ადამიანი მხოლოდ მაშინ იზრდება, როცა სწავლობს არა მხოლოდ სხვების პატივისცემას, არამედ საკუთარი თავისაც. სწორედ აქ ჩნდება ტერმინი „თავმოყვარეობა“, რაც საზოგადოებაში ხშირად აღიქმება როგორც სიამაყე, ეგო.
წიგნის „გონების კოდი“ ავტორი ამბობს, რომ სინამდვილეში თავმოყვარეობა შინაგანი ბალანსია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ ღირებულებას ისე, რომ სხვისი დამტკიცება აღარ სჭირდება:
„თავმოყვარეობა ხშირად აღიქმება, როგორც სიამაყე ან ეგო, თუმცა სინამდვილეში ეს შინაგანი ბალანსია, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საკუთარ ღირებულებას ისე, რომ სხვისი დამტკიცება აღარ სჭირდება.
ჰარმონიული თავმოყვარეობა გვიცავს თვითდამაკნინებელი ქცევებისგან. როცა საკუთარ თავს აფასებ, აღარ აძლევ უფლებას ვინმეს, დაგამციროს, გამოგიყენოს ან დაგაკარგვინოს სიმშვიდე. თავმოყვარეობა ნიშნავს „არა“-ს თქმას იქ, სადაც შენი „ენერგია იფლანგება“ და „დიახ“-ს თქმას „საკუთარ ღირსებაზე”.
სწორედ თავმოყვარეობაა ის უხილავი ზღვარი, რომელიც განსაზღვრავს როგორ გექცევა სამყარო. თუ შენს თავს პატივისცემით ექცევი, სხვებიც ასე მოიქცევიან. ხოლო როცა საკუთარ ღირებულებას ივიწყებ - გარე სამყარო მხოლოდ ამის ანარეკლს დაგიბრუნებს.
გახსოვდეს: თავმოყვარეობა არ გართმევს თავმდაბლობას, ის უბრალოდ გიცავს იმისგან, რომ არ დაკარგო საკუთარი სიმართლე სხვის მოსაწონებლად.
და როდესაც იწყებ საკუთარ შინაგან ღირსებასთან ხელახლა დაკავშირებას, შენში ჩნდება უცნაური სიმშვიდე, ისეთი, რომელიც აღარ საჭიროებს სხვების მოწონებას“, - წერს ზაზა ჯაიანი.
ასევე დაგაინტერესებთ: