Digest Logo

„არ აჰყვეთ ილუზიებს, არ ღირს ცრუ დაპირებების დაჯერება და საკუთარი თავის მოტყუება“ - მიხეილ ცაგარელი

1655354857
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში –  22:41-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ აჰყვეთ ილუზიებს, არ ღირს ცრუ დაპირებების დაჯერება და საკუთარი თავის მოტყუება.

მოერიდეთ ჭირვეულობას და პრეტენზიების გამოთქმას, გადამეტებულ სიამაყესა და ამპარტავნებას.

პარტნიორული ურთიერთობა – ნუ შეჰპირდებით პარტნიორს იმას, რისი შესრულებაც გაგიჭირდებათ, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება, საბანკო და საფინანსო ოპერაციების ჩატარება, ხელმძღვანელებთან კამათი და საკუთარი სიმართლის მტკიცება.

ჯანმრთელობა – გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან დღეს განსაკუთრებით მაღალია საკვებით და მედიკამენტებით მოწამვლის ალბათობა. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. მოერიდეთ თხილის, თაფლის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებას. კარგი დღეა ექიმის კონსულტაციის მიღებისა და მკურნალობის დასაწყებად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, ხერხემალს, სახსრებს და მუხლებს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ნაცრისფერი, კრემისფერი და ყავისფერი, ასევე აქატი, ონიქსი, ქრიზოპრაზი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მოგიყვებით დეტალურად რა ხდება ჩვენს თავს.. დაიხურა ვანო... ჩემი გადაცემაც... ვიბრძვით გადარჩენისთვის“ - ნანუკა ჟორჟოლიანი

🔵„სავსემთვარეობა ენერგეტიკულად მძიმე დღეა - არ აჰყვეთ პესიმისტურ და დეპრესიულ ფიქრებს“ - ცაგარელი

🔵„გაფრთხილება! მიმდინარე პერიოდში ცაზე სატურნისა და კარმული კვანძების დაძაბული ასპექტები მეტად არასასიამოვნო კონფიგურაციას ქმნიან“ - ხათუნა ნოელი