Digest Logo

ფრთხილად! ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა - ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

1646638848
მიხეილ ცაგარელი

„ამ კვირაში 4 გეომაგნიტური დღეა  - ორშაბათი, სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი - ამიტომ ამ დღეებში წნევის გაზომვას და წამლის პროფილაქტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს. მთლიანობაში კვირა ძალიან კარგია, გამონაკლისი მხოლოდ 10 რიცხვია“, - ამის შესახებ ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა იმედის დილის ეთერში განაცხადა და მთელი კვირის განმავლობაში ზოდიაქოს თითოეული ნიშნის პერსპექტივებზე ისაუბრა:

♈ვერძი -  მთავარი პრობლემა ჯანმრთელობაა, რადგან ენერგოტონუსი ახლა დაბალი გაქვთ. ცოტა მეტად დაიძინეთ და დაისვენეთ, საქმიანი კუთხით ძალიან კარგი შანსები გაქვთ, მთავარია დახარჯულ ენერგიას აღდგენის საშუალება მისცეთ, ასევე არ გათქვათ თქვენი გეგმები, რადგან ზურგს უკან ჭორებისა და ინტრიგების ალბათობა ძალიან მაღალია.

კურო - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიულია, კარგი პერიოდია ყველა მიმართულებით, მაგრამ მოულოდნელი და სწრაფად ცვლადი სიტუაციებია მოსალოდნელი და ეს შეგიქმნით დისკომფორტს. ახლა გჭირდებათ სწრაფად ცვლადი სიტუაციებისადმი დროული მოქმედება.

♊ტყუპები - გჭირდებათ ნერვული სისტემის გაფრთხილება. შეიძლება საქმეში წარმატება მიიღოთ და საქმეც გააკეთოთ, მაგრამ ნერვული სისტემა გაგაღიზიანებთ და გადაგიყვანთ კონფლიქტში, ამიტომ დაისვენეთ.

♋კირჩხიბი - არნახულად შარმიანი, მიმზიდველი და ენერგეტიკულად ძლიერი ხართ, თვალებიდან ბრწყინვალება მოდის, საჭიროა თქვენი მაქსიმალური კონტაქტები უცხოელებთან და უცხოეთთან დაუღლელად შეგიძლიათ ახლა იმოგზაუროთ და იმუშაოთ.

♌ლომი - ცოტა მეტად დაისვენეთ, რადგან ძალიან აქტიური საქმიანი პერიოდი გაქვთ, საუკეთესო პერიოდია ბიზნესის განვითარების კუთხით და ეს დრო უნდა გამოიყენოთ, ამიტომ მეტად დაისვენეთ.

♍ქალწული - თქვენი ენერგოტონუსი ძალიან მაღალია - აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია. მაგრამ მოსალოდნელია ზედმეტი ილუზიები და თავს მოტყუების მცდელობა. გირჩევთ ფინანსური სფეროში იფრთხილოთ

♎სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, მეტი ყურადღება დასვენებას და ენერგიის აღდგენას დაუთმეთ. ნუ ეკამათებით კოლეგებს და ხელმძღვანელებს, ახლა რთული პერიოდი გაქვთ ცოტა ხანში, მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. 

♏მორიელი - არნახულად იღბლიანი, შარმიანი და მიმზიდველები ხართ. ძალიან ქარიზმატული და ენერგიული ხართ, ახლა ყველაფერი გამოგდით და ფინანსურადაც წარმატებული ხართ, თუმცა, შესაძლოა ბევრი ფინანსური ხარჯი გქონდეთ, ამიტომ ცოტა ეკონომიურად დახარჯეთ ფულია

♐მშვილდოსანი - ენერგოტონუსი შემცირებული გაქვთ, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით, თუ ცოტა მეტად დაისვენებთ და 10 საქმეს ერთდროულად არ მოჰკიდებთ ხელს, იღბლიანობა მოიმატებს.

♑თხის რქა - თქვენი ენერგოტონუსი მაღალია, ამიტომ 24 საათი უნდა იმუშაოთ, მეგობრული კონტაქტები ძალიან კარგად წარიმართება, ამიტომ წარმატების შანსები ძალიან მომატებულია, ახალ ყველა მხრიდან წარმატება მოვა.

♒მერწყული - ახლა თქვენი ენერგოტონუსი დაბალია, თუმცა ძველი საქმეებიდან დივიდენდები შემოვა და ფულის შოვნის საქმე კარგად წავა, თუმცა წყალქვეშა დინებებია სასიყვარულო სფეროში, მოსალოდნელია ახალი პარტნიორის გამოჩენა და თუ თქვენ ოჯახი გყავთ, ეს საფრთხეს შეუქმნის მას.

♓თევზები  - ახალა თქვენი დროა, ახლა ფავორიტები ხართ, ეს პერიოდი წარმატებულია ბიზნესს საქმიანობის კუთხით, უცხოეთთან კონტაქტები შეიძლება ძალიან საინტერესო პროექტები დასახოს და ძალიან კარგია ქორწინებისთვისაც. ახლა თქვენ მოდუნების უფლება არ გაქვთ. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან“ - უკრაინის პირველი ლედი

🔵„ჩემმა 77 წლის ბებომ, შვილო, ყვარელში გითქვამს სახლში უკრაინელ ბავშვებს და ოჯახს შევიფარებო, სიამოვნებით მივიღებ თუ მოვლენ, ჩემი პენსია გვეყოფაო!“ - ნინი შერმადინი

🔵„დღეს არ ღირს ყველასთვის თავის მოწონება“ - დღის დეტალური პროგნოზი