Digest Logo

🎥 „ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი მიხეილ ცაგარელისაგან

1748848486
 მიხეილ ცაგარელი

„ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა გადავიდა კუროს ზოდიაქოს ნიშანში, ახლა 6 რიცხვიდან თვის ბოლომდე არის ერთ-ერთი საუკეთესო დრო სიყვარულისთვის და ერთგულებისთვის. 

ახლა არის ფულის კუთხითაც კარგი დრო, ადამიანები ვინც შემოქმედებითი ცხოვრებით არის დაკავებული კარგი პერიოდია აქვთ. 

მომავალი კვირა არის რთული, ეს კვირა გამოიყენეთ მაქსიმალურად“, - ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს.

ამასთან, ასტროლოგის თქმით, მიმდინარე კვირას 4 გეომაგნიტური დღეა: ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. 

რაც შეეხება ასტროლოგის პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ასეთია:

ვერძი - კარგი პერიოდი გაქვთ მრავალფეროვანი კონტაქტისთვის, შეხვედრისთვის, სწავლისთვის და მგზავრობა მოგზაურობისთვის. ენერგია გემატებათ და პასუხისმგებლობასაც იღებთ საკუთარ თავზე. პერიოდი კარგია, როგორც ფინანსური კუთხით, ასევე შემოქმედებითი კუთხითაც.

კურო - თქვენთვის იწყება საინტერესო პერიოდია, რადგან ვენერა სიყვარულის მმართველი პლანეტა თქვენ ზოდიაქოში გადმოვა პარასკევიდან. კვირა კარგი იქნება, როგორც სიყვარულისთვის, ასევე ფინანსური კუთხითაც, თუმცა მაინც იყავით ყურადღებით, რადგან ეცემა ენერგოტონუსი, ასევე არ სძინავს ფარულ მტრებს და აკონტროლეთ რა ხდება თქვენ ზურგს უკან.

ტყუპები - ახლა ამ ნიშანს ვერ გააჩერებთ, სწორედ ეს ნიშანია ახლა ყველაზე შარმიანი, მიმზიდველი და გაუჩერებელი. შეხვედრებისთვის, მგზავრობა მოგზაურობისთვის კარგი პერიოდია, ყველაფრისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პერიოდი, ახლა არ შეიძლება თქვენი გაჩერება, რადგან ვარსკვლავური დრო გაქვთ.

კირჩხიბი - შემდეგი კვირიდან გაქვთ საგამოცდო პერიოდი, ამიტომ ამ კვირაში უმჯობესი იქნება ყურადღება მიაქციოთ ჯანმრთელობას. უფრო მეტად იღლებით და ხართ გაღიზიანებული, რაზეც აქამდე არ გქონდათ რეაქცია. თუ რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დასაწყები და დასამთავრებელი დაუთმეთ ეს კვირა.

ლომი - კრეატიული და წარმატებულია, ბევრი რამ გამოგდით რეფორმების დროა. გქონდეთ ინტერნეტთან მეტი ურთიერთობა, აქედან შემოდის საჭირო ინფორმაცია და წარმატება.

ქალწული - კარგი პერიოდია, მიუხედავად იმისა რომ ენერგოტონუსი ეცემა. შეიძლება ფინანსურად გააუმჯობესოთ თქვენი მდგომარეობა, ასევე ერთ-ერთი კარგი პერიოდია კარიერული განვითარებისთვის.

სასწორი - ხართ კრეატიული და კომუნიკაბელურები ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი გაქვთ და შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები.

მორიელი - ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, ნუ გადაიღლებით მთავარია დროული ადაპტაცია მოახდინოთ ყველაფრის მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომები.

მშვილდოსანი - გემატებათ ჯანი, იუმორი და გონებამახვილობის უნარი გაძლევთ წარმატებულ შედეგებს. კარგი იქნება პარტნიორული თანამშრომლობა. გამოიჩინეთ მეტი ტაქტი, როგორც პირად, ასევე სამსახურებრივ ურთიერთობებში.

თხის რქა - ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, თუ რამე საქმე გაქვთ მოსაგვარებელი და დასასრულებელი სჯობს ყველაფერი ამ კვირაში დაასრულოთ.

მერწყული - კვირის ერთ-ერთი წარმატებული ნიშანია. არის აქტიური, ენერგიული და კრეატიული. ფინანსური კუთხითაც და სასიყვარულო კუთხითაც კარგი პერიოდია. 

თევზები -  ენერგოტონუსი ცოტა მცირდება, ამიტომ კარგი იქნება დასვენება. თუ დასამთავრებელი გაქვთ საქმეები ყველაფერი დაასრულეთ ახლა და მიხედეთ საოჯახო საქმეებს. ასევე ეცადეთ არ დაძაბოთ ოჯახთან ურთიერთობა, იმოქმედეთ თქვენს ინტუიციაზე დაყრდნობით.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ყველა რესურსი ამოწურული იყო, ამ საუბრიდან ერთ საათში ნიცა მირეკავს...“ – რა საჩუქარი გაუკეთა ნიცა თავაძემ საბა საპანაძეს?

🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ -  2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

⭕„ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა...“ - რას ჰყვება ლუის ენრიკე გარდაცვლილ შვილზე