20 დეკემბერს, თბილისის დროით დილის 05:45 საათზე წლის ბოლო ახალმთვარეობაა. ეს არის პორტალი, გარდამტეხი მომენტი, რომელიც ასრულებს ძველ ციკლს და კარს აღებს მომავალი წლისკენ.
„ახალმთვარეობის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.
პროგნოზი შედგენილია დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, ასცედენტით და მზის ნიშნის გათვალისწინებით“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი წერს, რომელიც „ფეისბუკ“ გვერდს AstroBlog SkyLight მართავს.
ახალმთვარეობის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს 12-ვე ნიშნისთვის:
„ძვირფასო ვერძებო, 20 დეკემბრის ახალმთვარეობა თქვენში აღძრავს მოგზაურობის წყურვილს, გიბიძგებთ ახალი ჰორიზონტების კვლევისკენ. ამ ახალმთვარეობის ენერგიების წყალობით თქვენთან ჩნდება ახალი შანსები და შესაძლებლობები მოგზაურობისთვის, უმაღლესი განათლების მიღებისთვის. თქვენი ზოგიერთი წარსული რწმენის, იდეოლოგიის და ფილოსოფიის გადახედვა გაგიხსნით პერსპექტივას თქვენი მსოფლმხედველობის შეცვლისთვის.
ამ ახალმთვარეობის პერიოდში თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი პრაქტიკებით დაკავება, ფილოსოფიური კვლევებით. ეს დაგეხმარებათ თქვენი გრძელვადიანი მიზნების, თქვენი ნამდვილი სწრაფვების გადაფასებაში. ძალიან ნათელი, ზუსტი, კონკრეტული მიზნის ფორმულირება თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თქვენ, ძვირფასო ვერძებო, ამ ახალმთვარეობის ენერგიები მოგცემენ მის რეალიზაციის უდიდეს შესაძლებლობებს.
გარდა ამისა, ამ ახალმთვარეობის ენერგიებმა შეიძლება მიიპყრონ თქვენი ყურადღება ზოგიერთ იურიდიულ საკითხზე, თუ მსგავსი თემით იყავით დაკავებული გასულ წელს. ასევე შეიძლება მოხდეს თქვენი გეგმების გადახედვა, რომლებიც ეხება ურთიერთობებს უცხოელ პარტნიორებთან ან ორგანიზაციებთან. სავსებით შესაძლებელია, რომ ეს იყოს ზოგიერთი შეთანხმების გადახედვა ან გექნებათ შესაძლებლობა შეხვდეთ მეგობრებს, ნაცნობებს, ნათესავებს, პარტნიორებს, რომლებიც დიდ მანძილზე არიან თქვენგან.
შეიძლება მოხდეს ინტერესის გაღვივება რაიმე კულტურული გამოცდილების მიმართ, სხვა ქვეყნის კულტურის მიმართ. გისურვებთ დიდ წარმატებებს.
ძვირფასო კუროებო, ამ ახალმთვარეობის ენერგიები გიბიძგებენ რესურსების ერთობლივი გამოყენების გადაფასებისკენ თქვენს პარტნიორებთან, იქნება ეს საქმიანი თუ პარტნიორული (სასიყვარულო).
ასევე შეიძლება მოხდეს ვალდებულებების გადაფასება თქვენს პარტნიორულ ურთიერთობებში.
ცვლილებები შეეხება თქვენს ინტიმურ სფეროსაც.
მომავალ მთვარის თვეში განსაკუთრებით ყურადღებიანი იყავით თქვენს პარტნიორებთან ფინანსური საკითხების განხილვისას. უზრუნველყავით გამჭვირვალობა ასეთი საკითხების გადაჭრაში. და ამ პერიოდმა შეიძლება მოგცეთ სერიოზული გადაფასება საერთო რესურსების, ერთობლივი ფინანსური საქმეების, ერთობლივი ფინანსების მართვის სტრატეგიების.
თქვენთან შეიძლება მიმდინარეობდეს მემკვიდრეობის გადახედვა ან ვალების განხილვა. საერთო ჯამში, ამ ახალმთვარეობის ენერგიები მოგცემენ შესაძლებლობას შეადგინოთ უფრო ზუსტი წარმოდგენა თქვენი ოჯახური ბიუჯეტის შესახებ და გააკეთოთ უფრო სწორი დაგეგმვა მომავალი წლისთვის. თქვენთან ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს გაღვივება მეტაფიზიკური, ეზოტერული პრაქტიკების მიმართ.
ხელსაყრელია ფსიქოლოგების ან ფინანსური კონსულტანტების სერვისებით სარგებლობა. გისურვებთ წარმატებებს!
ძვირფასო ტყუპებო, თქვენთან წინა პლანზე გამოდის ურთიერთობები. ამ ახალმთვარეობის პერიოდში შეიძლება მოხდეს არსებითი გადახედვა თქვენი ურთიერთობების და თქვენი პარტნიორობის. თქვენ შეიძლება მეტ დროს უთმობდეთ ფიქრს ურთიერთობებში კომუნიკაციაზე, არკვევდეთ ზოგიერთ წინა კონფლიქტს მათი გადაჭრის მიზნით.
თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდნენ ყოფილები, ყოფილი ქმრები, ცოლები, ყოფილი პარტნიორები.
შეიძლება მოხდეს გაერთიანება ზოგიერთ ახლობელ ადამიანებთან, რომლებთანაც რაღაც მიზეზებით მოხდა გაწყვეტა. ან შეიძლება ამ პერიოდში გადახედოთ კონტრაქტებს, შეთანხმებებს, ზოგიერთი ხელშეკრულება დასრულდეს, ხოლო ზოგიერთისთვის პირიქით, გაიხსნას პერსპექტივები მომავალ წელს. გისურვებთ წარმატებებს!
ძვირფასო კირჩხიბებო, ამ ახალმთვარეობის ენერგიები გამუშავებენ ჯანმრთელობისა და კარიერის საკითხებზე. თქვენთვის ხელსაყრელია ფიქრი წინა სამუშაო პროექტებზე, სტრატეგიების კორექტირება ეფექტურობის გაზრდისთვის. ამ პერიოდის განმავლობაში შეიძლება მიმდინარეობდეს თქვენი სამუშაო გრაფიკის გადაფასება, ყოველდღიური ჩვევების. შეიძლება დაინტერესდეთ თქვენი ჯანმრთელობით, რაიმე კონკრეტული გამაჯანსაღებელი პრაქტიკებით. თქვენი ყურადღების გამახვილება საკუთარ თავზე ზრუნვის, ცხოვრების სტილის შეცვლის მიმართ. ასევე აქტიურად შეიძლება შეიცვალოს ურთიერთობები კოლეგებთან.
სავსებით შესაძლებელია, რომ ამ პერიოდში დაბრუნდეთ რაიმე წინა პროექტის შემუშავებაზე, რომელიც გადადებული და დაუსრულებელი გქონდათ. მაგრამ სწორედ ასეთ პროექტს შეუძლია მოგიტანოთ წარმატება მოახლოებულ 2026 წელს. გისურვებთ წარმატებებს!
ძვირფასო ლომებო, ეს ახალმთვარეობა იმოქმედებს შემდეგ თემებზე: შემოქმედება, რომანტიკა, დასვენება, მოგზაურობები, შვილები - ახლა თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება. ამ ახალმთვარეობის ენერგიებმა შეიძლება მოგიტანოთ შესაძლებლობები გადახედოთ ზოგიერთ წინა შემოქმედებით პროექტს, შეავსოთ ისინი ახალი ენერგიით და სწორედ ახლა თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია ფიქრი იმაზე, თქვენი რომელი შემოქმედებითი პროექტების განახლება გსურთ. მათ შეიძლება ჰქონდეთ ძალიან კარგი შანსი რეალიზაციისთვის ამ პერიოდში,
ასევე ამ პერიოდში თქვენთან შეიძლება დაბრუნდნენ ყოფილი ნაცნობები ან ყოფილი ურთიერთობები, რადგან მეხუთე სახლი, რომელშიც ხდება თქვენთვის ახალმთვარეობა, პასუხისმგებელია რომანტიკაზე, სასიყვარულო ურთიერთობებზე. მეხუთე სახლი ასევე დაკავშირებულია შვილებთან, ამიტომ ზოგიერთი პროექტის განახლება შეიძლება მოხდეს თქვენს შვილებთან, ან თქვენი ურთიერთობა შვილებთან გადაფასდეს.გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო ლომებო.
ძვირფასო ქალწულებო, თქვენთან ყურადღების ცენტრში ხვდება სახლი, ოჯახი, ნათესავები, გვარი და უძრავი ქონების საკითხები. თქვენთვის ხელსაყრელია ფიქრი ოჯახურ ურთიერთობებზე, რადგან ამ ახალმთვარეობის ენერგიები ხელს შეუწყობენ თქვენი ურთიერთობების ჰარმონიზაციას ოჯახში.
დაგეხმარებიან იპოვოთ ახალი გზები ჰარმონიული გარემოს შექმნისთვის თქვენს სახლში. თქვენთან ასევე შეიძლება მოხდეს ინტერესის გაღვივება სახლის გადაწყობასთან დაკავშირებით. მაგალითად, გაიხსენებთ, რომ დიდი ხანია გინდოდათ რემონტის გაკეთება ან რაიმე გზით თქვენი ინტერიერის განახლება.
უფრო აქტიურად შეიძლება წავიდეს პროცესები უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, თუ ასეთებით იყავით დაკავებული მიმდინარე წელს. ასევე შეიძლება მოხდეს გარკვეული გაერთიანება თქვენი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, ნათესაური ურთიერთობების გადაფასება, გადააზრება. გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო ქალწულებო.
ძვირფასო სასწორებო, ამ ახალმთვარეობას თქვენთვის საკვანძო ფოკუსირების წერტილი იქნება კომუნიკაცია.
განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს კომუნიკაცია ძმებთან, დებთან, მეზობლებთან.
შეიძლება მოხდეს გაერთიანება ძმებთან და დებთან. თუ, მაგალითად, შორ მანძილზე იმყოფებოდით ან კონფლიქტში იყავით, გარდა ამისა, ამ პერიოდში შეგიძლიათ განაახლოთ სწავლა ან დაიწყოთ სწავლა იმის, რაზედაც დიდი ხანია ოცნებობდით. ამიტომ გაიხსენეთ, რომელ კურსებზე გინდოდათ დასწრება, რომელი სპეციალისტების კონსულტაციების მიღება გინდოდათ. ყველაფერი ეს ძალიან ხელსაყრელი იქნება თქვენთვის ამ პერიოდში და ექნება ძალიან კარგი შანსი, რომ ამ სწავლების, განათლების დახმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდოთ პროფესიულად. გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო სასწორებო.
ძვირფასო მორიელებო, თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება ფინანსები, თვითშეფასება, თქვენი რესურსები და თქვენი ღირებულებები. ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანია გადახედოთ თქვენს წინა ფინანსურ გადაწყვეტილებებს, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ მიაღწიოთ 2026 წელს უფრო დიდ სიუხვეს და უფრო დიდ სტაბილურობას.
მნიშვნელოვანია გადახედვა ძველ ინვესტიციებს ან ფინანსურ გადაწყვეტილებებს, გადახედვა თქვენს შემოსავლის წყაროებს. საერთო ჯამში, ამ ახალმთვარეობის ენერგიები ხელს შეუწყობენ იმას, რომ შეძლოთ შედეგების მომკა და უფრო ეფექტურად შეადგინოთ ბიუჯეტი მომავალ წელს. ბიუჯეტზე ფიქრი, მუშაობა გაგიხსნით შესაძლებლობებს ახალი შემოსავლის წყაროებისთვის მომავალ წელს. გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო მორიელებო.
ძვირფასო მშვილდოსნებო, ეს თქვენი ახალმთვარეობაა და ის ძალიან დიდ გავლენას მოახდენს თქვენს პიროვნებაზე საერთო ჯამში. ამიტომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იფიქროთ იმაზე, რაც საშუალებას მისცემს თქვენს პიროვნებას განვითარდეს როგორც მომავალ მთვარის თვეში, ასევე 2026 წელს.
იფიქრეთ ამ პერიოდში იმაზე, თუ როგორ წარმოადგინოთ თქვენი ნამდვილი მე. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ გაიმყაროთ თავდაჯერებულობა, დამოუკიდებლობა. მნიშვნელოვანია ამ პერიოდში გადახედოთ პირად ამბიციებს, სწრაფვებს. იფიქროთ, სად გინდათ მიხვიდეთ 2026 წელს, რისი მიღწევა გინდათ, როგორ გინდათ გამოჩენა. ასეთი ფიქრები და დაგეგმვა სწორედ მიიზიდავს თქვენთან საჭირო ენერგიას იმისთვის, რომ მოახლოებულ წელს გახდეთ უფრო წარმატებულები, უფრო შესამჩნევები, უფრო თავდაჯერებულები, უფრო ღირებულება თქვენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო მშვილდოსნებო.
ძვირფასო თხის რქებო, ამ ახალმთვარეობის ენერგიები გიბიძგებენ კონცენტრირდეთ თვითანალიზზე, განმარტოებით უნდა დაფიქრდეთ თქვენს წარსულ გამოცდილებაზე. მომავალ მთვარის თვეში თქვენთვის ძალიან ხელსაყრელია მეტად დაკავდეთ სულიერი პრაქტიკებით იმისთვის, რომ დაამყაროთ კავშირი საკუთარ შინაგან მეთან, გაუკეთოთ გარკვეული გადაფასება თქვენს შინაგან პროგრამებს.
თქვენთვის მომავალ მთვარის თვეში მნიშვნელოვანია მეტად დაეყრდნოთ თქვენს ქვეცნობიერს, თქვენს შინაგან ხმას. შეიძლება მოვიდეს რაიმე მნიშვნელოვანი ინტუიციური მინიშნებები. მაგ: როგორ მოიშოროთ რაიმე პრობლემები, სად არის თქვენი განვითარების ვექტორი და ა.შ...
ეს პერიოდი გეძლევათ ყველაზე სერიოზული გადააზრებისთვის, წინა კარმის გადახედვისთვის, გადაუჭრელი საკითხებისთვის. ამიტომ თქვენთან შეიძლება შეინიშნებოდეს ინტერესი მედიტაციის, რეთრითების მიმართ. მიეცით საკუთარ თავს ეს შესაძლებლობა მეტი დრო გაატაროთ მარტოობაში, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანს მომავალ მთვარის თვეში იგრძნობთ თქვენში. გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო თხის რქებო.
ძვირფასო მერწყულებო, თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება სოციალური კავშირები, კონტაქტები, ურთიერთობები მეგობრებთან და თანამოაზრეებთან. ამ ახალმთვარეობის ენერგიები მოგცემენ შესაძლებლობებს გადახედოთ თქვენს მეგობრულ ურთიერთობებს, დახუროთ გადაუჭრელი საკითხები. თქვენს ცხოვრებაში შეიძლება დაბრუნდნენ თქვენი ძველი მეგობრები, რომლებთანაც შეიძლება შემთხვევით დაკარგეთ კონტაქტი.
შეიძლება მოხდეს გაერთიანება თანამოაზრეებთან ან გაიხსენებთ რაიმე ჯგუფებს სოციალურ ქსელებში, რომლებშიც ადრე აქტიური იყავით, მაგრამ შემდეგ დაკარგეთ ინტერესი.
აღნიშნული პერიოდი ასევე ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს ოცნებებთან. სწორედ თქვენ გაქვთ უდიდესი შანსები იმისთვის, რომ გაარკვიოთ თქვენი ოცნებები, თქვენი სურვილები. თქვენში ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს სერიოზული გადააზრება წარსულის ხედვის და მომავლის ოცნებების.
ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის გაიგოთ და აღმოაჩინოთ, რა არის თქვენთვის ნამდვილი ოცნება, რადგან სწორედ ასეთ ნამდვილ ოცნებას ექნება ძალიან დიდი შანსები რეალიზაციისთვის მომავალ წელს.გისურვებთ წარმატებებს, ძვირფასო მერწყულებო.
ძვირფასო თევზებო, თქვენი ყურადღების ცენტრში იქნება პროფესიული საკითხები, თქვენი კარიერის, სტატუსის საკითხები. თქვენთვის ხელსაყრელია იფიქროთ პროფესიის არჩევანზე, ასევე გადახედოთ ზოგიერთ წინა პროექტს, რომლებიც შეიძლება „თაროზე გქონდეთ შემოდებული“.
წინა პროექტებმა ახლა შეიძლება მიიღონ ძალიან კარგი შანსები წარმატებული რეალიზაციისთვის. ამიტომ გაიხსენეთ, რაზე ამყარებდით წარსულში დიდ იმედებს. ამ პერიოდში შეიძლება მოხდეს სერიოზული გადაფასება თქვენი კარიერული მიზნების და საზოგადოებრივი იმიჯის. შეიძლება დაინტერესდეთ რაიმე პროფესიული ამბიციების მიმართ, ინტერესი კარიერული ზრდის, მოწოდების მიმართ.
ამ ახალმთვარეობის ენერგიებმა შეიძლება მოგცეთ ახალი შანსები კარიერულ კიბეზე წინსვლის. შეიძლება რაღაც დროს წახვედით რაიმე თანამდებობიდან და ახლა ნანობთ ამას. სწორედ ამ პერიოდში ხელსაყრელია კიდევ ერთხელ სცადოთ იმის რეალიზაცია, რაც პროფესიულ სფეროში არ გამოგივიდათ. გადალახოთ სირთულეები, მიაღწიოთ წარმატებას. გისურვებთ წარმატებებს!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხ
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დამირეკა და მითხრა: არ ინერვიულო, ტოვებ პროექტს...“ - რას ჰყვება ლინდა ადამია
⭕გინდა ახალ წელს შეხვდე ფინანსური ტვირთის გარეშე? - რიტუალი რომელიც 21 დეკემბერს უნდა შევასრულოთ