Digest Logo

🎥 „არ ჩაეჭიდოთ წარსულს, რომელიც ხელს გიშლით...“ - 20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1726815854
ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსიმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 20 სექტემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც სუსლოვამ აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. ეზოტერიკოსი გვირჩევს, რომ ყურადღება მივაქციოთ ყველა მოვლენას, რაც დღეს მოხდება - შესაძლოა ეს იყოს რჩევა ან მითითება სამყაროსგან.

♈ ვერძი

გამოდით თქვენივე შექმნილი კომფორტის ზონიდან და შეეცადეთ სხვაგვარად იმოქმედოთ. გააკეთეთ ის, რასაც გული გიკარნახებთ და მიზანს აუცილებლად მიაღწევთ.

♉ კურო

ენდეთ თქვენს შინაგან ხმას და ინტუიციას, დღეს შესაძლოა სწორი მითითებები მიიღოთ საკუთარი თავისგან. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და უკან არ დაიხიოთ.

♊ ტყუპები

დღე დადებითია, კომუნიკაციის უნარი თქვენი ძლიერი მხარეა. დღე შეგიძლიათ ნაყოფიერად გამოიყენოთ ნებისმიერი საკითხის მოსაგვარებლად. გაგიმარტივდებათ ნებისმიერ ადამიანთან საუბარი და საქმის მოგვარება.

♋ კირჩხიბი

გირჩევთ ემოციებისგან თავი შეიკავოთ. თუ ემოციების გაწონასწორებას მოახერხებთ, მაშინ დღე მშვიდობიანად ჩაივლის. ძალიან ხშირად ემოცია განაპირობებს თქვენს წარმატებას.

♌ ლომი

წარმატების მიღწევაში ქარიზმა გეხმარებათ. დღესაც ასე იქნება. გმართებთ ენერგიულობა, იმისათვის რომ სასურველ მიზანს მიაღწიოთ.

♍ ქალწული

ეს დღე მნიშვნელოვანი იქნება დაგეგმარების კუთხით. გამოიყენეთ ნებისმიერი საქმის დასაწყობად და დასაგეგმად. ერთგვარი ჩონჩხი ააგეთ - რა გინდათ, როგორ გინდათ და როგორ თვლით.

♎ სასწორი

თუ გსურთ ჰარმონია და სიმშვიდე შემოიტანეთ ქაოსი. ძალიან ხშირად გაურბიხართ კონფლიქტს, მაგრამ ხან და ხან ესეც საჭიროა, იმისთვის რომ ბალანსი მოვიდეს. შემოიტანეთ რაიმე ახალი და ქაოსური.

♏ მორიელი

ენდეთ თქვენს ინტუიციას. არ ჩაეჭიდოთ წარსულს, რომელიც ხელს გიშლით, პირიქით გაუშვით და დაასრულეთ ის რაც დასასრულებელია. ეცადეთ ახალი ნაბიჯები გადადგათ.

♐ მშვილდოსანი

დღე საკმაოდ საინტერესო იქნება თქვენთვის. ეცადეთ იყოთ ცნობისმოყვარეები და გაიგოთ, რაც შეიძლება მეტი. მოიძიეთ ინფორმაცია და იკითხეთ ბევრი.

♑ თხის რქა

ეცადეთ სწორი ბალანსი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში და თავისი ადგილი მიუჩინოთ ყველაფერს. სამსახურს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. გაანაწილეთ დრო სწორად ასე უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს.

♒ მერწყული

კარგი იქნება თუ ურთიერთობებს გადააფასებთ და ახალ დასკვნებს გამოიტანთ. ხან დ ხან მათ ძალიან უყვართ ახალი ადამიანების გაცნობა, თუმცა აქვე ხდება მომენტი, რომ ძველ ადამიანებს კარგავთ.

♓ თევზები

იფიქრეთ საკუთარ თავზე, მოეშვით სხვებზე ფიქრს და საკუთარ თავს დაუთმეთ მეტი დრო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ თქვენი კარგად ყოფნა სხვის კეთილდღეობას ნიშნავს.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „წუთით არ დაიჯეროთ, რომ კესო ვინმეს აშანტაჟებდა... მეგობრებს დაგვირეკა, ვიდეოკოლაჟი გაგვაკეთებინა“ - თამუნა მუსერიძე კესარია აბრამიძესთან მიმოწერის დეტალებზე

🎥 „ჩვენი ულამაზესი გოგო… როგორ გაიმეტა იმ ცხოველმა ეს ულამაზესი ადამიანი სიკვდილისთვის“ – ია ფარულავა

🎥 რა ხდებოდა კესარია აბრამიძის სახლთან მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე? - ვრცელდება, სათვალთვალო კამერის მორიგი ჩანაწერი