დღეს, 22 იანვარს მთვარის მესამე დღეა - როგორი იქნება ეს დღე, რასთან უნდა ვიყოთ ფრთხილად და რა არის ამ დღის თავისებურებები? - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტირებული გვერდი Lakshmi Birthstones წერს.
„მთვარის მესამე დღე:
დღის სიმბოლო: ლეოპარდი
დღის მინერალები: ლალი, პირიტი, ავანტურინი.
დღის აღწერა:
ოკულტური ტრადიციების მიხედვით, მთვარის მესამე დღე - კაენის დღეა. თუკი მთვარის პირველ და მეორე დღეებზე საქმეებს ვგეგმავდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით, ამ დღეს უკვე შეგვიძლია აქტიურად ჩავერთოთ მოქმედებაში. თანაც, არა მხოლოდ შეგვიძლია - ეს აუცილებელიცაა! მთვარის მესამე დღე, შეიძლება ითქვას, გაჯერებულია ენერგიით, რომელიც საკმარისია ნებისმიერი საქმის განხორციელებისთვის. რასაც არ უნდა ვაკეთებდეთ, თუ საქმეში მთელ ძალისხმევას ჩავდებთ დადებით შედეგებს აუცილებლად მივიღებთ. თუმცა, ენერგიას უაზროდ მაინც ნუ გაფლანგავთ: გავაკეთოთ მხოლოდ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია.
მთვარის მესამე დღეს გაითვალისწინეთ, დღის პირველი ნახევარი არც ისეთი დადებითი ენერგიის მატარებელია. ამ დროს შესაძლებელია სხვადასხვა სახის უსიამოვნებები დაგვატყდეს. ეს უმეტეს წილად ურთიერთობებს ეხება: ადამიანებში მატულობს აგრესია, რის შედეგადაც იზრდება კონფლიქტის წარმოშობის რისკი.
თუ უარყოფით ემოციებს ავყვებით, შეიძლება მთელი დღის განწყობა გავიფუჭოთ. თუმცა, თავის შეკავების შემთხვევაში მთვარის მესამე დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო შედეგების მიღება სავსებით შესაძლებელია. ამ პერიოდში ვხდებით მეტად პროდუქტიულები, გვეძლევა შანსები შემთხვევითობამ საჭირო ადამიანებს შეგვახვედროს… თუ ამ დროს რაიმე შემოთავაზებას მიიღებთ, შეგიძლიათ თავიდანვე არ დათანხმდეთ, თუმცა მოგვიანებით აუცილებლად განიხილეთ. შეიძლება, ის ძალიანაც სარგებლიანი იყოს.
მთვარის მესამე დღეს შეამჩნევთ, რომ ჩანაფიქრები და საქმეები, რომლებიც წამოიწყეთ უკვე რეალურ სახეს ღებულობს… თუ აქამდე რაიმე ფიქრი მოსვენებას არ გაძლევდათ, ამ დღეს მისი განხორციელება უკვე სავსებით რეალურია.
ვარცხნილობა:
ამ დღეს თმის შეჭრა დაგვეხმარება მატერიალური რესურსების მოზიდვაში. მთვარის ზრდადობის ციკლი კი თმის გაზრდას შეუწყობს ხელს. თმის შესაღებად სჯობს გამოვიყენოთ ბუნებრივი საღებავები. ბუნების ენერგია შინაგან განწყობაზე დადებითად იმოქმედებს, ასევე უფრო მეტად პროდუქტიულსაც გაგვხდის.
მთვარის მესამე დღე ძალიან აქტიური დღეა. ეს არის დღე ახალი იდეებისთვისა და შთაბეჭდილებებისათვის.
შინაგანი ენერგიის გასაზრდელად თმა დაივარცხნეთ იმდენჯერ რამდენი წლისაც ხართ. ეს საქმეებზე კონცენტრირებაში დაგეხმარებათ, არ მოგცემთ ენერგიის უაზროდ ფლანგვის საშუალებას.
მებაღეობა:
ამ დღეს მთვარის მიზიდულობის ზეგავლენა დედამიწაზე ძლიერია, შესაბამისად კარგია მცენარეების ხშირი მორწყვა, ასე ისინი უფრო მალე გაიზრდებიან…
ამ დღეს გირჩევთ:
რადგანაც მთვარის მესამე დღე ძალიან ძლიერია იმატებს საშიშროებებიც. ძირითადად, ეს ენერგიის არასწორ ხარჯვას უკავშირდება. შეცდომების შემთხვევაში ნგრევა გარდაუვალია. თუმცა, თუ სწორად ვიმოქმედებთ შეგვიძლია დღის ძლიერი ენერგია სასიკეთოდ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, შევეცადოთ ენერგია მშვიდობიან საქმეებზე დავხარჯოთ.
თავი შევიკავოთ აგრესიისგან, პესიმიზმისგან, ეჭვიანობისგან და ცინიზმისგან.
გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს უდიდესი ენერგიის მატარებლები ვხდებით, ამიტომაც ყველაფერს რასაც კი ხელს მოვკიდებთ გამრავლდება: კარგი საქმეები - კარგ, ხოლო ცუდი - ცუდ შედეგებს გამოიღებს.
ცუდი არ უსურვოთ და მით უმეტეს ზიანი არ მიაყენოთ ვინმეს. თუ ამას მაინც გააკეთებთ, გახსოვდეთ, ყოველი უარყოფითი ფიქრი და მოქმედება გაორმაგებული დაგიბრუნდებათ.
იცით რატომ? უარყოფითი ემოციები, როგორებიცაა სიძულვილი, შურისძიების წყურვილი ღვიძლის მუშაობასთანაა დაკავშირებული და როდესაც ჩვენს ნეგატიურ ფიქრებს მთვარის ენერგია ემატება ორგანიზმს დიდი დარტყმის წინაშე ვაყენებთ. ეს დარტყმა იმდენად ძლიერია, რომ მისმა ზემოქმედებამ შეიძლება, მთელი თვის განმავლობაში გასტანოს.
ამ დღეს თუ მნიშვნელოვანი რამ არ გაქვთ დაგეგმილი, ენერგიის გამონთავისუფლებისთვის სჯობს საქმე მაინც გამონახოთ. მაგალითად, დაკავდით სპორტით, გაისეირნეთ ან სახლი დაალაგეთ. თუ სპორტ დარბაზში ისედაც დადიხართ შეეცადეთ, ჩვეულებრივზე დიდხანს ივარჯიშოთ.
დღის თავისებურებები:
როდესაც გვაქვს ძალა მისი არ გამოყენება ცოდვაა. ენერგიას გამონთავისუფლება და დანიშნულებისამებრ გამოყენება სჭირდება. თუ ეს ასე არ ხდება ის უარყოფითად მოქმედებას იწყებს. ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებლად გამონახეთ საქმიანობა, რომელიც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. თუ ამისთვის საკმარისი დრო არ გაქვთ, მაშინ მთელი ძალისხმევა იმაში ჩადეთ, რასაც აკეთებთ.
თუ იმდენი საქმე გაქვთ, რომ აღარ იცით საიდან დაიწყოთ, ხელი მოჰკიდეთ ყველაზე რთულს. გახსოვდეთ, თუ ყველაფერს ეგრევე ვერ გააკეთებთ, რაღაცის ცვლილებას მაინც მოახერხებთ.
თამამად შეეგებეთ დაბრკოლებებს, ნუ შეუშინდებით სირთულეებს. ამ დღეს ძალიან ბერი რამის მოსწრება შეიძლება.
მთვარის მესამე დღეს შორეული მოგზაურობების შემთხვევაში მთვარის ენერგია მაქსიმალურად გამოვლინდება.
უფრო ზუსტად, ჩვენი ფიქრების ენერგია მთვარის მესამე დღეს ძალიან ძლიერია და ეს ვლინდება არა მარტო მოგზაურობებში, არამედ ნებისმიერ საქმეში. ამ დღეს გონება არის ცხადი და ძლიერი.
ამბობენ, რომ თუ ამ დღეს ზეთი დაგვექცა ეს შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ გზიდან აცდენილები ვართ და საჭიროა მიზნის მისაღწევად ახალი საშუალებები ვეძებოთ“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕რატომ არ შეიძლება ბავშვის ტუჩებში კოცნა და ერთი ჭურჭლიდან ჭამა? - ეს უნდა იცოდეთ!