„ქართული იუთუბის მაფია“ წლების განმავლობაში სხვადასხვა ცნობილი სახის მასპინძელი გახლდათ და არა ერთი საინტერესო თამაში ჩაუტარებია.
„მაფია“ ეს არის ინტელექტუალური თამაში, რომლის მეშვეობით მოქალაქეები იბრძვიან მოგებისთვის და მაფიოზების გამოაშკარავებისთვის, ან პირიქით. იგებს ის, ვისაც ყველაზე კარგი ინტუიცია აქვს.
ამჯერად კი „ქართული იუთუბის მაფიაში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და სხვა ცნობადმა სახეებმა ითამაშეს:
მაფიის გამარჯვებულები გახდნენ, გიორგი მამარდაშვილი, მისი და, ნინიკო მამარდაშვილი და მათი მეგობარი გიორგი მიქავა, რომლებსაც მაფიოზების როლი ჰქონდათ მორგებული. გიორგი მამარდაშვილი კი მაფიოზების „დონი“ გახლდათ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ზაფხულში მგზავრობის დროს გასათვალისწინებელი რეკომენდაციები - სპეციალისტის რჩევები