ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს და საზოგადოებას რჩევებს უზიარებს.
ამჯერად მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც 13 ნოემბრის ასტროლოგიური მოვლენების შესახებ საუბრობს.
„13 ნოემბერი არის მთვარის მეცამეტე დღე. ჯერჯერობით ის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში იმოძრავებს. პოზიტიური აქცენტებიდან შეგვიძლია დავასახელოთ ჩვენი აქტიურობა, მონდომება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.
ფრთხილად იყავით იმპულსურ ქმედებებთან, რადგან შესაძლოა ჩვენს საქმეებს ზიანი მიაყენოს. ამ დღეს ვერძის ნიშნისკენ მიდის მთვარე და უმეტესი დღე ჰარმონიულად ჩაივლის. შეგვიძლია გავუმკლავდეთ იურიდიულ საკითხებს, რომლებიც გადადებული გქონდათ. ნებისმიერი ქმედება, რომლებიც მიზნად ისახავს რეპუტაციის ამაღლებას კარგად აისახება დღევანდელ დღეზე.
საღამოს უკვე 18:00 საათის შემდეგ ჯობია, რომ აქტიური ქმედებებისგან თავი შევიკავოთ. გრძელვადიანი პროექტების განხორციელება არ ღირს. შეგვიძლია სასწავლო აღჭურვილობა შევიძინოთ. ასევე მანქანებისა და მისი ნაწილების შეძენაც რეკომენდებულია. ტურიზმისა და მოგზაურობისთვის საჭირო ნივთები.
დღის მთავარი მახასიათებელი სტატიკური სატურნია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გაცილებით უფრო ნელა მოძრაობს. ისეთი საკითხები, რომლებიც სატურნს უკავშირდება, მათი განხორციელება ამ დღეებში იქნება არასწორი“, - აღნიშნა ხათუნა ნოელმა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „არა, ჩემი და არ ვარ... არც ტყუპისცალი მყავს, მე ვარ...“ - ბარბარა სამხარაძე ახალ ფოტოს აქვეყნებს
🎥 „ბედნიერი მამა, შვილის ნათლობაზე...“ - ვრცელდება ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის კადრები