
მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში -22:11-დან 00:48 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ ღირს სხვათა საქმეში ცხვირის ჩაყოფა, რადგან ასე მხოლოდ მათ გაღიზიანებას გამოიწვევთ.
პარტნიორული ურთიერთობა – კარგი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებისა და პრობლემების არასტანდარტულად გადასაწყვეტად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შეგროვებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად. აკონტროლეთ საკვების და სასმელის ხარისხი, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ელენთას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე მალაქიტი, ოპალი, ქრიზოპრაზი, აქატი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵რატომ მალავს პუტინი შვილებს - პრეზიდენტის ქალიშვილების საიდუმლოებით მოცული ცხოვრება
🔵„ამ ცნობილ ფოტოზე ვინ ხედავდით დროშას?“ - ნახეთ რა აღმოჩნდა სინამდვილეში
🔵„დამიბრუნეთ ფული უკან“ - რუსი ტელეწამყვანი „შანელს“ შეძენილი ნივთებისთვის ფულის დაბრუნებას სთხოვს