Digest Logo

შეიძლება თუ არა ორსულობის დროს სექსი? - გინეკოლოგის რჩევები!

1741943014
 ნატო შენგელია

რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ნატო შენგელია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და სექსის შესახებ ხშირად დასმულ შეკითხვებს პასუხობს.

„კითხვა პირველი:

იწვევს თუ არა ორსულობის დროს სქესობრივი კონტაქტი ორსულობის შეწყვეტას?

ჩვეულებრივ, სექსი ორსულობის დროს მუცლის მოშლას არ იწვევს. თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და არ არსებობს რაიმე სამედიცინო უკუჩვენება. 

თუ ორსულობა გართულებულია, ან არსებობს რისკები სქესობრივმა აქტმა შესაძლებელი არის პრობლემები გამოიწვიოს, თუმცა ეს იშვიათ შემთხვევაში ხდება და ამის შესახებ თქვენი გინეკოლოგმა უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია. 

კითხვა მეორე:

როდის უნდა მოვერიდოთ სქესობრივ კონტაქტს ორსულობის დროს?

თუ გაქვთ სისხლიანი გამონადენი, ან ტკივილი და სპაზმი მუცლის ქვემო არეში. ამ დროს უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ გინეკოლოგთან“,- აცხადებს მედიკოსი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 კანის 5 ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადება - სიმპტომები და მკურნალობა

⭕„გილოცავ, უფროსო ძმაო... შენით ძალიან ვამაყობ“– რას წერს დემნა გვასალიას ძმა

⭕„რა საოცარი ბავშვია“ - ვატო არველაძისა და მაკუნა ზედაშიძის პატარა სოფიას ახალი ფოტოები