Digest Logo

„ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან“ - უკრაინის პირველი ლედი

1646631514
ზელენსკი და ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკა ინსტაგრამზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ნატოს რუსეთის თვითმფრინავებისთვის ცის დახურვისკენ მოუწოდებს.

„როდესაც რუსეთში იტყვიან, რომ უბრალოდ მოქალაქეებს არავინ ებრძვის, მათ ეს ფოტოები ანახეთ. ეს იმ ბავშვების სახეებია, რომლებიც აღარ გაიზრდებიან. კიდევ რამდენი ბავშვი უნდა დაიღუპოს რუსი ჯარისკაცების ხელით, რომ ცეცხლი შეწყდეს და ჰუმანიტარულ დერეფანზე შეთანხმებას მიაღწიონ… ასეთი დერეფანი ახლა ყველაზე მეტად უკრაინის მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებშია საჭირო. იქ საკვების და წამლების გარეშე ასობით ბავშვი დაიღუპება. ოკუპანტები მთლიანად ოჯახებს ხოცავენ და მოხალისეებსაც, როდესაც ისინი ცდილობენ ქალაქი დატოვონ ან პირიქით შიგნით შევიდნენ.

ნატო, ბოლოს და ბოლოს დახურე ცა უკრაინის თავზე რუსეთის თვითმფრინავებისთვის. გადაარჩინე ჩვენი ბავშვების სიცოცხლე, რომ შემდეგ აღარც თქვენი ბავშვები არ დაიხოცონ“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე.

პირველმა ლედიმ პოსტთან ერთად ომის პერიოდში უკრაინაში დაღუპული ბავშვების ფოტოებიც გამოაქვეყნა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Olena Zelenska (@olenazelenska_official)

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„ერთადერთ შვილიშვილს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ... აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში ში­ნა­ურ მტრებს მო­ვუ­ღებთ ბო­ლოს“ - უცნობი

🔵„ასე აფხაზეთის და ცისფერი ზღვის ფოტოები რომ გეფრიალებიათ, იქნებ ენგურის საზღვარიც გაგვერღვია“ - დიკა სალაყაია

🔵„გადარჩენილა ეს ალქაჯი და ისევ მოახტა ახალ თვითმფრინავს - კვლავ განაგრძობს ოკუპანტების დედის @ყვნას!“ - ლიკლიკაძე

🔵დღეს ახალმთვარეობაა - როგორ უნდა მოიქცეთ ამ დღეს?