ასტროლოგიურ სამყაროში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - შავი მთვარე, იგივე ლილიტი, თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა, რაც თითოეული ნიშნისთვის ახალი გამოწვევებისა და ტრანსფორმაციის ეტაპს იწყებს. ასტროლოგების თქმით, ეს პერიოდი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს კარიერული მიზნების, ამბიციებისა და პირადი პასუხისმგებლობების მიმართ. გაიგეთ, რა მთავარი გაკვეთილები ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და როგორ უნდა აირიდოთ თავიდან მოსალოდნელი შეცდომები.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტს ასტროლოგი ქეთი ოდიშელი გვიზიარებს:
🌑 ლილიტი თხის რქაში (14 სექტემბერი 2026 – 11 ივნისი 2027): შრომა, ბიუროკრატია და გადაწვის რეჟიმი.
📅 14 სექტემბერს შავი მთვარე გადავიდა თხის რქის ნიშანში. ეს არის არაცნობიერის სიღრმისეული სტრუქტურა, რომელიც უახლოესი 9 თვის განმავლობაში ჩვენს კარიერას, ლიმიტებს, პასუხისმგებლობებსა და ეგოს უდიდესი გამოცდის წინაშე დააყენებს.
✨ 🗝️ რა/ვინ არის ლილიტი?
🌌 ეს არის მთვარის ორბიტის აპოგეა (დედამიწიდან ყველაზე დაშორებული წერტილი) ის მათემატიკურად გამოთვლადია და განასახიერებს შეუცნობელ, ფარულ ენერგიას.
📜 შუმერულ ენაზე „ლილ“ სულს/მოჩვენებას ნიშნავს, ხოლო იუდაიზმში, ადამის პირველ ცოლს, რომელმაც უარი თქვა მორჩილებაზე, დოგმებზე და შეინარჩუნა აბსოლუტური დამოუკიდებლობა, დატოვა ედემის ბაღი.
👤 ლილიტი არის ჩვენი რეპრესირებული ჩრდილოვანი მხარე. ეს არის პიროვნების ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებამ ან აღზრდამ „არამიმღებლურად“ გამოაცხადა და ქვეცნობიერში განდევნა.
🧠 ლილიტის არქეტიპული სიმბოლიზმი მოქმედებს ტვინის ამიგდალასა და ლიმფურ სისტემაზე: მაგ:
✋ პროვოკაცია, რომელიც წამიერად თიშავს რაციონალურ ნეოკორტექსს.
✋ „აკრძალული ხილის ეფექტი“, ექსკლუზიურობისა და აკრძალული ვნების გაღვიძება. როდესაც მას უარვყოფთ, ის გვანგრევს; როდესაც ვაინტეგრირებთ, ის ხდება ჩვენი უძლეველი შინაგანი ძალა! (ამაზე ჩემს ივენთზე, რომელიც მალე გამოცხადდება, დეტალურად მოგიყვები, მალე! 🔥)
🔄 ლილიტს აქვს 9-წლიანი ციკლი და საკუთარ ნათალურ წერტილს უბრუნდება ყოველ 9 წელიწადში ერთხელ (დაახლოებით 9, 18, 27, 36, 45, 54, 63, 72... წლის ასაკში). ეს არის პერიოდი, როდესაც ადამიანი პირისპირ ხვდება საკუთარ ჩრდილსა და შიშებს.
🔥 მიმდინარე ტრანზიტი განსაკუთრებულად მწვავედ შეეხება მათ, ვინც დაიბადა შემდეგ შუალედებში (ლილიტი თხის რქაში):
• 1964 წლის 7 დეკემბერი – 1965 წლის 2 სექტემბერი
• 1973 წლის 3 ოქტომბერი – 1974 წლის 29 ივნისი
• 1982 წლის 28 ივლისი – 1983 წლის 24 აპრილი
• 1991 წლის 24 მაისი – 1992 წლის 17 თებერვალი
• 2000 წლის 19 მარტი – 2000 წლის 13 დეკემბერი
გაიხსენეთ 2017-2018, 2009 და 2000 წლები:
რა შეცდომები დაუშვით ფინანსებსა თუ კარიერაში?
სად დასვით საზღვრები?
ახლა ეს თემები ბრუნდება, რათა ისინი ზრდასრული და ტრანსფორმაციული გზით გადაჭრათ.
🏛️ ლილიტის გამოვლინების სამი დონე არსებობს
🔻 დაბალი დონე: ადამიანი მიჰყვება ცდუნებას. მოსწონს მართვა, შურისძიება, მოტყუება, დამცირება, მიტაცება. ფიქრობს: „მე ეს მეკუთვნის“.
ასე ყალიბდება: ფარული კავშირები, ფინანსური მაქინაციები, დამოკიდებულებები, მავნე ჩვევები.
🔸 საშუალო დონე: ადამიანი ხედავს თავის სისუსტეს. ცდუნება არ ქრება, მაგრამ ის აღარ ჰყვება პროვოკაციას. იზრდება ის, რასაც ვკვებავთ!
🔷 უმაღლესი დონე: ადამიანმა იცის რა არის ცუდი და კარგი და ცნობიერად ირჩევს სიკეთეს. მან გადაიტანა კრიზისი და ახლა კი ეხმარება ზღვარზე მყოფებს გადარჩენაში“, - წერს ქეთი ოდიშელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „თუ სულ გასცემ და არაფერს იტოვებ საკუთარი თავისთვის, დაცარიელდები...“ - რას წერს ეზოტერიკოსი