Digest Logo

🎥 „ეს მაგიური ცოდნაა, ნუ შეგვეშინდება ამ სიტყვის, ქრისტემ მაგალითი მოგვცა, რა შესაძლებლობები გვაქვს და არ ვიყენებთ... შეიცან თავი შენი“ - ნინო გოძიაშვილი „კავკასიური იოგას“ ფესვებზე

1762944157
ნინო გოძიაშვილი

პოლონური წარმოშობის მოგზაურმა, მხატვარმა, ეზოტერიკოსმა, გრაფი სტეფან კოლონა ვალევსკიმ, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა, დაწერა წიგნი სახელწოდებით - „კავკასიური იოგას სისტემა“. 

მას შემდეგ, რაც მან XIX საუკუნის ბოლოს, კავკასიის მთიან რეგიონში იმოგზაურა, ამტკიცებდა, რომ აქ შეხვდა განდომილებს, ვისგანაც გარკვეული ცოდნა შეიძინა. 

წიგნი რუსულ ენაზე პირველად XX საუკუნის მეორე ნახევარში, მოსკოვში გამოიცა. წიგნი გადმოსცემს ე.წ. საიდუმლო ფიზიოლოგიურ-სულიერ სწავლებას, რომელიც აერთიანებს იოგას, მედიტაციას, ენერგეტიკულ პრაქტიკებს და ცნობიერების ტრანსფორმაციას.

მიუხედავად ამისა, წიგნს საეკლესიო და აკადემიური იოგის სკოლები არ აღიარებენ როგორც ავთენტიკურ იოგურ დოქტრინას. დღეს ეს წიგნი პოპულარულია ეზოტერიკული ლიტერატურის მოყვარულებში და იშვიათად მოიპოვება ბიბლიოთეკებში ან ძველი გამოცემების მაღაზიებში.

„კავკასიური იოგას სისტემა“ საქართველოში პირველად ნინო გოძიაშვილმა და მისმა მეუღლემ თარგმნა. 

ნინო გოძიაშვილი ჟურნალისტი, ჟურნალისტთა ფედერაციის გამგეობის წევრი, დამსახურებული ჟურნალისტი და წიგნის „ქართული იოგა“ რედაქტორია. 

აი, რას ამბობს იგი „კავკასიური იოგას სისტემის“ ისტორიაზე, შინაარსზე, ფესვებზე და სხვადასხვა ეზოტერულ სწავლებებზე: 

„დაახლოებით 2008-2009 წლებში ჩემი მეუღლის დაბადების დღე იყო, ვეძებდი საჩუქარს. ვიცი, რომ ეზოტერული ლიტერატურა მისთვის ყველაზე სასურველი საჩუქარი იქნება და დავდივარ წიგნების მაღაზიაში. შევედი მაღაზიაში და თაროზე პირველივე რაც შემეფეთა იყო „სისტემა კავკასკაი იყოგი“. ვდგავარ გაოგნებული, ნუთუ რაღაც ასეთი არსებობს და მე და დარახველიძემ არ ვიცით? რა თქმა უნდა სასწრაფოდ ვიყიდე. იყო რუსული თარგმანი, რომელიც 2003 წელს გამოიცა მოსკოვში. ავტეხე ამბავი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ჩემი ვალია შევაგროვო ინფორმაცია და გავავრცელო. პირველად „კვირის პალიტრაში“ დავბეჭდე. 

მირეკავს ვიღაც ტელეფონზე, ახალგაზრდა კაცი, თუ შეიძლება შემხვდით ამ განდობილებთან დაკავშირებითო. გამიხარდა, ღამე არ მეძინა, თუ მე ამ ხალხს შემახვედრებს და მათგან ინტერვიუს ავიღებ და წავედი. ბუკიას ბაღთან შევხვდით ერთმანეთს და მითხრა, ეგენი არ იმალებიან და მსურველები არ არიან, რომ მიიღონ ეს ცოდნაო. შემიძლია შეგახვედროო, თუმცა აღარ დაურეკავს. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, მომთელა და გაიგო, რა ვიცოდი იმაზე მეტი, რაც პრესაში იბეჭდებოდა. 

გადავთარგმნეთ ეს წიგნი, ჩამოვბეჭდეთ დაახლოებით 500 ეგზემპლარი. რაღაც ნაწილის დარიგება მოვასწარით და უცებ, სახლში მოვდივარ და თაზო მეუბნება, ვიღაც ქალმა დამირეკა, მოვიდაო, გაზეთების გამავრცელებელი ვარ და დარჩენილი ტირაჟი რაც იყო წაიღოო. საიდან გაჩნდა ეს ქალი არც გვიფიქრია. ეს ქალი უკვალოდ გაქრა. 

ჩემთვის ეს ჯადოსნური წიგნია, იწყებ კითხვას და ხვდები, რატომ ხარ, რატომ დაგსვა ღმერთმა დედამიწაზე, რისთვის ხარ მოვლენილი. თავის თავს ის ეძახის „მე ვარ“. საერთოდ, რასაც დღეს ადამიანები აბსოლუტს ვეძახით, ძველ ტექსტებში ის ამბობს, რომ „მე ვარ“. ეს არის დაუსაბამო, მარადიული. 

შენ აქ ხარ იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ბაღნარად აქციო, სამოთხედ აქციო, ღმერთისთვის სასურველ ადგილად აქციო. მეორე არის სამართლიანობის პრინციპი - ვინ ვართ ჩვენ, მართლმადიდებლები. ვინ არიან მუსლიმები? მართლმორწმუნენი. ესე იგი ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მართალი უნდა იყო შენს თავთან, სამყაროსთან, გულწრფელი უნდა იყო, მტრედივით უმანკო, გველივით ბრძენი. 

გასწავლის როგორ გამოხვიდე დედის სუნთქვიდან. ახლა რა არის დედის სუნთქვა? როცა ბავშვი ისახება, ვედური ლიტერატურის მიხედვით სული, პატარა ნაპერწკალი არის სპერმაში. იმ მომენტში რა განწყობაზეც არის დედა შედის განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში და ამას „კავკასიურ იოგაში“ ჰქვია დედის სუნთქვა. 

ეს წიგნი გასწავლის, რომ შენს სიტყვას ძალა აქვს, შენი აზროვნების ძალით შეგიძლია იმოქმედო მოვლენებზე, შექმნა მიზეზი და შედეგიც სასურველი დადგება. 

იმ რელიგიებში, სადაც რეინკარნაციას აღიარებენ, ყველაზე დიდ ცოდვად ითვლება უვიცობა. 

ამავე წიგნში ავტორი წერს, ეს არის იოგათა იოგა. ამის არ გათვალისწინება შეუძლებელია, ის იცნობდა იოგების სხვა სისტემებს. მიფიქრია, საიდან შეიძლება მოდიოდეს ეს უძველესი ცოდნა. გასწავლის საკუთარი ბედის მართვას, ეს მაგიური ცოდნაა, მაგია ატომური ენერგიასავითაა. მაგი ნიშნავდა მაღალს, დიდებულს, შემძლეს. 

ვინ იყვნენ პირველები, ვინც ქრისტეს თაყვანი სცეს? ესენი იყვნენ ზოროასტრელი მაგები. რელიგია და იოგა არის სინონიმები. იოგა კავშირს ნიშნავს, რელიგია მოდის ლათინური ზმნიდან და ესეც კავშირის დამყარებას ნიშნავს. 

ზოროასტრიზმი საქართველოში იყო ძალიან გავრცელებული, თავის დროზე მთელი ქართლი იყო მაზდიანები. ისინი უბრალოდ ცეცხლთაყვანისმცემლები კი არ იყვნენ. სხვათა შორის წყალზე ძლიერი გამწმენდია ცეცხლი. იმ პერიოდში ძლიერი იყო საქართველოში ეს გავლენა. ეს არის მსოფლიოს პირველი მონოთეისტური რელიგია, ებრაელები რომ იბრალებენ, მათი ღმერთის იაჰვეს ამბავი კიდევ ცალკეა განსახილველი. ის მაგათი ტომის ღმერთია და აბსოლუტთან, მამა ღმერთთან, საითაც ქრისტემ გაგვახედა არაფერი აქვს საერთო და ამიტომაც მიაჭედეს ებრაელებმა ქრისტე ჯვარზე. 

ქრისტიანებს ხომ გვაქვს ბიბლია, ზოროასტრებს აქვთ ავესტა, მაგათი წმინდა წიგნი. არის სერიოზული მოსაზრება, რომ ეს არის ზუსტად აი, ის ცოდნა, რომელიც ზოროასტრელებმა საქართველოში შემოიტანეს. 

როცა დავინტერესდი რას ნიშნავდა დედამძუძე, მამამძუძე, მოვიძიე ინფორმაცია და ეს არის რძით ნათესაობა. როგორც მირონით ნათესაობა, ისე იყო წმინდა და ხელშეუხებელი ნათესაობა. სამხრეთ კავკასიელი ჩრდილოეთ კავკასიაში აგზავნიდა თავის შვილს, ვაჟს უფრო ხშირად და იქ ისინი ზრდიდნენ, მეგობრის ოჯახი ზრდიდა ამ სამხრეთ კავკასიელის შვილს. და ამ დედობილს და მამობილს ერქვა დედამძუძე და მამამძუძე. არსებობდა ასეთი რძით ნათესაობა ჩვენს შორის“, - ამბობს ნინო გოძიაშვილი.

ვრცლად იხილეთ ვიდეო👇

ასევე დაგაინტერესებთ:

„კრიტიკული ისაა, რომ ეს „გადატვირთვა“ 2026 წელს პირდაპირ „ეჯახება“ ჩვენი ერის იდენტობას, ნებას... ეს არის იძულებითი წმენდა“ - ვატო მსხილაძის გეოპოლიტიკური პროგნოზი

🎥 „ქვეყანა შეიძლება შორს იყოს, მაგრამ გული ყოველთვის იქაა, სადაც ქართველია“ - დათო კენჭიაშვილი ემოციურ კადრებს აქვეყნებს

„ორგანიზმი გეუბნება „შეცვალე რაღაც!” - რა იწვევს გაცხიმოვნებას და პროდუქტები, რაც მის მართვაში დაგეხმარებათ