
ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას რეკომენდაციებს უზიარებს ხოლმე.
ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც დაბადების დღის აღნიშვნაზე და ამისთვის ხელსაყრელ ადგილზე საუბრობს:
„სად შევხვდე დაბადების დღეს?
ხშირად მეკითხებიან აქვს თუ არა მნიშვნელობა ადგილს, სადაც დაბადების დღეს შევხვდებით და რა გავლენას მოახდენს ეს ადგილი მთლიან წელიწადზე. დაბადების დღის ადგილმდებარეობა სოლარულ რუკაზე საკმაოდ გავლენიანია, პლანეტების მდებარეობას ნიშნებში და ასპექტებს არ ცვლის, თუმცა, იცვლება სახლების სისტემა.
მაგალითად ადამიანი დაბადების დღეს ხვდება თბილისში, სოლარული მზე - ვენერა ჯდება მე-12 ან მე-8 სახლებში, იუპიტერი მე-6 სახლში... ასეთი სოლარი არც თუ ისე პოზიტიურია ხოლმე (თუ ასპექტები ხელს არ გვიწყობს), რადგან ამ წელს შესაძლებელია არასასიამოვნო სიტუაციებს, კრიზისებს წავაწყდეთ, თავი ჩაკეტილად ვიგრძნოთ… მაგრამ თუ ასეთი სოლარის დროს ადამიანი დაბადების დღეს ევროპის ქვეყნებში შეხვდება, მაშინ მზე გადმოვა პირველ სახლში და იუპიტერი მე-7 სახლში გადავა, რაც ამ წელს პოზიტიურ შანსებს მოგვცემს რეალიზაციისთვის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენისთვის და ურთიერთობებში წარმატებისთვის.
ადგილმდებარეობის შეცვლით ასევე შესაძლებელია სოლარის ისე შეცვლა რომ, სახლების სისტემა ჩვენს წლიურ გეგმებს მოვარგოთ. მაგალითად ამ წელს თუ ფინანსების მოზიდვა გვსურს, ავარჩიოთ ისეთი ადგილი, სადაც „კეთილი პლანეტები“ (მზე, ვენერა, იუპიტერი) მე-2 სახლში მოხვდებიან, თუ პარტნიორული ურთიერთობების დალაგება გვსურს, მაშინ „კეთილი პლანეტები“ მე-7 სახლში უნდა მოხვდნენ“, - წერს აკაკი გოგოლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „სახლში რამეს თუ ვერ პოულობენ, ფიქრობენ რომ გიორგიმ აიღო...“ - ფეხბურთელები „მაფიაში“