Digest Logo

„ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება...“ - რამაზ გიგაურის ასტროლოგიური რჩევები

1753628437
რამაზ გიგაური

ასტროლოგი, ფსიქოლოგი და რამდენიმე წიგნის ავტორი, რამაზ გიგაური, სოციალურ ქსელში სხვადასხვა ასტროპროგნოზთან ერთად საზოგადოებას ხშირად უზიარებს სასარგებლო რჩევებსაც.

ამჯერად ასტროლოგი, ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც მიმდინარე პერიოდის ასტროპროგნოზსა და უკურსო მთვარეზე საუბრობს:

„მთვარის „უკურსო მოძრაობა“

აგვისტო (2025)

ასტროლოგიაში ე. წ. მთვარის „უკურსო მოძრაობის“ პერიოდი არაეფექტიანად ითვლება. მიჩნეულია, რომ ამ პერიოდში წამოწყებული საქმეები რთულად ან საერთოდ ვერ ვითარდება (ელექციურ ასტროლოგიაში მთვარე - საქმის რეალიზაციაზე მიანიშნებს).

ქვემოთ მითითებული დროის ყველა მონაკვეთი გამოთვლილია თბილისის სასაათო სარტყლის მიხედვით (GMT +4). ბუნებრივია, სხვა სასაათო ზოლში მცხოვრებმა ადამიანებმა დროის შესაბამისი განსხვავება უნდა გაითვალისწინონ.

დროის ამ პერიოდებში არ არის რეკომენდებული:

* მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება;
* კომპანიის, ორგანიზაციის რეგისტრაცია;
* მოლაპარაკების წარმოება და შეთანხმების დადება;
* საბუთების გაფორმება და მათზე ხელის მოწერა;
* ახალი საქმის დაწყება;
* ფულის დაბანდება ან სესხება-გასესხება;
* სერიოზული გადაწყვეტილების მიღება;
* რემონტის დაწყება;
* მსხვილი შენაძენების გაკეთება“, - წერს რამაზ გიგაური.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დალოცვილი დედა იყავი...“ - თათა ვასაძე ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს გვიზიარებს

🎥 „ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში 2 პირს ჭრილობები მიაყენა და მიიმალა“ - დაკავებულის 1 პირი

🎥 „კვირა დღე უფლისაა“ - ნოე სულაბერიძე ოჯახურ კადრებს აქვეყნებს