Digest Logo

„ამ პერიოდში წამოწყებული ინიციატივები გრძელვადიანად პერსპექტიულია...“ - ქეთევან ჯანდიერი 22 იანვრის კოსმოსურ მოვლენებზე

1769105415
ქეთევან ჯანდიერი

იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარ მოსაზრებას უზიარებს.

ქეთევან ჯანდიერი ამჯერად ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც 22 იანვრის კოსმოსურ მოვლენებსა და პლანეტების განლაგებაზე წერს:

„ეს ინფორმაციაც მნიშვნელოვანია! ამიტომ, ვთვლი რომ, ამაზეც უნდა დავწერო! დღეს, 22 იანვარს, ცაზე პლანეტების განსაკუთრებული განლაგება ყალიბდება.

მერკური, ვენერა და მარსი მზის მახლობლად იკრიბებიან და ცაზე თითქმის იდეალურ „ბრილიანტის“ ფორმას ქმნიან. ეს არ არის კლასიკური პლანეტარული კონიუნქცია (კავშირი) და მსგავსი მოვლენა უახლოეს მომავალში აღარ განმეორდება.

ეს ფენომენი, შეუიარაღებელი თვალით არ იქნება ხილული — პლანეტები მზესთან იმდენად ახლოს არიან, რომ მისი ძლიერი შუქი დედამიწიდან დაკვირვებას ფარავს.
თუმცა უხილავი არ ნიშნავს შეიგრძნობს.

ეს არის გამჭრიახობის, ახალი იდეებისა და თვითგაგების პერიოდი. და, რა თქმა უნდა, შინაგანი კორექციების დრო მათთვის, ვინც მზად არის ამისთვის. თითქოს თქვენს წინაშე იღება კარები იმ გზისკენ, რომელიც დიდი ხანია გელოდებათ.

მერკური გიძღვებათ სწორი აზრებისა და გადაწყვეტილებებისკენ, ვენერა გაძლევთ შესაძლებლობას ამოიცნოთ თქვენი ნამდვილი ღირებულებები და სურვილები, ხოლო მარსი გაძლევთ ძალას და ბიძგს მოქმედებისთვის. ყველაფერი აქტიურდება მზის პრინციპით: სიცხადე, გაცნობიერება და საკუთარი არსის აღმოჩენა.

რა არის სასურველი ამ პერიოდში?

1. ძველი ვალების დახურვა — როგორც ფინანსური, ისე მორალური.
ახალი ცოდნისა და უნარების შესწავლის დაწყება.
2. ცხოვრებისეული და პროფესიული პრიორიტეტების გადახედვა.
3. დაკვირვება და მოსმენა — უფრო მეტად, ვიდრე საუბარი.
4. საკუთარი პირადი საზღვრების მკაფიო განსაზღვრა.

ახლა აღარ გჭირდებათ სამყაროსთვის არაფრის დამტკიცება. ისევე როგორც სხვებზე ორიენტირება. საკმარისია გულწრფელად შეისწავლოთ საკუთარი სურვილები და მიმდინარე მოვლენები.

გააცნობიერეთ, რომელი იდეებია დიდი ხანი მზად რეალიზაციისთვის? რატომ ვერ მოიყვანეთ სისრულეში? მიზეზები, მხოლოდ ილუზიაა, რომელიც დროსა და ენერგიას გართმევთ. დაიწყეთ მოქმედება!

ამ პერიოდში წამოწყებული ინიციატივები გრძელვადიანად პერსპექტიულია. თუმცა მათი რეალიზებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს საკუთარი თავის შეცვლა! ზოგ შემთხვევაში, საკმაოდ რადიკალურადაც კი!

პლანეტარული განლაგების გავლენა დღეიდან (22.01.26 — 29.01.26) ჩვენთან კვირის ბოლომდე დარჩება. ამიტომ ნუ აიძულებთ თავს, რომ დღესვე მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილებები ან გადადგათ მკვეთრი ნაბიჯები.

ყველაფერი თავის დროზე მოვა, უბრალოდ იფიქრეთ ამ საკითხებზე მეტი“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კაცებს არაფრით ჩამოუვარდებით, ყველა პაციენტში უნდა მოხდეს სახის ჰარმონიზაცია“ - ციცინო შურღაია პლასტიკურ ქირურგიაში ქალის როლზე

🎥 „ჩემთან პაციენტები ჩამოდიან მთელი მსოფლიოდან...“ - რატომ მოუწია ციცინო შურღაიას სამშობლოში დაბრუნება?

🎥 „გაზი დატოვა მოშვებული...“ - ვინ სცადა ციცინო შურღაიას მკვლელობა, პლასტიკური ქირურგის სკანდალური ინტერვიუ