
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ერთ-ერთ ინტერვიუში გარდაცვლილ შვილზე ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, თვლიდა თუ არა თავს იღბლიან ადამიანად, ლუის ენრიკე პასუხობს:
„მე თავს ძალიან იღბლიანად ვთვლი“.
ჟურნალისტის კითხვაზე: „..მაგრამ თუ 9 წლის ასაკში შენი შვილი გარდაიცვალა?“
ლუის ენრიკე პასუხობს:
„ჩემი ქალიშვილი ჩვენთან 9 საოცარი წელი ცხოვრობდა, ჩვენ მასზე ათასობით მოგონება გვაქვს.. დედაჩემმა მისი ფოტოები შეინახა, სახლში რომ მივედი და ვკითხე: დედა, რატომ არ არის ჩანას ფოტოები? მან მიპასუხა: არ შემიძლია, არ შემიძლია.. დედა, უნდა დააბრუნო ფოტოები, ჩანა ცოცხალია. ფიზიკურად ის აღარ არის, მაგრამ სულიერად კვლავ ჩვენთანაა, იმიტომ, რომ ყოველდღე ვსაუბრობთ მასზე, ვიცინით, გვახსოვს..“, – ამბობს ლუის ენრიკე ინტერვიუში.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს ქალიშვილი ჩანა 9 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ელოდეთ სიახლეს პირად ურთიერთობებში“ - 2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან
⭕„შენ დაიბადე იმისთვის, რომ ჩემპიონი იყო“ - ნიცა თავაძე მეუღლეს