პიროვნული ზრდის მენტორი თამარ კვარაცხელია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს, სადაც საკუთარ ცხოვრებისეულ ფილოსოფიასა და ყოველი დღის შანსებზე საუბრობს.
ის საკუთარ პოსტში წერს, რომ ყოველი დღე გვაძლევს შანსს ცხოვრებისთვის, სიყვარულისთვის, რწმენისთვის, მიტევებისთვის, მიღებისთვის:
„ყოველი დღე გვაძლევს შანსს:
შანსს ცხოვრებისთვის, შანსს სიყვარულისა და რწმენისთვის, შანსს მიტევებისთვის და მიღებისთვის.
გაიღიმო, თუმცა არ გეღიმებოდეს, მოიკითხო საყვარელი ადამიანები, დაურეკო დიდი ხნის დავიწყებულ მეგობარს,
შაბათ-კვირას დედ-მამას ესტუმრო, შეიფარო აკანკალებული ლეკვი, ჩაიცვა ულამაზესი და თამამი კაბა, იყიდო ის სუნამო, რომელზედაც ყოველთვის ოცნებობდი, იმოგზაურო სხვა ქალაქში, იყიდო ყვავილები, აღფრთოვანდე, შემთხვევით მაღაზიის ვიტრინაში არეკლილი შენი სილუეტით, ყუთიდან ამიღო მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი,
არ დაგავიწყდეს საყვარელი შოკოლადების ყუთის ყიდვა და სახლში მიტანამდე მათი ჭამა... ...შეგიყვარდეს!
ნუ ჩართავ ტელევიზორს, ნუ სქროლავ, არ წაიკითხო ის რაც არ გზრდის და არ გხდის უკეთესს, არ გჭირდება თავის გამართლებების მოფიქრება, ან არასდროს თქვა „არასდროს“. ხომ კარგია, გახვიდე ქალაქიდან და ფეხშიშველმა იარო/ გაირბინო ბალახში, გაათენო ღამე ტყეში.
ადგე და იხეტიალო თბილ წვიმაში და სახურავიდან ან შენი აივნიდან უცქირო საღამოს აციმციმებულ ქალაქს.
იქირაო სასტუმროს ნომერი და შეუკვეთო შამპანური ანანასით.
გაისეირნო ქალაქში, დაიღალო, მერე ჩამოჯდე სკამზე და მიირთვა ნაყინი. ამ სკამმა გაგახსენოს ის და დაურეკო ადამიანს, ვისთან ერთადაც, წლების უკან, ბევრ მშვენიერ მომენტს იზიარებდი ამ პარკში და რომლის ნომერიც იმ დღეებიდან მოყოლებული შენს ტელეფონის სიას შემორჩენია და უთხარა: უბრალო, მომენატრე! გახსოვს...
არ დაელოდო მარადიულ ხვალინდელ დღეს და არ თქვა არარეალურია „შესაძლოზე“. ნუ იოცნებებ იმაზე, რასაც სხვები აკეთებენ.
იოცნებე შენებურად და იმაზე რაც გულით გინდა. იცხოვრე და მთელი ცხოვრება ნუ ემზადები ამისთვის...
როცა ახალი დღე გათენდება არ მოძებნო მიზეზები, უბრალოდ იყავი ბედნიერი...
ადამიანების უმრავლესობა, ახალ ცხოვრებას იწყებს დილით, ორშაბათს ან ახალ წელიდან. შენთვის კი ახალი ცხოვრება არის ის ცხოვრება, რომელშიც არ გაშინებს შენი სურვილები და არ ივიწყებ შენს ოცნებებს, მით უმეტეს არ გადადებ და არ მალავ მათ შორეული პერსპექტივისთვის.
და აღარ დგას საჭიროება არარსებულ „ოდესმე“ ან „მერე“-ს დაელოდო“.
იბედნიერე იქ და იმით სადაც ხარ და რაც გაქვს, დანარჩენი შექმენი თავად, ჩამოწერე შენი ბედნიერების სია და იმოქმედე!“, - წერს თამარ კვარაცხელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კეთილი ადამიანი“ - ნანუკა გულუა შვილის უსაყვარლეს კადრებს გვიზიარებს