Digest Logo

„მთავარი ფავორიტი ხართ - იზრდება თქვენი რეპუტაცია“ - მიხეილ ცაგარელი კვირის იღბლიან ნიშანს ასახელებს

1674457746
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგ მიხეილ ცაგარელის პროგნოზით, მიმდინარე კვირას დედამიწა დადებით ენერგოველშია, რაც თორმეტივე ნიშანს აძლევს წარმატების შანსებს.

♈ვერძი - ეს კვირა თქვენთვის ძალიან კარგია, ხდებით უფრო აქტიური, ენერგიული და ინიციატივიანია, მოიმატებს სასიცოცხლო ენერგია. კარგი პერიოდია ახალი საქმეების დასაწყებად და ძველი ურთიერთობის უფრო მაღალ დონეზე გადაყვანისთვის. ყველა ახალი საქმე კარგად წარიმართება, კარგი დროა ყველანაირი სიახლისთვის.  კარგია თქვენთვის 26 იანვარი და არ ვარგა 24 და 28 იანვრის დღეები.

♉კურო - ეს კვირა ხელს უწყობს ინიციატივის გამოვლენას, თუმცა თქვენი ენერგოტონუსი იკლებს, ამიტომ არ გადაიღალოთ. ასევე უნდა გაუფრთხილდეთ ჯანმრთელობას, რადგან კვირის მეორე ნახევრიდან  მოსალოდნელია იმუნიტეტის დაწევა. თუმცა ეს კვირა ძალიან კარგია ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, რაც თქვენი პროფესიული ჰორიზონტების გაუმჯობესებასა და კარიერული წინსვლას ხელს შეუწყობს. პოზიტიურია თქვენთვის 24 და ასევე 28 იანვრის დღეები. არ ვარგა 26 იანვრის დღეები.

♊ტყუპები - თქვენი ენერგოტონუსი ძალიან უმჯობესდება ხდებით უფრო აქტიური, ინიციატივიანი და ენერგიული. საუკეთესო დროა უცხოელებთან ურთიერთობისთვის, მოგზაურობისა და უცხოელ პარტნიორებთან კონტაქტისთვის. ყველაზე კარგია თქვენთვის 23 და 27 იანვარი და არ ვარგა 25 და 29 იანვარი.

♋კირჩხიბი - ამ კვირაში აქტუალური თემები საერთო საქმიანობა და ბიზნესი იქნება. თქვენ ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტთ, თუმცა მოგეთხოვებათ საიდუმლოს დაცვა და ენაზე კბილის დაჭერა. ასევე, რადგან თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, ეცადეთ კვირის მეორე ნახევრიდან არ გადაიღალოთ. კარგია 24 და 28 იანვარი და არ ვარგა 26 იანვარი

♌ლომი - საერთო ჯამში ნორმალური სიტუაცია გაქვთ, გემატებათ ენერგია, უმჯობესდება იმუნიტეტი და ხდებით უფრო აქტიური. მხარდაჭერას იგრძნობთ ხელმძღვანელების მხრიდან. ძალიან კარგი კვირაა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის. პოზიტიური დღეა 23 და 27 იანვრის დღეები და არ ვარგა 25 და 27 იანვრის დღეები.

♍ქალწული - თქვენი სასიცოცხლო ენერგია ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ არა იმდენად, რომ საქმეებს თავი ვერ გაართვათ. გირჩევთ კვირის მეორე ნახევარში მშვიდ რიტმზე გადახვიდეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რომ არ შეგექმნათ რაიმე სახის პრობლემები. კარგია თქვენთვის 25 და 29 იანვრის დღეები და არ ვარგა 23 და 27 იანვრის დღეები.

♎სასწორი - თქვენი ენერგოტონუსი მოიმატებს. უფროს სტაბილური და აქტიური ხდებით. შესაძლოა ახალი სასიყვარულო ურთიერთობები დაიწყოთ ან ძველი მაღალ დონეზე აიყვანოთ. კარგი პერიოდია ქორწინებისათვის და ხელშეკრულების დასადებად. კარგია თქვენთვის 26 იანვარი და არ ვარგა 24 და 28 იანვრის დღეები.

♏მორიელი - ამ კვირაში გარკვეული სასიკეთო შანსები გაქვთ, ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთება. როგორც ხელმძღვანელებთან და კოლეგებთან, ისე სასიყვარულო სფეროში. შესაძლოა მიიღოთ ნათესავების მხრიდან კეთილგანწყობა. ზედმეტად არ გადაიღალოთ. პოზიტიურია 25 და 29 იანვრის დღეები და არ ვარგა 25 და 27 იანვრის დღეები.

♐მშვილდოსანი - ამ კვირაში თქვენი პასუხისმგებლობის გრძნობა და ინტუიცია მოიმატებს. ეს დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. აქტიური, ინიციატივიანი და კონტაქტური ხდებით. კარგი იქნება მეგობრებთან ერთად რამე საქმის დაწყება. კარგია თქვენთვის 23 და 27 იანვრის დღეები და არ ვარგა 25 და 29 იანვრის დღეები.

♑თხის რქა - ამ კვირაში თქვენი ენერგია ცოტა მცირდება, ამიტომ ზედმეტად არ გადაიტვირთოთ, თუმცა მოსალოდნელია ძველი შესრულებული საქმეებიდან დივიდენდების მიღება, ან წარმატებით გადაწყვიტოთ ზოგიერთი ფინანსური საკითხი. კარგია თქვენთვის 25 და 29 იანვრის დღეები და არ ვარგა 23 და 27 იანვრის დღეები.

♒მერწყული - ამ კვირის მთავარი ფავორიტი ახლა თქვენ ხართ. საკმაოდ კარგი პერიოდი გაქვთ. ხდებით აქტიური, ინიციატივიანი და მეტად შეგიძლიათ ლიდერის თვისებების გამოვლენა და რეპუტაციის გაზრდა. ახლა თქვენი ამბიციებიც იზრდება, გაქვს სურვილი მიიღოთ მაქსიმალური და გამოგდით კიდევაც. ყველაზე კარგია თქვენთვის 23 და 26 იანვრის დღეები და არ ვარგა 25 და 28 იანვრის დღეები.

♓თევზები - თქვენი ენერგოტონუსი ნელ-ნელა მცირდება, მაგრამ ინტუიცია მდგრადია, რაც დაგეხმარებათ სწორად გადაწყვიტოთ გარკვეული საკითხები. ამ პერიოდში საიდუმლო აუცილებლად უნდა დაიცვათ. მომდევნო კვირიდან თქვენი ენერგოტონუსი მცირდება, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები ახლა უნდა გადაწყვიტოთ. ყველაზე კარგია თქვენთვის  25 და 29 იანვრის დღეები და არ ვარგა 23 და 27 იანვრის დღეები.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„წლის დასაწყისშივე ძალებს თავი თუ ვერ მოვუყარე და 2023 ისე ვერ დაიწყე, როგორც გეგმავდი, გული არ გაიტეხო, ყველაფერი ახლა იწყება...“ - რას გვირჩევს ასტროლოგი?

🔵„არ არის გამორიცხული, 2023 წელს, რისიც ჩვენ არ გვჯეროდა, ის გამჟღავნდეს“ - გიორგი ლობჟანიძის წლის პროგნოზი

🔵როგორი იქნება თქვენი ჯოჯოხეთი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?