Digest Logo

🎥 „არამარტო ქაოსი, არამედ სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი... მასონური ჯგუფები, მასმედია, საბანკო სისტემა ყველაფერი მათია“ - მიხეილ ცაგარელის პროგნოზი

1771248121
მიხეილ ცაგარელი

2026 წლის 17 თებერვალს ჩინური კალენდრით „ცეცხლოვანი ცხენის“ წელი იწყება. იშვიათი, 60-წლიან ციკლში ერთხელ მომდინარე ენერგეტიკული ეტაპი, რომელიც სწრაფ ცვლილებებსა და მასშტაბურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. ასტროლოგების შეფასებით, ეს პერიოდი მხოლოდ ერთი წელი არ იქნება - სწორედ ახლა დათესილი „მარცვალი“ მომდევნო ათწლეულების მიმართულებას განსაზღვრავს.

ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პოდკასტის „ცის სარკე“ სტუმარი იყო, სადაც ცეცხლოვანი ცხენის წელსა და 2026 წლის პროგნოზზე ისაუბრა:

- როგორ უყურებთ 2026 წელს და რას უნდა ველოდოთ? 

აბსოლუტურად ყველაფერს, მარტო ცუდს არა. იქნება კარგიც და ცუდიც. თუ პრობლემა არ გექნება, რაღაც გარდატეხა შენში, მაშინ როგორ უნდა გაიზარდო?

ეს წელიწადი იქნება ისეთი, რომელიც არ მოგვასვენებს! მოდის ველური მუსტანგი, გიჟი, გადარეული, რომელიც გვაიძულებს ვიყოთ ჟოკეები. ვინც არ იცის სწორად მართვა ცხენის, გადმოვარდება. 

ცდუნება ენერგიაშია. რადგან ეს არის იანგ/იან ენერგია, რას ნიშნავს ეს? ეს არის ზეაქტიური ენერგია. გაისად იქნება ინი ენერგია, ანუ უფრო პასიური. ზეაქტიური ცხენი, რომელიც მორბენალია, მოაქვს უზარმაზარი ენერგია. ეს ენერგიები ჩვენ ცოტა უნდა გავაცივოთ. ისე არა, რომ მთლად ჩაგვეძინოს. ისედაც მიძინების შანსი ნაკლებად მოგვეცემა.

წელი ითხოვს დინამიკას, მოძრაობას, კომუნიკაციას, მგზავრობას, მოგზაურობას, მნიშვნელოვან პროექტებს. ეს ყველაფერი გადასარევია, მაგრამ ცოტა თუ არ გავაცივეთ და არ დავიცავით სიმშვიდე, ამ ცხენმა შეიძლება ადამიანები მიიყვანოს ნევროზამდე, სტრესამდე და ისეც სულსწრაფი გახადოს, ისეთი სისულელეები  გააკეთებინოს, მერე მტრისას და ავისას. 

მთავარია ის, რომ იქნება ცვლილებები, რეფორმები, ძალიან საინტერესო მათ შორის, მაგრამ თუ „შვიდჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერის“ პრინციპი დაგვავიწყდება, ინტუიციაზე დაყრდნობით არ ვიმოქმედებთ, იქნება რთული წელი. ჩვენზეა ბევრი რამე დამოკიდებული, ამ დინამიკას შეგვიძლია მივცეთ პოზიტიური სახე. 

- ინოვაციების, ტექნოლოგიების წელი იქნება. როგორ ფიქრობთ, ცვლილებები როგორი იქნება კაცობრიობისთვის?

არნახული. როგორიც ჯერ არ გვქონია სამყაროში, მაგრამ კარგს ჯერ მოჰყვება ცუდი. არამარტო ქაოსი, არამედ სიკვდილიანობა იქნება ძალიან მაღალი. რასთან არის ეს დაკავშირებული? მინდა ყველამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრინციპით - ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. 

სამყარო გვაფრთხილებს, რომ ბევრი რამ არასწორად არის მოწყობილი. სტრუქტურიდან დაწყებული, სახელმწიფო მართვისა, დამთავრებული თუნდაც იმ ბევრი ცოდნით, რომელიც ჩვენ გვაქვს. გინდა ისტორია, გინდა გეოგრაფია - ბევრი რამ არის ტყუილი, პირდაპირ გეუბნებით! ბევრი რამ დაფარულია. უნდა იცოდეთ, რომ მრავალი ათასი წლის წინ ჩვენი დედამიწა და მზის სისტემა დაიპყრეს. აგვიფეთქეს ერთი მზე და დაგვრჩა მხოლოდ ერთი. ამიტომ მოხდა დემონური ძალების შემოსვლა, რის შედეგადაც ანგელოზის ბუნება ადამიანისა გახდა ნახევრად დემონური. ჩვენ ვართ მესამე განზომილების ყველაზე დაბალ საფეხურზე ცნობიერებისა. ჩვენს ქვევით არია ჩვენზე უფრო მეტად განვითარებული დემონური ძალები, რომლებიც ხშირად დიდ პრობლემებს გვიქმნიან. ყველაფერი მოდის მათგან, მთელი ეს მასონური ჯგუფები მათია, მთელი სამყარო ჩვენი მათია, ყველა პოლიტიკოსი მათია, მასმედია, საბანკო სისტემა მათია. სანახევროდ რელიგიებიც მათია. 

მრავალი საუკუნეა ამ უბედურებაში ვართ, გაუთავებელი რელიგიური ომები, ადამიანის გაუთავებელი გაუმაძღრობა, ეგოიზმი, ქმნის ადამიანებს შორის გაუცხოებას, ბოღმას, შურს, წყენას და ეს ყველაფერი დემონური ძალების ნამუშევარია“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.  

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 გვისმენენ თუ არ გვისმენენ? - რას ამბობს ციფრული მარკეტერი, ირაკლი ქართველიშვილი

⭕„ერიდეთ სანათესაო-საახლობლო კონფლიქტებს...“ - 17 თებერვლის მზის დაბნელება: ასტროპროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან

⭕ზურა ბერიკაშვილი დღეს, 16 თებერვალს 57 წლის გახდებოდა