Digest Logo

🎥 „არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით ჩავიფიქრებთ, დაწერთ თუ გონებაში გაივლებთ, მთავარია გქონდეთ მუხტი და იმპულსი“ - ნინა სუსლოვა 21 ივნისის ბუნიობაზე

1750427030
ნინა სუსლოვა

21 ივნისს ზაფხულის ბუნიობაა. წელიწადის ამ დღეს დედამიწა ყველაზე დიდხანსაა მზისაგან განათებული. 21 ივნისის დილა წლის მანძილზე ყველაზე ადრეულ დროს თენდება, ხოლო დაბინდება ასევე ყველაზე გვიან იწყება. 21 ივნისიდან დღე იწყებს კლებას, ღამე კი მატებას, და ეს გრძელდება 21 დეკემბრამდე, ზამთრის ბუნიობამდე, როდესაც ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე გვაქვს.

ასტროლოგიურად, ზაფხულის ბუნიობა ითვლება წელიწადის ცხელი სეზონის დასაწყისად.

ამბობენ, თუ აღნიშნულ დღეს სურვილებს ჩამოწერთ - ის აუცილებლად აგიხდებათ! - როგორც ჩავიფიქროთ სურვილები სწორად და რა აფირმაცია უნდა ჩავატაროთ, ამაზე გადაცემაში „დღის პოსტი“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

„ძალიან საინტერესო, ძლიერი დღეა, შეიძლება ყველაზე ძლიერიც კი. ახლა არის პიკი სინათლის, მზის ენერგიის, დადებითი ენერგიების რაც ადამიანს სჭირდება. 

იდეალური იქნება თუ მზის ამოსვლასთან ერთად გაიღვიძებთ, 10 წუთით ადრეც, რომ შეხვდეთ მზის ამოსვლას, ცოტა რთულია, მაგრამ ამ ერთი დღის გაჭირვება ღირს იმად, რისი მოცემაც შეუძლია ამ ენერგიას. ყველაზე მარტივად შეგიძლიათ ამ დადებითი ენერგიით ავსება. გაჩერდით მზის სხივების ქვეშ ცოტა ხანს, წადით ბუნებაში, დატკბით. 

რაც შეეხება სურვილების ჩაფიქრებას: 

ბევრი მომენტია, ძალიან მნიშვნელოვანი - რაც სწორად უნდა გამოიყენოთ. შეგვიძლია ჩვენი ცხოვრება შევცვალოთ. 

შეგიძლიათ სურვილის ჩაფიქრება მთელი დღის განმავლობაში, ამ დღეს თვითონ აქვს უკვე ენერგია, ნებისმიერი სურვილი, ფიქრი, ჩანაფიქრი - არ აქვს მნიშვნელობა როგორი ფორმით ჩავიფიქრებთ, დაწერთ თუ გონებაში გაივლებთ, მთავარია გქონდეთ მუხტი და იმპულსი, მე მზად ვარ და ვეგებები, მთავარია გქონდეთ დადებითი, პოზიტიური ენერგია. 

თუ გიჭირთ ვიზუალიზაცია, შეგიძლიათ დაწეროთ სურვილები ფურცელზე და დაწვით, ამით მისცემთ იმპულსს, გაუშვით ნამწვი ჰაერში“, - ამბობს ნინა სუსლოვა.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ჰამლეტი სხვა ქალისკენ ვერ გავახედეთო?“... 44 წლის ასაკში დაოჯახება, ხიდან ჩამოვარდნა და ტრაგიკული გარდაცვალება - ჰამლეტ გონაშვილის ამბავი სიყვარულისა

„სანამ ვცოცხლობ, ჩემში იცოცხლებ, ჩემიანად გიგულებ და ყველგან სიამაყით ვიტყვი - ჩვენ ჰამლეტ გონაშვილის ქვეყნიდან ვართ“ - შაბან მამედოვი

„ყველა ნიშანმა ეს ყველაფერი უნდა წამოსწიოს წინ თუ გინდათ იყოთ წარმატებული...“ - მიხეილ ცაგარელი მზის კირჩხიბის ზოდიაქოში გადასვლაზე