრაქტიკა ფულის მოძრაობისთვის

ცეცხლოვანი პრაქტიკა ფულის მოძრაობისთვის! 

მარსს ლოდინი კი არა, გადამწყვეტი მოქმედება უყვარს. თუ ფინანსურ საკითხებში თითქოს ყველაფერი გაჩერდა და შემოსავლის მხრივ დაბრკოლებას გრძნობთ, შეგიძლიათ ეს სიმბოლური პრაქტიკა შეასრულოთ, რათა ყურადღება კვლავ შესაძლებლობებზე გადაიტანოთ და ცვლილებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგათ.

დაგჭირდებათ:

ერთი წითელი სანთელი;

სამი ერთნაირი მონეტა — ლარი ან ევრო;

ერთი დაფნის ფოთოლი.

როგორ შევასრულოთ პრაქტიკა:

სანთელი დადგით ცეცხლგამძლე ზედაპირზე და აანთეთ.

სამი მონეტა სანთლის გარშემო, სამკუთხედის ფორმით დაალაგეთ და თქვით:

„ცეცხლი მინათებს გზას კეთილდღეობისკენ. მე ვხედავ ახალ შესაძლებლობებს, ვიღებ მათ და გაბედულად ვმოქმედებ.“

დაფნის ფოთოლი სამჯერ შემოატარეთ სანთლის გარშემო ისე, რომ ცეცხლს არ მიუახლოვოთ. შემდეგ ფოთოლი ჩანთაში ჩაიდეთ.

სანთელი ჩააქრეთ. მონეტები საფულის ცალკე განყოფილებაში მოათავსეთ და შვიდი დღის განმავლობაში შეინახეთ.

მნიშვნელოვანია: მონეტები და დაფნის ფოთოლი ცეცხლზე არ გააცხელოთ და ანთებული სანთელი უყურადღებოდ არასოდეს დატოვოთ.

რა არის მნიშვნელოვანი პრაქტიკის შემდეგ:

მომდევნო 24 საათის განმავლობაში აუცილებლად გადადგით ერთი რეალური ფინანსური ნაბიჯი:

შესთავაზეთ ვინმეს თქვენი მომსახურება;

გამოეხმაურეთ ვაკანსიას;

გადახედეთ ზედმეტ ხარჯებს;

გადადეთ თუნდაც მცირე თანხა დანაზოგისთვის.

რადგან მარსიც კი ვერ დაძრავს ფულის ენერგიას, თუ უბრალოდ დივანზე წამოწოლილი ელოდებით, როდის მიხვდება კლიენტი თავისით, რომ თქვენთვის უნდა მოეწერა.

შეინახეთ ეს პრაქტიკა და კომენტარებში დაწერეთ:

„მე ვიხსნები ახალი შესაძლებლობებისთვის!“

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ნუ ებრძვი სხვას, ის რაც შენი არ არის, ვერასოდეს მიიღებ“ - რას წერ გია ჯაჯანიძე?

⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა საფრანგეთში გრძელდება - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„ფინანსური ჯეკპოტის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 8 სექტემბრის ენერგიებზე