საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე Silk Way Star დათო კენჭიაშვილი ჟიურის საპატიო წევრად არის მიწვეული.
კონკურსის მონაწილე საქართველოს სახელით მომღერალი ავთანდილ აბესლამიძეა.
ორი ქართველის შეხვედრა უცხო ქვეყანაში ყველასთვის ემოციური აღმოჩნდა. მას შემდეგ რაც დათო კენჭიაშვილმა ჟიურის ადგილი დატოვა და ავთანდილთან ჩასახუტებლად მივიდა, უცხოელი ტელეწამყვანი ატირდა.
კადრები სოციალურ ქსელში დათო კენჭიაშვილმა გაავრცელა:
„ქვეყანა შეიძლება შორს იყოს, მაგრამ გული ყოველთვის იქაა, სადაც ქართველია.
მხარში დგომა - ეს ჩემთვის მხოლოდ ჟესტი არ არის, ეს ქართველობის ძალაა“, - წერს დათო კენჭიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ აბესლამიძე ყაზახური მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალშია და აღნიშნულთან დაკავშირებით მან სოციალურ ქსელში საზოგადოებას მადლობა გადაუხადა:
„არ ვიცი რა ვთქვა, პოსტი რომ არ დავწერო ჩემი გული ვერ გაუძლებს...
ჩემს სამყაროში ამდენი ახალი ადამიანის გამოჩენა, რომლებიც ამხელა სითბოს და სიყვარულს გამოხატავს ყოველდღიურად ჩემს მიმართ და ყოველი ახალი ინფორმაციის დროს უდიდეს მუხტს რომ მაძლევთ, უდიდესი მადლობა, თითოეულ თქვენგანს, თითოეული კომენტარის ავტორს, უფალმა 1000-მაგად დაგიბრუნოთ თქვენს ოჯახებში ეს სიკეთე და სიყვარული.
იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ მარტო ამისთვის ღირდა ამხელა კონკურსზე, აბრეშუმის გზის ვარსკვლავზე ჩემი ქვეყნის წარდგენა.
უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის და ქართველი ხალხის მფარველი“, - წერს ავთანდილ აბესლამიძე.
ასევე დაგაინტერესებთ: