
2025 წლის 14 მარტს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელებაა. როგორც ასტროლოგები ამბობენ, ეს დღე თითოეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და მოტივაციაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. აღსანიშნავია, რომ სწორედ 14 მარტს დაბნელების დერეფანი იწყება და 29 მარტს მზის დაბნელებით დასრულდება. ამავე პერიოდში, ორი პლანეტა - ვენერა და მერკური რეტროგრადულ მოძრაობაშია.
„შუადღის“ ეთერში ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი ამ მოვლენაზე საუბრობს და საზოგადოებას საჭირო ინფორმაციას უზიარებს.
„სრული დაბნელება საკმაოდ ძლიერი, ამიტომ გაიხსენეთ რა ხდებოდა 2006, 2007 და 2015 წელს. მაშინ იქ იყო ქალწულის ზოდიაქოში დაბნელება და რაც იქ ხდებოდა შეიძლება ის განმეორდეს.
რადგან დაბნელება ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში ხდება დაბნელება, მისი საწინააღმდეგო ნიშანი არის თევზები და ის იგრძნობს ამ ნეგატიურ სხივს.
დღეს არის პიკი ამ დაბნელების, თორემ იგი 3 დღის წინ დაიწყო და კიდევ 3 დღე გასტანს.
მნიშვნელოვანი პერიოდია ვის ეჩხუბებით, ვის დაუმეგობრდებით როგორ მოიქცევით და ა.შ. გაგრძელდება სექტორების ბოლომდე, გამოიჩინეთ სიფრთხილე.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, წნევას და მიიღეთ ხარისხიანი საკვები. ამ დროს მატულობს ხოლმე შინაგანი ცუდი აზრები და ამას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება არ აჰყვეთ, და ასევე არ აჰყვეთ პროვოკაციას. შეინარჩუნეთ კარგი განწყობა, ილოცეთ და დალოცეთ სხვები.
სამედიცინო სფეროში შეცდომების დაშვების ალბათობა არის მაღალი, უმჯობესია ექიმებთან ვიზიტისგან 2-3 დღე შეიკავოთ თავი.
სპორტში მოიმატებს ტრამვების ალბათობა“, - ამბობს მიხეილ ცაგარელი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გილოცავ, უფროსო ძმაო... შენით ძალიან ვამაყობ“– რას წერს დემნა გვასალიას ძმა
⭕შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სექსი? - გინეკოლოგის რჩევები!