ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა მიმდინარე კვირის აქტუალურ საკითხებზე „დაიჯესტთან“ ისაუბრა. მისი თქმით, კოსმოსში მიმდინარე ტრანზიტები ზოდიაქოს ყველა ნიშანზე იმოქმედებს, გონება გახდება უფრო მეტად მშვიდი და დაბალანსებული, რაც ადამიანებს სწორ გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.
🔵„იღბალი თქვენკენ მოდის, მთავარია ზურგი არ შეაქციოთ“ - რომელი ნიშნისთვის იწყება ვარსკვლავური პერიოდი
„ამ კვირაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენაა კოსმოსში - 1. დღეს, გონებისა და ინტელექტი მმართველი პლანეტა მერკური კუროს ნიშანში გადადის და 2. 6 აპრილს ვერძი-სასწორის ზოდიაქალურ ღერძზე სავსემთვარეობა იქნება.
პირველი მოვლენა იქნება ძალიან დაბალანსებული ენერგია, რომელიც ხელს შეუწყობს ფინანსურ კეთილდღეობასა და ემოციურ სტაბილურობას. რაც შეეხება მეორე მოვლენას სავსემთვარეობა ძალიან დაძაბული დღეა, თუმცა ვინაიდან მიმდინარე კვირაში დედამიწა დადებით ენერგოველშია უარყოფითი მოვლენები მინიმალურად გამოვლინდება“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „დაიჯესტთან“ საუბრისას.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის იქნება მნიშვნელოვანი მერკური-მარსის სექსტილის პიკი?