Digest Logo

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებსაც მარტში ნამდვილი სიყვარულის პოვნის უდიდესი შანსი აქვთ

1646384460
სიყვარული

ასტროლოგების პროგნოზით, მარტში სასიყვარულო ასპარეზზე ყველაზე მეტად ზოდიაქოს ოთხი ნიშნის წარმომადგენლებს გაუმართლებს. მაშ ასე, ვის „ემუქრება“ სიყვარულის მორევში ჩათრევა.

♈ვერძი: როგორც იქნება, გააცნობიერებთ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: წარსული წარსულს უნდა ჩააბაროთ და წინ იმოძრაოთ. როგორც კი ამას მიხვდებით, გულწრფელად აპატიებთ ექს-სიყვარულს და აღარ ჩაეჭიდებით მას, ჰორიზონტზე მაშინვე გამოჩნდება ახალი. შესაძლოა, ახალი ურთიერთობები მარტშივე არ დაიწყოთ (უბრალოდ, არ დააჩქაროთ მოვლენები), მაგრამ აუცილებლად იგრძნობთ, რომ ისევ დგება გაზაფხული არა მარტო ბუნებაში, არამედ თქვენს სულსა და გულში.

♉კურო: გახსოვთ პოპულარული ქართული ფილმი „გარიგება“? თქვენთვის მარტის პროგნოზს ამ ფილმიდან სადღეგრძელო–ციტატა შესანიშნავად აღწერს: „შემოფეთებისა იყოს, აი, იმ თვალების შემოფეთებისა, თქმით რომ არაფერს გეტყვის, მაგრამ გაგრძნობინებს, წამის მარადიულობას რომ განატრებინებს და გულსაც რომ აგიფორიაქებს“. დიახ, ამ თვეში სიყვარულს სრულიად მოულოდნელად შეხვდებით. უბრალოდ, ენდეთ ბედს, „შემოფეთებას“ და არ შეუშინდეთ, თქვათ „დიახ“.

♎სასწორი: თუ ჯერ არ გიპოვიათ თქვენი სიყვარული, მისი პოვნის შანსი სწორედ გაზაფხულის დასაწყისში გამოჩნდება. ამასთან, ვარსკვლავების პროგნოზით, ამ საკითხში მნიშვნელოვანი როლი მეგობრებმა შეიძლება შეასრულონ. დიდი ალბათობით, სწორედ მათი მეოხებით შეხვდებით მომავალ მეორე ნახევარს. ასე რომ, უარი არ თქვათ, როდესაც მიგიწვევენ დაბადების დღეებზე, წვეულებებზე, სხვადასხვა ღონისძიებაზე. გახსენით გული – მარტი თქვენი თვეა.

♒მერწყული: პარადოქსია, მაგრამ არაა აუცილებელი, მარტში ვინმე ახალს შეხვდეთ, რომ რომანტიკული ურთიერთობები დაიწყოთ. მიიხედ-მოიხედეთ – იქნებ, თქვენი საურთიერთო წრიდან ვიღაც უკვე დიდი ხანია თქვენ მიმართ ინტერესს იჩენს, ყურადღებას და თბილ ემოციებს ამჟღავნებს? ისღა დაგრჩენიათ, თქვენზე მეოცნებე შეამჩნიოთ. იმასაც ამბობენ, ყველაზე მტკიცე, მყარი და ღრმა გრძნობები მეგობრობიდან მოდისო...

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ქალი, რომელმაც მსოფლიოში დედის დღე დააწესა, უშვილო გარდაიცვალა

🔵„გუშინდელი ახალმთვარეობის შემდეგ დღესაც შენარჩუნდება მძიმე ენერგეტიკული გარემო - გამოიჩინეთ სიმშვიდე“ - ცაგარელი

🔵„დოჩი“ ფეხმძმედაა - „ღმერთი მალე არამიწიერ ბედნიერებას მაზიარებს…“

🔵„ახლა რასაც წაიკითხავთ, მაშინ დავწერე, როცა საქართველომ უვიზო რეჟიმი მიიღო...“ - კალანდიას ემოციური პოსტ

🔵„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე

🔵„ეს არის სიგიჟე, უბრალოდ ფაქტი არც ხდება ხარკოვში, 50 ბავშვი იყოს უპატრონოდ, არ შეხვიდეთ შეცდომაში“ - ნექტარიოს მჭედლიძე

წყარო: sputnik-georgia.com