Digest Logo

„დღეს არ ღირს ყველასთვის თავის მოწონება“ - დღის დეტალური პროგნოზი

1646629456
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს ყველასთვის თავის მოწონება, რადგან ასე მხოლოდ გარშემომყოფთა გაღიზიანებას გამოიწვევთ. მოერიდეთ ჩხუბს და ყვირილს, სხვათა გაკიცხვას და განკითხვას.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი პრაგმატულობა, დროებით გადადეთ პირადი ინეტერესები და იზრუნეთ საერთო საქმეზე.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს სულსწრაფობა და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, თიხისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და ყვითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთადერთ შვილიშვილს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ... აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში ში­ნა­ურ მტრებს მო­ვუ­ღებთ ბო­ლოს“ - უცნობი

🔵„ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებიათ, იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია“ - დიკა სალაყაია

🔵„გადარჩენილა ეს ალქაჯი და ისევ მოახტა ახალ თვითმფრინავს - კვლავ განაგრძობს ოკუპანტების დედის @ყვნას!“ - ლიკლიკაძე

🔵დღეს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეს?