Digest Logo

„არ გაამჟღავნოთ პირადი გეგმები“ - 10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1752091956
ჰოროსკოპი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს. იგი საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ამჯერად მელიქიშვილი 10 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზს აქვეყნებს:

„ჰოროსკოპი 10 ივლისისთვის

მთვარის დღე – 15 / 16

მთვარის ფაზა – სავსემთვარეობა თხის რქაში

ვერძი

არ შეგეშინდეთ ახალი ნაცნობობის – წარმატებას მოგიტანთ. ვერძებს ელით სასიამოვნო დღე და საჭირო შედეგები. სერიოზული სირთულეები მოსალოდნელი არ არის. საღამო ჯობს დასვენებას დაუთმოთ.

კურო

დღეს არ არის საჭირო შეუძლებლის მიღწევა. იმოქმედეთ მშვიდად და თანმიმდევრულად. მოთმინება და რეალისტური დამოკიდებულება გადაგარჩენთ იმედგაცრუებისგან.

ტყუპი

დაეყრდენით ინტუიციას. დადებითი განწყობა დაგეხმარებათ გადალახოთ წვრილმანი პრობლემები. სასურველია დღეს იყიდოთ ლამაზი დეკორი ან ნივთები სახლისთვის.

კირჩხიბი

არ გაამჟღავნოთ პირადი გეგმები. ახლობლებმაც კი შეიძლება ვერ გაგიგონ. ერიდეთ კონფლიქტებს და დაიცავით სიმშვიდე. საღამოს სასიხარულო ამბავს მიიღებთ.

ლომი

დღე შესაფერისია ძველი მეგობრების გასახსენებლად და კონტაქტის აღსადგენად. ეცადეთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით იმოქმედოთ. მიიღეთ შემოთავაზებები, თუმცა კრიტიკულად შეაფასეთ ისინი.

ქალწული

დროებით შეიძლება საქმეებში შეფერხებები იყოს. ნუ დაჩაგრავთ ახლობლებს, მათი მხარდაჭერა მალე ძალიან დაგჭირდებათ. დღის მეორე ნახევარი უფრო წარმატებული იქნება.

სასწორი

დილით დაისვენეთ და გააკეთეთ ის, რაც გსიამოვნებთ. მნიშვნელოვანი საკითხები მეორე ნახევარში გადაიტანეთ. არ იჩქაროთ და იმოქმედეთ ნაცნობი მეთოდებით.

მორიელი

გქონდეთ გეგმა და იმოქმედეთ ფრთხილად. დღევანდელი დღე ხელსაყრელია მიზნების განხორციელებისთვის. საღამოს დაგეგმეთ მხიარული შეხვედრა ან წვეულება.

მშვილდოსანი

დღეს უმჯობესია მარტო ყოფნა და საკუთარ თავში ჩაღრმავება. იფიქრეთ იმაზე, რა გიზიდავთ და როგორ შეგიძლიათ მიაღწიოთ ამას. სიმშვიდე დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში.

თხის რქა

დაუთმეთ დრო საკუთარ საჭიროებებს და სურვილებს. ცოტა ხნით დაისვენეთ სამუშაო საკითხებისგან. იპოვეთ მხიარული ადამიანები თქვენს გარშემო – ისინი დაგეხმარებიან განწყობის შენარჩუნებაში.

მერწყული

დღეს გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე. დაისვენეთ და მშვიდად გაატარეთ დღე. მარტო ყოფნა დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ საკუთარ მიზნებსა და სურვილებში.

თევზები

წარმატებული და პროდუქტიული დღეა. თუმცა, ყურადღება არ დაკარგოთ. ემოციებს არ მისცეთ თავზე ხელის დაფარების უფლება. პოზიტიური დამოკიდებულება დაგეხმარებათ სწრაფად და ეფექტურად შეასრულოთ დაგეგმილი საქმეები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ძალიან დიდი შესვენება მჭირდება შენგან!“ - რას წერს ალექსანდრა პაიჭაძე

🎥 „ზოგჯერ ვფიქრობ ალისა უნდა მერქვას, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება საოცრებაა“ - მაკა შალიკაშვილი

⭕ცნობილი სტუმრები, დრესკოდი და გრანდიოზული ტორტი - კადრები შორენა ბეგაშვილის ზღაპრული დაბადების დღიდან