Digest Logo

„ნუ ებრძვი სხვას, ის რაც შენი არ არის, ვერასოდეს მიიღებ“ - რას წერ გია ჯაჯანიძე?

1788868473
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა. იგი სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან მისეულ დაკვირვებებს, შეფასებებს თუ გამოცდილებებს გამომწერებს ხშირად უზიარებს.

ამჯერად ტელეწამყვანი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც ჯიბრის შესახებ წერს: 

„ჯიბრი - ეს არის შავი ღრუბელი, შავი წვიმით და ტალახით.

ჯიბრი - ეს არის სისუსტე, რომლითაც ადამიანი ამარცხებს საკუთარ თავს.

ჯიბრი - ეს არის ხელმოცარული ადამიანის საგზალი.

მტრის ჯინაზე - ყველაზე გავრცელებული ფრაზა.

ამ დროს შენი თავის ჯინაზე რატომ არ ხარ კარგად?

სიგარეტი, არასწორი კვება, ტოქსიკური ურთიერთობები, შური, ბოღმა და ათასი რამ, რითაც მტრობ საკუთარ თავს.
„სანამ ხმალი მოვიდა, ენამ თავი მოჭრაო”

გაჩერდი, ნუ ებრძვი სხვას, ის რაც შენი არ არის, ვერასოდეს მიიღებ.
არის ერთი საშველი, ეძებე და აუცილებლად მიაგნებ, იმას, რაც შენია, რისთვისაც შენ მოხვედი ამ ქვეყანაზე.

შენ გაქვს შენი გზა, რასაც ვერასოდეს აცდები, რა თქმა უნდა თუ გულის და გონების თვალს გაახელ.
ამ გასაღებს, რომლითაც ბედის კარებს გააღებთ, სწორი სიკეთე და სწორი სიყვარული ჰქვია.
ნუ მოგეჩვენებათ რიტორიკულად ჩემი ნააზრევი, ნურც ჩაგეღიმებათ.
თქვენ ბევრჯერ არასწორი სიკეთის გამო დიდ უსიამოვნებაში აღმოჩნდით.
თქვენ არასწორი სიყვარულის გამო ცხოვრება ჩამოგენგრათ.

ყველაფერს სახელი იმიტომ დაარქვა ადამიანმა, რომ დავინახავთ იმ კონკრეტულ რამეს, მივხვდეთ რა არის ის.
აქედან გამომდინარე, არ სჭირდება ადამიანს იმის ძახილი, რომ ნიჭიერია, ჭკვიანია, პატიოსანი და კეთილია.
ხომ იცით ,,საქმემან შენმა წარმოგაჩინონ-ო.

- არასოდეს არავის იდეა არ მომიპარავს.

- ვარ ენა მოკლე და სულგრძელი.

ღორი შინაური ცხოველია, არსებობს კიდე ტყის ღორი, ანუ გარეული ღორი.
შინაურ ცხოველ ღორს ადამიანები ზრდიან, მერე დიდი დანით კლავენ და ჭამენ.
გარეულ ღორზე კი, ადამიანები სანადიროდ დადიან, თოფით კლავენ და მერე ჭამენ.

ვარდს ეკლები აქვს.

არის უეკლო ვარდიც“, - წერს გია ჯაჯანიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕შორენა ბეგაშვილის მოგზაურობა საფრანგეთში გრძელდება - მოდელი ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕„ფინანსური ჯეკპოტის დღეა!“ - თაკო მელიქიშვილი 8 სექტემბრის ენერგიებზე

⭕🎥 ტრანზიტული კარმული კვანძები - რას ააქტიურებს  აღმავალი კარმული კვანძი მერწყულის ზოდიაქოში, რას გვირჩევს ასტრო-ფსიქოლოგი თამარ აქუბარდია?