
„7 სექტემბერს მთვარის სრულ დაბნელებასთან გვექნება საქმე“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და საზოგადოებას ინფორმაციას უზიარებს.
მისი თქმით, სრული დაბნელება საქართველოს ტერიტორიაზე 22:11:29-ზე მოუწევს.
„7 სექტემბერს მთვარის სრულ დაბნელებასთან გვექნება საქმე.
ეკლიფსები ანუ დაბნელებები ზოგჯერ ხანმოკლე, ზოგჯერ კი საკმაოდ ხანგრძლივი პროცესის წარმოადგენს.. ზოგიერთი დაბნელება რამდენიმე საათსაც შეიძლება გრძელდებოდეს. ითვლება, რომ რაც უფრო ხანგრძლივია დაბნელება, მით უფრო დიდი ხანი ექნება მას ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე. 7 სექტემბრის დაბნელება დაახლოებით 5-საათნახევრიანია.
თუმცა პიკი, ანუ სრული დაბნელება საქართველოს ტერიტორიაზე 22:11:29-ზე მოუწევს. საინტერესოა, რომ სრული დაბნელებისას ჩვენი პლანეტის თანამგზავრი წითელ შეფერილობას მიიღებს.
ასეთი შეფერილობა ძველად ადამიანებში განგაშს და ძრწოლას იწვევდა. დღეს კი ვიცით რომ სინამდვილეში ჩრდილში შესული მთვარის ზედაპირი მოწითალო ელფერს იღებს მზის სხივების არასრული სპექტრით არეკვლის გამო.
წინა სისხლისფერი დაბნელება, რომელიც ასევე საკმაოდ ხანგრძლივი 3-საათნხევრიანი გახლდათ, 2018 წლის 27 ივლისს მოხდა. თუმცა პუტინისა და ტრამპის პირველი სრულმასშტაბიანი შეხვედრის გარდა ჰელსინკში, მას არავითარი აპოკალიფსური მოვლენები არ მოჰყოლია. და როგორც ხედავთ ამ თემის გარკვეული ანარეკლი ახლაც მეორდება. მაგრამ ეს იყო და ეს. ამიტომ თუ სადმე ამ მოვლენის შესახებ ისტერიულ ტექსტებს მოჰკრავთ თვალს, ყურადღება არ მიაქციოთ.
დაბნელებები არ ფასდება მათი შეფერილობების მიხედვით.
ამისათვის არსებობს სხვა კრიტერიუმები: დაბნელების ზოდიაქოს ნიშანი, მთვარის ასპექტები სხვა პლანეტებთნ ამ მომენტში, და ასევე თუ დაბნელებების რომელ ციკლს ანუ საროსს მიეკუთვნება ეს კონკრეტული ეკლიფსი.
დიახ, დაბნელებებს აქვთ 18 წლიანი ციკლები, რომლებიც თავის მხრივ კიდევ უფრო დიდ ციკლებში, საროსებში ერთიანდებიან.
მთვარის ეს დაბნელება არის საროსის 128-ე ციკლიდან, რომელიც შორეულ 1304 წელს დაიწყო და ასევე შორეულ 2566 წელს დასრულდება. უახლოეს წარსულში ამ საროსის მთვარის დაბნელებები იყო 2007 წლის 28 აგვისტოს, 1989 წლის 17 აგვისტოს, 1971 წლის 6 აგვისტოს, 1953 წლის 16 ივლისს...
როგორც ხვდებით, ეს პარალელები გაცილებით მნიშვნელოვანია. არამხოლოდ იმის გამო, რომ ამ თარიღების ახლომახლო (პლიუს-მინუს 1 კვირა) დაბადებულ ადამიანებზე იმოქმედებს, არამედ იმიტომაც, რომ მაშინ მომხდარი მოვლენები მინიშნებას იძლევიან ამჟამინდელ შესაძლო სცენარზე.
განსაკუთრებით კი 1989 წლის მთვარის დაბნელება იქნება გამოსაყოფი, რადგან მაშინაც და ახლაც მთვარეს იუპიტერთან ჰქონდა/ აქვს ჰარმონიული ასპექტი. დანარჩენ დაბნელებებს კი ან საერთოდ არ ჰქონიათ კავშირი იუპიტერთან ან ეს კავშირი დაძაბული ხასიათის იყო.
იუპიტერი ასტროლოგიაში დიდი ბედნიერების მომტან პლანეტად ითვლება, მას აბარია ზრდა-გაფართოვება, სიუხვე, წარმატება.
შესაბამისად, დაბნელების წერტილის ამ პლანეტასთან ჰარმონიული ასპექტი კარგი ამბების მომასწავებელია, და მინიმუმამდე დაჰყავს დაბნელების ნეგატიური ზეგავლენა. თუ გადავხდედავთ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი 1989 წლის მთვარის დაბნელების არეალში ადგილი, თვალში მოგვხვდება
რომ მართლაც ამ ამბებს ერთი საერთო რამ - გაფართოების ტენდენცია აერთიანებთ. ჩამოგითვლით და დააკვირდით:
* სსრკ -ში პირველი საერთაშორისო როკ-ფესტივალი მსოფლიო დონის ვარსკვლავების მონაწილეობით.
* ავსტრია-უნგრეთის საზღვრის გახსნა მთელი 3 საათით, გდრ-ის ასობით მცხოვრებმა, გამოიყენა რკინის ფარდის ეს დროებითი გახსნა ავსტრიის გავლით დასავლეთში გასაქცევად.
* მოლდოვური ენა მოლდოვის სსრ-ში სახელმწიფო ენად გამოცხადდა . ამავდროულად, მოლდოვას ტერიტორიაზე გაუქმდა კირილიცა.
* ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ორი მილიონი მკვიდრი ადამიანი ხელჩაკიდებული ითხოვს საბჭოთა ოკუპაციისგან თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას და ქმნის უწყვეტ 600 კილომეტრიან ცოცხალ ჯაჭვს, რომელსაც ბალტიის გზა ეწოდება.
ცხადია, ახლაც ზუსტად იგივე ამბები ვერ განმეორდება, უნდა გვესმოდეს, რომ განსხვავებული მსოფლიო დღის წესრიგი გვაქვს, მაგრამ არის შესაძლებლობები ბევრი რამ დადებითად გადაწყდეს, ან დაიწყოს მაინც პრობლემების მოგვარება, მათ შორის სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთთან დაკავშირებითაც.
გარდა იუპიტერთან ჰარმონიული ასპექტისა, ცხადია მთვარეს ექნება ოპოზიცია მზესთან. მაგრამ ეს დიდად გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე არაა, იმიტომ რომ მთვარის დაბნელებები ყოველთვის ხდება მზისა და მთვარის ოპოზიციაზე, ანუ სავსემთვარეობაზე.
ჩვეულებრივი სავსემთვარეობებისაგან დაბნელებებს კარმულ კვანძთან შეერთება განასხვავებს და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა ის, რომ ამჯერად მთვარე აღმავალ ანუ მომავლის კვანძთან იქნება შეერთებული.
ეს ნიშნავს, რომ ახლა იდება მომავალი 18 წლის პროგრამა და ჩვენ არ უნდა დავუშვათ არანაირი საბედისწერო შეცდომები“, - წერს ხათუნა ნოელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„წვიმა, ელჭექი და სეტყვა“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს!
🎥 „აკრძალულია ცხელი წყლით გალღობა“ - როგორ გავალღვოთ გაყინული პროდუქტი სწორად?