Digest Logo

„ამ კვირაში ეს ერთი დღე არის რთული - არ დაგეგმოთ არაფერი“ - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება

1669616572
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, დედამიწა ამ კვირაში ისევ დადებით ენერგოველში იმყოფება, რაც ადამიანებზე დადებითად აისახება. ასტროლოგი საზოგადოებას მნიშვნელოვანი საქმეების ამ კვირაში მოგვარებას სთხოვს, რადგან მომავალი კვირიდან ვითარება დაიძაბება.

„მთლიანობაში ეს კვირა კარგია, რადგან დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია.

გვეძლევა შანსი, რომ დავასრულოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან მომდევნო კვირა რთული იქნება. გვაქვს სამი გეომაგნიტური დღე: ოთხშაბათი, ხუთშაბათი და კვირა. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ ეს კვირა გამოიყენოთ ყველა მიმართულებით, იქნება ეს ახალი საქმეების დაწყება, საცხოვრებელი სახლის შეცვლა თუ სხვა რამ, შემდეგი კვირიდან ვითარება დაიძაბება.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ამ კვირაში ერთი დღე - ხუთშაბათი არის რთული, ამ დღეს არ დაგეგმოთ არაფერი და მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან იქნება კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა, სხვა მხრივ კვირა დადებით შანსებს იძლევა“, - განაცხადა მიხეილ ცაგარელმა „იმედის დილაში“.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵„ოლგა ფეხმძიმედ იყო, Yandex-ის მძღოლმა წვიმაში არ წაიყვანა... მითხრა რომ არ აინტერესებდა და წავიდა!“ - რა შეემთხვა რატი წითელაძის ოჯახს

🔵 ავტობუსში შვილების თვალწინ მოკლული ქალის ოჯახი 7 თვის შემდეგ დუმილს არღვევს - ოჯახის პირველი კომენტარი

🔵„საშინელი ვირუსია, საშინელი, საათზე მეტია მაგდასთვის სიცხის დაგდებას ვცდილობ, 40-მდე აუვიდა, სასწრაფო ასეთ შემთხვევებზე არ მოდის“ - რას წერს ჟურნალისტი